Home ახალი ამბები საქართველო იაგო ხვიჩია – ამრევები არიან მოსაშორებელი – ჩემი აზრით, ვაშაძე ამრევია და...

იაგო ხვიჩია – ამრევები არიან მოსაშორებელი – ჩემი აზრით, ვაშაძე ამრევია და უმრავლესობიდან ყველა ურევს

81

12 პუნქტი მხოლოდ ერთობლივად შეიძლება შესრულდეს. ის ვერ შესრულდება ცალ-ცალკე. ჯერჯერობით ამრევები არიან მოსაშორებელი. მე მივდივარ და ადამიანებს ველაპარაკები, დააკვირდნენ, რომელი ადამიანები ურევენ სიტუაციებს – ჩემი აზრით, ვაშაძე ამრევია და უმრავლესობიდან ყველა ურევს ამ თვალსაზრისით, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა დადიოდნენ იმ შეხვედრებზეც, რომელშიც ხელისუფლება მონაწილეობს.

“როცა მუჰამედი არ მიდის მთასთან, მთა მიდის მუჰამედთან – ეგრე უნდა იყოს, ჩემი აზრით და ეს ხალხიც, ვინც აქ არის, უნდა დადიოდეს იმ შეხვედრებზე, სადაც ხელისუფლება მონაწილეობს. მარტო კი არ უნდა ვხვდებოდეთ, ის სათქმელი, რომელიც აქ აქვს არასამთავრობო სექტორს, უნდა ჰქონდეს იმ შეხვედრებზეც, რომელსაც ხელისუფლება ატარებს და ეს უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ საზოგადოებას აზრი მივაწოდოთ ხელისუფლების თანდასწრებით და არა მხოლოდ ერთმანეთთან შეხვედრით.

12 პუნქტი მხოლოდ ერთობლივად შეიძლება შესრულდეს, ის ვერ შესრულდება ცალ-ცალკე. მე დავდივარ ყველგან და ვაკვირდები, რა სიტუაციაა და სად შეიძლება არსებობდეს გადაკვეთის წერტილები. ჩემი აზრით, ჯერჯერობით ამრევები არიან მოსაშორებელი. მე მივდივარ და ადამიანებს ველაპარაკები, დააკვირდნენ, რომელი ადამიანები ურევენ სიტუაციებს. ჩემი აზრით, ვაშაძე ამრევია და უმრავლესობიდან ყველა ურევს ამ თვალსაზრისით”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here