Home ახალი ამბები საქართველო მიხეილ ჟღენტი: შიში, ცხოველური შიში დაარბენინებს მათ რუსთაველზე

მიხეილ ჟღენტი: შიში, ცხოველური შიში დაარბენინებს მათ რუსთაველზე

“ივანიშვილი, თავისი პოლიტიკური ყნოსვისა და 90-იან წლებში რუსეთში მოღვაწეობის გამოცდილების გათვალისწინებით შეძლებს დაპირების შესრულებას. კარგად არ ვიცნობ მილიარდერების გრადაციას მსოფლიო გლობალური პოლიტიკის წარმართვაში, მაგრამ ვფიქრობ, იქ, სადაც მსოფლიოს მმართველი დიდი ბიძიები სხდებიან, თავისი სიტყვა მასაც ეთქმის, მას ანგარიშს უწევენ”

796
მიხეილ ჟღენტი
მიხეილ ჟღენტი

29 აპრილს მმართველი ძალის თაოსნობით გამართულ აქციაზე ივანიშვილი საჯაროდ დაუპირისპირდა დასავლური სამყაროს მმართველებს.

* “გლობალური ომის პარტია ევროკავშირს საკუთარი ხელით ანგრევინებს ევროპულ ღირებულებებს.

* საქართველოს ბედი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.

* არჩევნების შემდეგ ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ კოლექტიურნაციონალურ მოძრაობასგამოვუტანოთ მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი”.

 ეს ივანიშვილის ფრაზებია.

ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის გამოსვლას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. პარტიაახალისლიდერმა, სააკაშვილისდროინდელი გენპროკურორის მოადგილე გვარამიამ სახელმწიფო გადატრიალება უწოდა ივანიშვილის განცხადებას. ის უარყოფითად შეაფასა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც.

დასავლეთი თავს ესხმის საქართველოს ხელისუფლებასასეთ ვითარებაში არის თუ არა ძალიან სახიფათო  დესტრუქციული ძალების მოქმედება ივანიშვილისა და საქართველოს  წინააღმდეგ?

ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გვესაუბრება პარტიისსოლიდარობა მშვიდობისთვისერთერთი ლიდერი მიხეილ ჟღენტი:

_ თავდაპირველად მინდა, იმ რამდენიმე ტყუილზე ვისაუბრო, რომელთა მეშვეობითაც ახალგაზრდები გამოჰყავთ გარეთ… მომავალ თაობას დანაღმულ ველზე უშვებენ. ბოლო 35 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ბინძური პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სკოლის მოსწავლეები, 8-10 წლის ბავშვები, გამოიყენეს.

პირველი  და ყველაზე უტიფარი ტყუილი არის ის, რომ  ჩვენ გაგვიუქმებენ ვიზალიბერალიზაციას. ეს ტყუილი აუცილებლად  იქონიებს გავლენას არა მხოლოდ ახალგაზრდებზე, არამედ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილზე, მაგრამ მინდა დავარწმუნო ყველა, რომ ვიზალიბერალიზაციის გაწვევა ურთულესი და ხანგრძლივი პროცესია და, თუ მაინც გაბედეს ამის გაკეთება, ეს პროცესი ევროკავშირის დაშლას დაემთხვევა. ამასთანავე, ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის თანხმობა სჭირდება,  ცოტა ხანში კი  ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე უნგრეთი ხდება…

მეორე ტყუილი _ ევროპაში გველოდებიან და ჩვენ გარეშე ვერ ძლებენ. 2030 წლისთვის ეს ცალფეხზე მდგომი ორგანიზაცია აღარ იარსებებს.

ტყუილი მესამე _ “რუსული კანონიდარუსული ოცნება”. ეს კანონი და “ოცნება” ისეთივე რუსულია,  როგორც მე ჩინეთის იმპერატორის შთამომავალი.

და, ყველაზე დიდი ტყუილი, რომელიც 33 წელიწადია, ანადგურებს საქართველოს და რომელმაც ჩვენი ქვეყანა კოლონიად აქცია, ეს არის ტერმინი დამოუკიდებელი საქართველო”.

ახლა კი თქვენს შეკითხვას გავცემ პასუხს.

ბატონმა ივანიშვილმა განაცხდა ის, რასაც ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი, დიდი ხანია, ფიქრობს, მაგრამ ხელისუფლების მაღალი ეშელონიდან ვერ მოისმინა. 5-6 წლის წინათ ამას ვერ იტყოდა, მაგრამ ახლა ბრმაც ხედავს, რა ვითარებაა და ამის მიზეზი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებია. ამ საბრალო,  დასავლეთის მიერ გასულელებულმა ყოფილმა სახელმწიფომ ყველაფერი ცხადყო. მასზე ჩატარდა რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური ძალის გამოცდა და ვხედავთ, რომ რუსეთი, რომელიც ეკონომიკურად არც ისე განვითარებულ ქვეყნად განიხილებოდა, მსოფლიო ეკონომიკის ლიდერთა შორის მოექცა. არაფერს ვამბობ ევროპაზე, რომელიც მინუსებშია წასული და რომელიც აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაგებულ ხაფანგში გაება.

ევროპის სამხედრო პოტენციალისა და ეკონომიკის სტაგნაციის ფონზე უკვე აშკარაა ევროპის სავალალო მდგომარეობა და ივანიშვილი, რომელსაც ჩვენზე მეტი ინფორმაცია აქვს, აკეთებს ამ განცხადებას. სწორედ მისმა გზავნილებმა გამოიწვია პანიკა ჩვენს ლიბერალურ პარტიებში. მათ პირველად  ნათლად დაინახეს თავიანთი დასასრულის სწრაფი დასაწყისი.

ევროპა იძირება, უკრაინა აგებს, რუსეთი ალაპარაკდა ნაციონალიზაციასა და ოლიგარქების შევიწროებაზე, ირანმა თავისი ამბიციების შესახებ განაცხადა, ევროპარლამეტში არჩევნებია და უპატრონობის შიშით შეპყრობილმა გვარამიამ კივილი დაიწყო. შიშმა და სასოწარკვეთილებამ აალაპარაკა გვარამია. ფიტიგების, კუბილიუსების იმედად ჩვენი მტერი იყოს! რაც შეეხება რეზიდენტ ქალბატონს, კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო “ოცნებას” არჩევანი, როდესაც ეს  უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელი შემოგვტენა პრეზიდენტად.

_ როგორ განვითარდება მოვლენები, თუ ივანიშვილი სიტყვას შეასრულებს?

_ ორი აზრი არ არის, რომ დასავლეთი თავის პოლიტიკურ ნარჩენებთან ერთად მაქსიმუმს გააკეთებს დესტაბილიზაციისთვის, მაგრამ ნაქვამია, ჩხუბი მორევაზეაო. ამ ოპოზიციას ივანიშვილის კალთაში ჩახტომა სურს და არა მისი პოლიტიკიდან ჩამოშორება _ ჩაგვანაცვლე ბიძია-ბაბუა “ოცნებას” და ჩვენ გავხდებით შენი შვილებიო. ეს ყველაფერი სარწმუნოა მით უფრო, რომ  ერთხელ უკვე ტანდემში იყვნენ და კოაბიტაციაც კარგად შეირგეს. შიში, ცხოველური შიში დაარბენინებს მათ რუსთაველზე…

ივანიშვილი, თავისი პოლიტიკური ყნოსვისა და 90-იან წლებში რუსეთში მოღვაწეობის გამოცდილების გათვალისწინებით, შეძლებს დაპირების შესრულებას. კარგად არ ვიცნობ მილიარდერების გრადაციას მსოფლიო გლობალური პოლიტიკის წარმართვაში, მაგრამ ვფიქრობ, იქ, სადაც მსოფლიოს მმართველი დიდი ბიძიები სხდებიან, სიტყვა მასაც ეთქმის. დარწმუნებული ვარ, მას ანგარიშს უწევენ… ერთი პატარა დეტალია გასათვალისწინებელი: უნდა დააოკოს თავისი გარემოცვის ამბიციები და ბიზნესსექტორის გაუმაძღრობა. თუ მოინდომა, შეუძლებელი არაფერია.

ბიძინა ივანიშვილი დაჰპირდა ხალხს, რომ არჩევნების შემდეგ ე.წ. ოპოზიციას “თავი მოჩრა”-ს გაუკეთებს და გააქრობს პოლიტიკური ველიდან _ ეს რეალურია იმ გეოპოლიტიკური ცლილებების ფონზე, რომლებიც წლის ბოლოს მოხდება. რაც შეეხება ივანიშვილის მოდელის განხორციელებას, ეს პირდაპირპროპორციულად არის დამოკიდებული  იმ გუნდის შემადგენლობაზე, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებში წარადგენს. დიდი მნიშვნელობა ექნება პერსონალიებს. 2025 წელს საქართველოს მოუწევს რუსეთთან საუბარი, თანაც არა მხოლოდ საუბარი, არამედ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და ვფიქრობ, ეს მომენტიც გასათვალისწინებელია. 2025 დიდი ცვლილებების დასაწყისის წელია და ვიმედოვნებ, ჩვენი ქვეყანაც დააღწევს თავს 35-წლიან ნგრევა-განადგურებას.

_ გატეხენ .. ოპოზიციას?

_ ოპოზიციას რეალობა გატეხავს. მინდა აღვნიშნო ჩვენი სამართალდამცავების მოთმინება და სწორი სტრატეგია. მსგავსი რამ, რაც რუსთაველზე ხდება, აშშში დიდი სისხლისღვრით დასრულდებოდა და ათასობით ადამიანი ციხეში იქნებოდა გამომწყვდეული, ხოლო მათი პატრონების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძვრებოდა, მაგრამ, რადგან საქართველო კოლონიაა, მიტროპოლიას ვერ შევედრებით. ყველა ჩვენი უფროსია, ელჩებით დაწყებული…

ერთ მომენტსაც გავუსვამ ხაზს: დასავლეთმა არ იცის რუსეთის რეაქცია იმ პროცესებზე, რომლებიც აქ შეიძლება განვითარდეს. ეს კიდევ ერთი მძლავრი მუხრუჭია ვითარების უკიდურესად გამწვავების თავიდან ასაცილებლად. დღეს არც 2003 წელია და არც 2014, რომ საქართველოში უკრაინული “მაიდანი” განმეორდეს, ასე რომ, წინ რთული,  მაგრამ საინტერესო პერიოდი გველის. 

14-15 მაისიდან ველოდები დაძაბულობის ახალ ტალღას, რომელიც ივნისის ბოლომდე გასტანს. მერე სიცხე, ზღვა, მთა… და სად ეცლებათ რევოლუციისთვის? სექტემბერ-ოქტომბერში კი გეოპოლიტიკა იქნება წამყვანი და მოვლენების მაკონტროლებელი…

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here