Home ახალი ამბები გერმანიაში პოლიტიკოსმა, ქრისტიანების მიერ ლგბტ თემის მხარდაჭერის გამო, ისლამი მიიღო

გერმანიაში პოლიტიკოსმა, ქრისტიანების მიერ ლგბტ თემის მხარდაჭერის გამო, ისლამი მიიღო

911
გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის “ალტერნატივა გერმანისთვის” (AdG) წევრი არტურ ვაგნერი განმარტავს, რომ მან ისლამი მიიღო. ხოლო ამის მიზეზად პოლიტიკოსმა ქრისტიანების მიერ ლგბტ ჯგუფის მხარდაჭერა დაასახელა.

ინფორმაციას  Telegraph-ი ავრცელებს.

პოლიტიკოსმა  განაცხადა, რომ იგი არ დატოვებს პარტიის რიგებს,რაცას პატრიაში უკმაყოფილება მოჰყვა.

“ბევრი ელოდებოდა მის მიერ პარტიის დატოვებას. სამწუხაროდ, ჩვენი კოდექსი არ გვაძლევს საშუალებას, რომ გავრიცხოთ,” – ამბობს მისი ერთ-ერთი თანაპარტიელი

გერმანიის საკანონმდებლო ორგანომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, კანცლერ ანგელა მერკელის წინააღმდეგობის მიუხედავად, 2017 წლის 30 ივნისს დაუჭირა მხარი.

გერმანია გახდა მეთოთხმეტე ქვეყანა ევროპაში, რომელმაც ქორწინების თანასწორობას მხარი დაუჭირა.

პირველი ქვეყანა 2001 წელს ნიდერლანდები იყო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here