Home ახალი ამბები მსოფლიო იგორ სეჩინი: აშშ-ის სახელმწიფო ვალის ჭერის გარშემო „პოლიტიკური ცირკი“ რეალური დეფოლტის საფრთხეს...

იგორ სეჩინი: აშშ-ის სახელმწიფო ვალის ჭერის გარშემო „პოლიტიკური ცირკი“ რეალური დეფოლტის საფრთხეს მალავს

103

ნავთობისა და ბუნებრივი აირის  კომპანია „როსნეფტის ხელმძღვანელ იგორ სეჩინის  სხვა განცხადებებ პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ენერგეტიკულ პანელზე ტელეგრამ- არხი „O!News“-ი აქვეყნებს:

* აშშ დოლარის  სარეზერვო ვალუტისა და საერთაშორისო ანგარიშსწორების ინსტრუმენტის პოზიციების ნელ-ნელა დაკარგვა პრობლემად იქცევა მთელი მსოფლიოსთვის;

* რუსეთის ფედერაციას სჭირდება საბანკო სისტემის გადახედვა ეკონომიკის დაკრედიტების ხელმისაწვდომობაზე, სესხების მაღალი ღირებულება ქვეყნის ეკონომიკის მთავარი მუხრუჭია;

*რუბლის კურსის ტარგეტირებაზე (ეკონომიკური სამიზნის არჩევა – ლ.მ.)  უარის თქმა აფერხებს რეგიონული ანგარიშსწორების სისტემად ტრანსფორმაციას;

*ევროპა რუსულ ბუნებრივ აირზე  უარის თქმისა და თხევადი ბუნებრივი აირის სხვა წყაროების არარსებობის შემდეგ მთლიანად დამოკიდებული შეიქნა შეერთებული შტატების ენერგომომარაგებაზე;

* 2045 წლისთვის ნავთობი და ბუნებრივი აირი განაგრძობს  ენერგიაზე მოთხოვნის 53%-ზე მეტის უზრუნველყოფას;

* ნახშირბადოვანი ნეიტრალიტეტი მსოფლიოში მიუღწეველია „მწვანე“ ტექნოლოგიების ამჟამინდელი ფონდით;

*განცხადებები რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან  ნავთობისა და ბუნებრივი აირის  შემოსავლების დაკარგვის შესახებ არასწორია. ბუნებრივი აირიდან შემოსავლების ამჟამინდელმა შემცირებამ არ უნდა გამოიწვიოს საგადასახადო ტვირთის გადატანა ნავთობის ინდუსტრიაზე.

 მოამზადა ლუკა მაისურაძემ

https://dzen.ru/media/nstarikovru/glava-rosnefti-igor-sechin-v-hode-energeticheskoi-paneli-na-peterburgskom-648d7378dcb4c56cb0a44379

                                                                          

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here