Home ახალი ამბები საქართველო ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ აქვს დასავლეთის მიმართ უფრო მეტი კრიტიკული განცხადება გაკეთებული,...

ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ აქვს დასავლეთის მიმართ უფრო მეტი კრიტიკული განცხადება გაკეთებული, ვიდრე რუსეთთან დაკავშირებით

81

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განმარტავს, რა ახსნა შეიძლება ჰქონდეს იმ ფაქტს, რომ თებერვლიდან ივლისამდე პერიოდში დასავლეთის მიმართ უფრო მეტი კრიტიკული განცხადება აქვს გაკეთებული, ვიდრე რუსეთთან დაკავშირებით.

როგორც კობახიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, მისი პასუხები ჟურნალისტების კითხვებზეა დამოკიდებული.

„ეს ყველაფერი დამოკიდებულია კითხვებზე – რა თემაზე რამდენჯერ დამისვამთ კითხვას, იმის მიხედვით განისაზღვრება ჩემი პასუხების რაოდენობა. რამდენჯერაც კითხვა დაისმება, რა პოზიცია მაქვს რუსულ აგრესიაზე, ნათლად გიპასუხებთ, რომ ვგმობთ რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ; ან თუ საქმე შეეხება ნებისმიერ თემას საქართველოსთან მიმართებით, მათ შორის რეფერენდუმებს. ესეც ცარიელი სპეკულაცია. ყველაფერზე გვაქვს სათანადო პოზიცია და ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს – რუსეთთან დაკავშირებით, ასევე უკრაინასთან და დასავლეთში ინტეგრაციასთან დაკავშირებით პრინციპული პოზიცია გვაქვს. დანარჩენი არის ცარიელი სპეკულაცია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, OC Media-მ დაითვალა. 24 თებერვლიდან 27 ივლისის პერიოდში, რამდენჯერ გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რუსეთი, უკრაინა და დასავლეთი. მათი ცნობით, ირაკლი კობახიძემ კრიტიკულ კონტექსტში რუსეთი მხოლოდ 9-ჯერ ახსენა, უკრაინა 26-ჯერ, ხოლო დასავლეთი და ევროსტრუქტურები 57-ჯერ.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here