Home ახალი ამბები საქართველო გურამ მაჭარაშვილი – დიპლომატი ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს შეურაცხყოფას არ უნდა აყენებდეს...

გურამ მაჭარაშვილი – დიპლომატი ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს შეურაცხყოფას არ უნდა აყენებდეს და 20 ივნისის მოვლენებს რადიკალების მსგავსად “გავრილოვის ღამედ” არ უნდა მოიხსენიებდეს

131

დიპლომატი, როგორც მინიმუმ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს შეურაცხყოფას არ უნდა აყენებდეს, არ უნდა საუბრობდეს რადიკალების ენით და 20 ივნისის მოვლენებს რადიკალების მსგავსად “გავრილოვის ღამედ” არ უნდა მოიხსენიებდეს და ფაქტებს არ უნდა ამახინჯებდეს, – ამის შესახებ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებას, სადაც ის “გავრილოვის ღამეს” ახსენებს.

მისი თქმით, როდესაც საუბრობ 20 ივნისის მოვლენებზე მხოლოდ ხელისუფლების ნეგატიურ კონტექსტში და არ იხსენიებ და არ ამბობ შტურმს საქართველოს პარლამენტზე – ეს ნიშნავს, რომ ფაქტებს ამახინჯებ და ეს არა მხოლოდ დიპლომატიური არ არის, ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა.

“ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ თუკი მის ქვეყანაში შეერთებულ შტატებში კონგრესზე შეტევა არის არასწორი და ეს ნამდვილად ასეა, დასჯადია და დიახ, ესე უნდა იყოს, მაშინ საქართველოს პარლამენტზე შტურმი, რაც საზოგადოებამ იხილა, რატომ არ უნდა იყოს დასჯადი და რატომ უნდა ითხოვდეს საელჩო იმ ადამიანის ციხიდან გამოშვებას, რომელიც კოორდინაციას უწევდა პარლამენტის შტურმს”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოში ყოფნის ყოველ დღეს ქართველი პოლიტიკური ლიდერების ერთმანეთთან დაახლოებას ცდილობს. ამის შესახებ კელი დეგნანმა „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.

„ჩემი აქ ყოფნის ყოველ დღე ვცდილობ, ქართველი პოლიტიკური ლიდერების ერთმანეთთან დაახლოებას, ღრმა პოლარიზაციის შემცირებას, რომელიც აქ არსებობს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ქართველებმა გაიხედონ 3-4 წლის წინ და გაიხსენონ საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია, „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია და არა დასავლელი პარტნიორებისგან, რომლებიც ცდილობენ, საქართველოში ეს ღრმა პოლარიზაცია შეამცირონ”, – აღნიშნა აშშ-ს ელჩმა.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here