Home ახალი ამბები საქართველო ირაკლი დოჭვირი: სალომე ზურაბიშვილი ასრულებს დასავლეთის დაკვეთას _ 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების...

ირაკლი დოჭვირი: სალომე ზურაბიშვილი ასრულებს დასავლეთის დაკვეთას _ 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, სურთ, იზეიმონ მორიგი ილუზორული ბედნიერება _ “ევროპის დღე”…

“რატომ არ მოხვდნენ ხონის საპატიო დაფაზე დიდი სამამულო ომის გმირები _ სულ რაღაც, ოთხი ადამიანი? რა, ისინი გამოჩენილი ხონელები არ არიან თუ სამარცხვინო იყო მათი სურათის დაკიდება საპატიო დაფაზე?”

255
ირაკლი დოჭვირი

საქართველოს ისტორიაზე შეტევა გრძელდება. ისტორიის ფალსიფიკატორები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი და დესტრუქციული ძალების წარმომადგენლები, ცდილობენ, დავიწყებას მიეცეს თბილისში, ვაკის პარკში არსებული უცნობი ჯარისკაცის საფლავი და მონუმენტი, რომელიც დიდ სამამულო ომში გამარჯვებას ეძღვნება.

თბილისის მერიას თავდაპირველად განზრახული ჰქონდა  ამ მონუმენტის კეთილმოწყობა, შადრევნის კასკადის აღდგენა, მარადიული ცეცხლის ანთება, მაგრამ სამუშაოები, დიდი ხანია, შეჩერებულია. მიზეზი, სავარაუოდ, არის  პოლიტიკური, მიზანი კი ერთია _ 1941-1945 წლების დიდი სამამულო ომის ამოშლა ქართველი ხალხის მეხსიერებიდან

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის პირველ წელს ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მივიდა და პატივი მიაგო სამამულო ომში დაღუპულებს. მას შემდეგ კი, რაღაც შეიცვალა _ ჯერ უცნობი ჯარისკაცის საფლავის გადაკეთების შესახებ განაცხადა, შემდეგ რესტავრაცია დაიწყო და დღემდე, უკვე მერამდენე წელიწადია, რემონტი მიმდინარეობს. ხალხს უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მისვლის საშუალება არ აქვს.

 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტა, საქართველოში  წელს, 9 მაისს არა გამარჯვების, არამედევროპის დღეაღინიშნოს კონცერტით სახელწოდებითევროპისათვის”…

საქართველოს პრეზიდენტისევროპის დღეზეგვესაუბრება სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი დოჭვირი:

_ 6 მაისს ხონში ხონელობა აღინიშნა. იყო ბევრი სიმღერა, ცეკვა, სეირნობა… ხონის ბულვარში (იქ, სადაც ,,იმერული ესკიზებია” გადაღებული), ტრადიციულად,  საპატიო ადგილას დაფა იყო დადგმული გამოჩენილი ხონელების სურათებით, მართლაც შესანიშნავი და საქვეყნოდ ცნობილი ადამიანების: იპოლიტე ხვიჩიას, პოლიკარპე, ზურაბ და დავით კაკაბაძეებისირაკლი აბაშიძის, ნანა მჭედლიძის  

მაშინ, როდესაც საცხრამაისო ღონისძიებამდე სულ რაღაც სამი დღე დარჩა, ორგანიზატორებს ,,გამორჩათ” საპატიო დაფაზე იმ ხონელი გმირების სურათების გამოფენა, რომლებმაც სიცოცხლე ფაშიზმის განადგურებას შესწირეს. 

საპატიო დაფაზე არ იყო ალექსანდრე წულუკიძის პორტრეტი, რომელიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო, რადგან ხონის რაიონი მის სახელს ატარებდა რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში.  ამავე დაფაზე აღმოვაჩინე ალექსანდრე რონდელის პორტრეტი, რამაც გამაკვირვა, რადგან რონდელს ცხოვრებაში არანაირი მიღწევა არ ჰქონია, გარდა პროდასავლური აზრებისა. ამავე დაფაზე იყო სამსონ ფირცხალავას პორტრეტი. სამსონ ფირცხალავა  გასაბჭოების შემდეგ საქართველოს საგანძურის გამტაცებელ მენშევიკებს ემიგრაციაში გაჰყვა და ამას დღევანდელი, თუნდაც გუშინდელი და იმისწინანდელი მთავრობები დიდ გმირობად მიიჩნევენ. ასე და ამრიგად,  მარქსიზმის თეორიტიკოსის,  სოციალიზმის მქადაგებელის, კარლ მარქსის, ,,კაპიტალის” გერმანულიდან ქართულ ენაზე პირველი მთარგმნელის, ალექსანდრე წულუკიძის, ადგილი საპატიო დაფაზე მისი მსოფლმხედველობის გამო არ აღმოჩნდა,  მაგრამ რატომ არ მოხვდნენ ხონის საპატიო დაფაზე დიდი სამამულო ომის გმირები _ სულ რაღაც ოთხი ადამიანი, რომლებსაც გმირის წოდება ოფიციალურად მიენიჭათ?! რა, ისინი გამოჩენილი ხონელები არ არიან თუ სამარცხვინო იყო მათი სურათის დაკიდება საპატიო დაფაზე?!  

ხონელი გმირების სახელები ნებისმიერ ენციკლოპედიაშია მოხსენიებული და არც სჭირდებათ ამ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან წყალობის თვალით გადმოხედვა. ყველას ხომ  გვსმენია რიგითი ნოე ადამიას გმირობის შესახებ? თუ რიგითებზე შეზღუდვა ჰქონდათ, გმირ გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჯანჯღავას პორტრეტი მაინც დაეკიდებინათ საპატიო დაფაზე, მაგრამ არც ეს გააკეთეს, არ გამორჩენიათ, სპეციალურად მოიქცნენ ასე. საბედნიეროდ, ხონელი არავინ იყო ჰიტლერის მხარეს, თორემ მის სურათს აუცილებლად დაკიდებდნენ საპატიო დაფაზე.  ასეთი რამ საქართველოს მასშტაბით, წლებია, გრძელდება; დაწყებული ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებიდან, რომელმაც საერთოდ გააუქმა 9 მაისი, როგორც უქმე დღე, და შეადარა ერთი ბოროტების გამარჯვებას მეორეზე. გამსახურდია ფაშისტების მხარეზე მებრძოლ ქართველებს უფრო აფასებდა, ვიდრე ფაშისტების წინააღმდეგ მებრძოლ ქართველებს. მან უზენაეს საბჭოში ,,სამანის”  წევრიც კი შეიყვანა მრგვალი მაგიდის კვოტით და ეს იყო ალიკო მელაძე.  გამსახურდიადან დაწყებული ყველა პრეზიდენტი მეტ-ნაკლებად ბრძოლას უცხადებს ფაშისტებთან მებრძოლ “გმირებს”, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობისას ამან პიკს მიაღწია.

_ კაცობრიობის საღად მოაზროვნე ნაწილი 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვებას აღნიშნავს, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ 9 მაისი იყოსევროპის დღე”, და მოაწყოს კონცერტი თავის სასახლესთან სახელწოდებითევროპისათვის”… როგორ ფიქრობთ, რა აქვს ჩაფიქრებული პრეზიდენტს, ვის აწონებს თავს?

_ სალომე ზურაბიშვილი ასრულებს დასავლეთის დაკვეთას. სწორედ 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს სურთ, იზეიმონ “ევროპის დღე”… სააკაშვილის ხელისუფლება უფრო იოლად შეასრულებდა  დაკვეთას _ 9 მაისსაც გააუქმებდა ან გადაიტანდა 8 მაისს, მაგრამ იმხანად ამის დაკვეთა არ იყო, მაგრამ სააკაშვილმა გააუქმა საბჭოთა სიმბოლიკა და 9 მაისის აღნიშვნა ხალხს გამარჯვების დროშების გარეშე უწევს. გამარჯვების დღე კი დროშების, ომისდროინდელი მუსიკისა და მარშების გარეშე წარმოუდგენელია. სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც საფრანგეთში გაიზარდა, იცის, რომ პარიზში აკრძალული არ არის გამარჯვების დროშის გაშლა, მაგრამ დუმს, არ აპროტესტებს სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მიღებულ დისკრიმინაციულ და უსამართლო გადაწყვეტილებას.    

ბოლო წლებია, 9 მაისს ვერ ვზეიმობ, ჩემი ზეიმი პროტესტმა შეცვალა.  როცა სალომემ ბრძანა უცნობი ჯარისკაცის საფლავის გადაკეთება, მე ეს გადაწყვეტილება მისი რეზიდენციის წინ გავაპროტესტე. ბატონმა გულბაათ რცხილაძემ კი ლობიო მიართვა და დაუბარა: ლობიო გააკეთე და პოლიტიკას თავი დაანებე, შენი საქმე არ არისო… მაგრამ სალომე ხომ  მენშევიკი რევანშისტია. მენშევიკები იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ნებაყოფლობით ეწერებოდნენ მსოფლიოში ყველაზე დაუნდობელი და ბოროტი ძალის რიგებში.  სალომე ზურაბიშვილი, როგორც მენშევიკების არა მხოლოდ ბიოლოგიური, არამედ იდეური  შთამომავალი, ნეოფაშიზმის სამსახურში დგას. მე წლევანდელ 9 მაისსაც პროტესტით ვხვდები, კვლავ ძველი მოთხოვნით, რომ შენარჩუნდეს ვაკის პარკის  მემორიალური კომპლექსის თავდაპირველი სახე და ვგმობ სალომეს მიერ შემოგდებულ ახალ ხელოვნურ თარიღს, რომელსაც ,,ევროპის დღე” დაარქვა.  მიზანი ცხადია _  სურს, გამარჯვების დღის ნაცვლად შემოგვტენოს მორიგი ილუზორული ბედნიერება _ “ევროპის დღე”  და გვაზეიმოს.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here