Home ახალი ამბები საქართველო გიორგი კიკნაძე: თვითონ აღიარებენ, რომ სოდომიზმზე გადის ევროპაში შესვლა-არშესვლის საკითხი, არადა, ქართველებისთვის...

გიორგი კიკნაძე: თვითონ აღიარებენ, რომ სოდომიზმზე გადის ევროპაში შესვლა-არშესვლის საკითხი, არადა, ქართველებისთვის ეს წითელი ხაზია და ასეთი ევროპა არ გვჭირდება

“სულ ნუ იარსებებს საქართველო ჩვენი იდენტობისა და ღირებულებების გარეშე”

363

ლგბტქ+ პრაიდ ფესტივალი, რომელიც ამა წლის 8 ივლისს იყო დაგეგმილი, ჩაიშალა. კონსერვატიული მოძრაობა ალტინფოს მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე საკმაოდ ბევრი ადამიანი მივიდა, რათა ამ . ფესტივალის ჩატარება არDდაეშვათ და ღონისძიება, რომელიც ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო დაგეგმილი, ჩაიშალა. ხალხმა გაიმარჯვა და ლგბტ თემის წარმომადგენლებს, დიდი ალბათობით, აღარასოდეს მოუნდებათ პრაიდ ფესტივალის ჩატარება.

მომხდარმა გააღიზიანა საქართველოში მოქმედი  დესტრუქციული ძალები და ელჩები

გვესაუბრება კონსერვალიტიული მოძრაობის წევრი გიორგი კიკნაძე

_ 2023 წლის 8 ივლისი აუცილებლად შევა ისტორიის სახელმძღვანელოებში, როგორც დღე ნეოლიბერალური დასავლეთის წინააღმდეგ 30-წლიან ბრძოლაში გარდატეხის შეტანისა, დღე ქართული სულის გამარჯვებისა, დღე ქართველი ხალხის დიდი გამოღვიძების დასაწყისისა…

8 ივლისს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და ევროკავშირის პოლიტელიტა პირდაპირ იყო ჩართული სოდომიის ლეგალიზაციაში, რომელიც ჩვენმა ერმა კიდევ ერთხელ აღკვეთა და არათუ ცენტრალურ გამზირზე ვეღარ ატარებენ ლგბტ პრაიდს, არამედ სადღაც გარეუბანში, ტყეშიც ვერ შეძლეს მისი ჩატარება. მათ, საერთოდ, პრაიდკვირეულის გამართვის უფლებაც აღარ უნდა მივცეთ. კონსერვატიულმა მოძრაობა ალტინფომ 40 000 ხელმოწერით პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში კანონით აიკრძალება ლგბტ პროპაგანდა და ყველა ძირითადი რელიგიების სიწმინდეების შეურაცხყოფა, მაგრამ ხელისუფლება, ზრუნავს რა საკუთარი ძალაუფლების გადარჩენაზე, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ განაგრძობს დასავლეთის ინტერესების გატარებას ეროვნული ინტერესებისა და ღირებულებების წინააღმდეგ.

მთავარია, ქართველ საზოგადოებას ესმოდეს, რა ამოცანა და მიზნები აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში, მათი მიზნების განხორციელებაში ევროპარლამენტი ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ამერიკის ამოცანა რუსეთის გარშემო ცეცხლოვანი რკალის შექმნაა და, ამ მხრივ, საქართველოს უმნიშვნელოვანესი გეოგრაფიული ადგილი უკავია რუსეთის სამხრეთ საზღვარზე…

_ პრაიდ ფესტივალის ჩაშლას ელჩების შეშფოთება მოჰყვა, რა უნდათ ევროპარტნიორებს ჩვენგან?

_ ამერიკამ მილიარდები დახარჯა და, 30 წელია, მისი აგენტურა მართავს, ჩვენს ქვეყანას, ამის დასტურია, დღევანდელის ჩათვლით, საქართველოს ყველა ხელისუფლების ქმედებები. ერთადერთი, რაც “ქართულმა ოცნებამ” არ შეუსრულა დასავლეთს, ეს არის ომი რუსეთთან, ომი კი ხელისუფლების ინტერესში მხოლოდ იმიტომ არ შედის, რომ ეს ავტომატურად ნიშნავს სიცოცხლის, ძალაუფლების, იმ სიმდიდრის დაკარგვას, რომელიც ბოლო 11 წლის განმავლობაში დააგროვეს. დასავლეთის მიზანია, “ქართული ოცნების”  შეცვლა “ნაციონალური მოძრაობითა” და მისი ანასხლეტებით, რაც ავტომატურად ნიშნავს ომს რუსეთთან. გარდა ამისა, დასავლეთისა და ანტიქრისტეს მთავარი მიზანია, ქრისტეს კვართისა და ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში სრულად აღმოფხვრას მართლმადიდებლობა, ამიტომაც სულაც არაა გასაკვირი ევროპარლამენტარების განცხადებები.

_ .. ქართველი ოპოზიციონერები, უფრო ზუსტად, დესტრუქციული ძალები ამბობენ: ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენ, რადგან პრაიდფესტივალი ჩაიშალა

_ თუკი დასავლეთი დარწმუნდება, რომ კანდიდატის სტატუსის არმოცემით შესაძლებელი იქნება საქართველოში მაიდნის მსგავსი პროცესების აგორება და ხელისუფლების შეცვლა, მაშინ არ მოგვცემენ სტატუსს, ხოლო, თუ არეულობის გზით არ ექნებათ ხელისუფლების შეცვლის იმედი, საქართველოს სულ დაკარგვას ურჩევნიათ, მოგვცენ სტატუსი და რამდენიმე წლით განაგრძონ ბრძოლა მართლმადიდებლობის, ქართული იდენტობის აღმოსაფხვრელად  და დაელოდონ უკეთეს მომენტს.

_ გვჭირდება კი ევროკავშირის წევრობა, გამოგვადგება რამეში? ლიბერალები შეურაცხყოფენ პროქართულ ძალებს, რა არის მათი არგუმენტი და რა არგუმენტები აქვთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ევროპული ოჯახის წევრობა დიდ საქმედ არ მიაჩნიათ?

_ კანდიდატობის სტატუსი არაფერს ნიშნავს, ცარიელი ჰაერი და სატყუარაა, თითქოს ცხოვრების ხარისხს გაგვიუმჯობესებს. ჯერ ერთი, თუ თავად აღიარებენ, რომ სოდომიზმზე გადის ევროპაში შესვლა-არშესვლის საკითხი, ქართველებისთვის ეს წითელი ხაზია და ასეთი ევროპა არ გვჭირდება, სულ ნუ იარსებებს საქართველო ჩვენი იდენტობისა და ღირებულებების გარეშე.

მკითხველს გაუჩნდება შეკითხვა: მაშინ რატომ ჩაგვიწერეს კონტიტუციაში ნატოსა და ევროსტრუქტურებისკენ სწრაფვა და რატომ უმტკიცებენ დასავლეთსა და ქართველ საზოგადოებას ნაცებიდა ქოცები, მე უფრო პროევროპული ძალა ვარო? საქმე ის არის, რომ 30-წლიანმა პროპაგანდამ შედეგი გამოიღო და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დეგრადაცია განიცადა, მათ ქართული ღირებულებების ნაცვლად ევროპული ჩაუნაცვლეს, დააჯერეს, რომ საქართველო ღარიბი ქვეყანაა, ქართველები არაფრის მაქნისები ვართ და, თუ ევროპულ ოჯახში არ შევალთ, ვერ ავაშენებთ გამართულ და ძლიერ სახელმწიფოს. ამ ტყუილებით კვებავს ამორჩეველს “ქართული ოცნებაც” და ამიტომაა, კანდიდატობის სტატუსს რომ გადააყოლეს ყველაფერი ქართული, მართლმადიდებლობის ჩათვლით, ამის დასტური იყო 8 ივლისიც.

რომ არა ქუჩაში გამოსული ზნეობის დამცველი ათიათასობით მოქალაქე, ხელისუფლებას გარანტიები ჰქონდა მიცემული, რომ ლგბტ პირებს ჩაატარებინებდნენ გარყვნილების ფესტივალს, სადაც ჩვენს შვილებსაც ეპატიჟებოდნენ. “ქართული ოცნებისთვის” მთავარია, შეინარჩუნოს ხელისუფლება ეროვნული ინტერესების ხარჯზე. დასავლეთისა და მისი ადგილობრივი აგენტურისთვის კი მთავარია,შეცვალონ ხელისუფლება, რათა აქ დაამკვიდრონ ტროცკისტული დიქტატურა და საქართველო გამოიყენონ რუსეთის წინააღმდეგ სადგისის როლში.

აქედან გამომდინარე, ცხადია, დასავლეთი დღეს საქართველოს მტერია, ხოლო ამ დიდი გეოპოლიტიკური გადანაწილებისას, როდესაც ჩვენი უსაფრთხოება დაცული არ არის, დასავლეთისკენ საქართველოს ხელისუფლების სწრაფვა ღალატის ტოლფასია, რადგან დასავლეთი ვერავის იცავს, ამის მაგალითი უკრაინაა. და, თუ ღარიბაშვილის განცხადებით, რუსეთმა უკრაინაში ომი ნატოს გამო დაიწყო და აქ კონსტიტუციაში ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვა ჩაწერეს, გამოდის, ხელისუფლებას რუსეთთან ომისკენ მიყავს ქვეყანა. აქ “ოცნების” ეშმაკობა არის ის, რომ კარგად იცის, არასდროს მიგვიღებენ არც ნატოში და  არც ევaროკავშირში, ამიტომ “ოცნება” აჭიანურებს დროს. მისი ამოცანაა, ორ სკამზე ჯდომით, ვითომდა ლავირებით, როგორმე არჩევნებამდე მიაღწიოს და  მშვიდობის ილუზიითა და ძახილით “დასავლეთში შევდივართ” ადამიანები მოატყუოს.

ლიბერალების არგუმენტები და მიზნები ზემოთ ავხსენით. კონსერვატორების არგუმენტები, რატომ არ გვინდა ევროპულ ოჯახში, ბუნებრივია, ეწინააღმდეგება საქართველოს მტრების მოსაზრებებს. ქართველობა, უწინარესად, ქრისტიანობაა, რომელმაც გაქრობას გადაგვარჩინა და რომელმაც დღემდე მოგვაღწევინა, ქართველის ფუნქცია მართლმადიდებლობისა და სამშობლოს მსახურებაა, ეს ორი რამ სიცოცხლეზე ძვირფასიც კია. ქართული გენის იმუნიტეტშია, ებრძოლოს ყოველივე იმას, რაც მის იდენტობასა და ღირებულებებს საფრთხეს უქმნის, ეს იმუნიტეტი და კონსერვატიზმი, ფაქტობრივად, ერთი და იგივეა. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ყოველგვარ უცხო ვირუსს, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს თვითმყოფადობას და სწორედ ამ საფრთხის გამოა მიუღებელი დღევანდელი დასავლეთი.

ჩვენ უმდიდრესი ქვეყანა გვაქვს, უნიჭიერესი ერი ვართ, ევროპული სახელმწიფოები განუვითარებლად ჩაითვლება იმ საქართველოსთან შედარებით, როგორის აშენებაც შეგვიძლია.

ეროვნული სიმდიდრეები და ბიზნესები კლანების ხელშია გადანაწილებული, გვამყოფებენ გაჭირვებაში და მასებს ჩამოუყალიბეს მონური ფსიქოლოგია, მიზანმიმართულად ცლიან საქართველოს ქართველებისგან და შემოყავთ უცხოტომელები, საქართველო უნდათ უქართველებოდ. ლიბერასტული საქართველო კი არსებობის ღირსი არ არის და მას უფალი აღგვის პირისაგან მიწისა, ამიტომ კონსერვატიზმი გადარჩენისა და ძლიერი საქართველოს ერთადერთი გარანტორია. შემთხვევითი არ არის, რომ  ლიბერალიზმში ჩამხრჩვალი “ოცნება”, რომელმაც მიიღო ყველაზე მეტი ლიბერალური და ანტიქართული კანონი, რიტორიკით ცდილობს, მიიმხროს “შუაშისტი” და ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელი ამომრჩეველი. თუმცა 8 ივლისი მკაფიო მაგალითია იმისა, რომ ქართველი ერი, უფლის მეოხებით, ძალიან მალე საბოლოოდ გაიტანს პოლიტიკურ სანაგვეზე დასავლეთსა და მის ვასალ ხელისუფლებას.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here