Home ახალი ამბები ჯაფარიძე: გალაკტიონი 24 სააათი სვამდა, მაგრამ ამის გამო არაფერი დაუკარგავს

ჯაფარიძე: გალაკტიონი 24 სააათი სვამდა, მაგრამ ამის გამო არაფერი დაუკარგავს

4155

 ,,გირჩის“ ლიდერი  ზურაბ  ჯაფარიძე ნარკოპოლიტიკაზე ,პრაიმტაიმთან“ საუბრობს.

„ მარიხუანას მსგავსი რაღაცეები არ ახასიათებს. თუმცა, როცა პროფესიებზე საუბარია, აქ გარკვეული რეგულაციები და შეზრუდვები უნდა დაწესდეს. ფსიქოტროპული ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც მოქმედებს თავის ტვინზე, მათ შორის მოქმედებს ყურადღების ფსიქიკის ფუნქციაზე – ან ადუნებს ყურადღებას ან ფანტავს ყურადღებას. ცხადია რეაქცია პირის საქმიანეობებზე სერიოზულ ზეგავლენას იქონიებს მაგალითად: ადამიანი, როელიც არის მძღოლი, ის თუ იქნება რაღაც ტიპის თრობის ქვეშ და მნიშვნელობა არ აქვს , ეს იქნება ალკოჰოლი , მარიხუანა თუ რაიმე სხვა ტიპის ნივთიერება  ცხადია, თავისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს და სხვებისთვისაც. არის პროფესიები , სადაც მნიშვნელოვანია , რომ ადამიანი იყოს ფხიზელ გონებაზე. თუ საუბარია იმაზე , როგორ შეილება ეს დარეგულირდეს , ამას კერძო სექტორი თავისით დაარეგულირებს , არის ისეთი სფეროები , სადაც აკრძალვას შეიძლება დიდი აზრი არ ჰქონდეს . გალაქტიონი  მაგალითად 24 სააათი სვამდა, მაგრამ ამის აგმო არაფერი დაუკარგავს. როცა საჯარო სექტორია, გასაგებია, რომ იქ შეზღუდვები და რეგულაციები იარსებებს“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

 

3 COMMENTS

  1. აგრამ გალაქტიონს არ მიაჩნდა ლოთობა გმირობად – ეს მისთვის უბრალოდ კაიფი იყო .. ასევე საჭიროა არა დეკრიმინალიზაცია არამედ დეგმირიზაცია … რატომ ეწევა სრულიად ლეგალურად მარიჰუანას ჰოლანდიელი ? – იმისთვის რომ მიიღოს სიამოვნება ისევე როგორც ლუდისაგან ან ყავისაგან ..
    და რატომ ქაჩავს პლანს ქართველი ლაწირაკი ? – იმიტომ რომ საქართველოში ეს არის გმირობა – რადგან აკრძალული ხილია – და მისი მოპოვება მაგარი ბიჭობაა.
    ე.ი. ვინც პლანს ეწევა ის არის “დევგმირი” და შესაბამისად იქცევა – ჩაგრავს სხვებს და ართმევს მათ პლანის ფულს იმისათვის რომ უფრო მეტად იგრძნოს თავი გმირად …
    მაგრამ ასევე გმირობად ითვლებოდა 20 წლის წინ ბევრი ღვინის სმა .. იჭყიპებოდნენ ბოლომდე რომ თავი გმირებად ეგრძნოთ – აი რა ბევრი ყანწი დავლიეო… დღეს კი ღვინით გაჭყეპვა და ლოთობა გოიმობად და ქაჯობად ითვლება უკვე …
    ასევე იქნება ნარკოტიკებზედაც – ლეგალიზაციის შემდეგ აბსოლუტური უმრავლესობა მიხვდება რომ ნარკოტიკით გამოქლიავება და დაკრეჭილი ბალტყემალა სიფათით სიარული სამარცხვინოა და არა საგმირო საქციელი..

  2. ბატონი ზურაბ ჯაფარიძე თუ მარიხუანის მომხმარებელია მან ოფიციალურად უნდა განაცხადოს ამის შესახებ, რის შემდეგაც მას ნარკოტიკული თრობისთვის არავინ პასუხს არ მოსთხოვს, მაგრამ…
    მას ატომატურად კანონით აეკრძალება მძღოლად, მფრინავად, მატარებლის და მეტროს მემანქანედ, პედაგოგად, პოლიციელად, ქირურგად პარლამენტარად, სამხედრო სამსახურში და სხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობა.
    ახლა დაიწყება ადამიანის დისკრიმინაციულ სტიგმებზე და რაღაც ყურით მოთრეულ მაგალითებზე “ჩუმი წივილ – კივილი”…

  3. მაშინ ყველა იმ პირს ვინც ღვინოს აჭაშნიკებს
    ატომატურად კანონით აეკრძალება მძღოლად, მფრინავად, მატარებლის და მეტროს მემანქანედ, პედაგოგად, პოლიციელად, ქირურგად პარლამენტარად, სამხედრო სამსახურში და სხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here