Home ახალი ამბები ია მამალაძე: ცვლილებები, რომელიც მედიას ეხება, პირველ რიგში მედიას უნდა ვკითხოთ და...

ია მამალაძე: ცვლილებები, რომელიც მედიას ეხება, პირველ რიგში მედიას უნდა ვკითხოთ და შემდეგ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება

978
მედიასახლ „გურანიუსის“ გამომცემელი ია მამალაძის განცხადებით, ცვლილებები, რომელიც მედიას ეხება, პირველ რიგში მედიას უნდა ვკითხოთ და შემდეგ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება.

ამის შესახებ მამალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე განაცხადა, სადა “მაუწყებლობის შესახებ” კანონზე მსჯელობდნენ.

„ცვლილებები, რომელიც მედიას ეხება, პირველ რიგში მედიას უნდა ვკითხოთ და შემდეგ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. გვჭირდება თუ არა ამგვარი საზოგადოებრივი მაუწყებელი? მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ემოციები გვერდზე უნდა გადავდოთ და ჩვენ ნამდვილად გვჭირდება საზოგადოებრივი მაუწყებელი, რადგან აქ მყოფი ადამიანების დიდი ხნის ზრუნვის საგანი იყო, რომ საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებელი არსებულიყო, მაგრამ ის ყოფილიყო პოლიტიკურად მიუკერძოებელი, რაც ჯერ განუხორციელებელი ოცნებაა. მე მაგონდება იმგვარი პროცესები, როდესაც ძალიან მნიშვნელოვან ფაქტებს და მოვლენებს, რაც საქართველოში ხდებოდა მხოლოდ ორი-სამი არხი აკლდა. მაშინ საზოგადოებრივი არხის იქ არყოფნა ჩემთვის წარმოუდგენელი იყო”, – განაცხადა მამალაძემ.

მისივე თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა ჰქონდეს ვალდებულება, რომ ზრუნავდეს მედიაგარემოს გაუმჯობესებაზე.

“როდესაც მაუწყებელი არ იყენებს რეგიონში არსებულ არც ერთ მედიარესურსს, რომ მასთან ერთად განვითარდეს, როდესაც მაუწყებელი აჭარაში ყიდულობს, ან ქირაობს ოფისს და არ იყენებს იქ არსებულს, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს თუ არა საფრთხე, რომ ის არაკეთილსინდისიერი კონკურენტი იქნება, დიახ, გვაქვს საფრთხე. პატარა გამოცემებს, ონლაინ საშუალებებს, პატარა არხებს განვითარების რა საშუალება აქვთ, გარდა იმისა, რომ მათ სანდო, მიუკერძოებელი მასალა შექმნან და ამით მოიპოვონ რეიტინგები. დავთქვათ დედლაინი და მოგაწვდით ამ არგუმენტებს”, – განაცხადა ია მამალაძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here