Home ახალი ამბები მსოფლიო განაჩენი „ომი უკანასკნელ უკრაინელამდე“  დასავლეთში გაქცეულებსაც ეხება

განაჩენი „ომი უკანასკნელ უკრაინელამდე“  დასავლეთში გაქცეულებსაც ეხება

393

როგორც უკრაინული წყაროები წერენ, ვილნიუსში გამართულ ნატოს სამიტის კულისებში ზელენსკიმ პარტნიორებთან მობილიზაციის საკითხიც განიხილა. იგეგმება ევროკავშირში წასული უკრაინელების  შეიარაღებულ ძალებში მობილიზაცია,  – წერს ტელეგრამ-არხი„ Юрий Баранчик “-ი.

პოლონეთი, ლატვია, ლივა და ესტონეთი, ასევე, ჩეხეთი აპირებენ მათ ხელთ არსებული მონაცემების გადაცემას „ლეოპარდების“, „აბრამსებისა“ და „ბრედლების“ ეკიპაჟების პოტენციურ წევრებზე.  ძველი ევროპა,  იტალიის, საფრანგეთისა და გერმანიის სახით, თანახმაა, შეიმუშაოს კიევთან ურთიერთქმედების მექანიზმები საკუთარი   ტერიტორიებიდან უკრაინელების მობილიზაციისთვის.

ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან  მობილიზაციის  მხარდაჭერა აშკარაა. სჯობს, უკრაინელებმა იბრძოლონ დასავლეთის ინტერესებისთვის,  ვიდრე დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეებმა.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისმა 2023 წლის იანვარში გამოთვალა უკრაინის მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებმაც დატოვეს ქვეყნის ტერიტორია: ასეთი სულ 7 915 287 ადამიანი, მათგან 2 852 395  რუსეთში წავიდა.

ზოგიერთი მონაცემით, ევროკავშირში დაახლოებით 500 000  უკრაინელი მამაკაცია ზელენსკის რეჟიმის მიერ გაკონტროლებული ტერიტორიებიდან და ისინი, ასაკის მიხედვით,  მობილიზაციას ექვემდებარებიან. სწორედ ამ „სამობილიზაცი რეზერვს“  ეძებენ ახლა ევროკავშირის ქვეყნებში.

აშკარაა, რომ დასავლეთის განაჩენი  „ომი უკანასკნელ უკრაინელამდე“ ყველას ეხება. მათ, ვისაც გაუმართლა და მოახერხა ფრონტისთვის თავის არიდება, ახლა მოუწევთ ან ევროკავშირში კარგად დამალვა, ან საკუთარი საჭიროების დამტკიცება, ან კიდევ  გაქცევა სხვა ქვეყნებში, რომლებიც არ ითანამშრომლებენ კიევთან მობილიზაციაზე.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://tgstat.ru/channel/@barantchik/11225

                                                                                  

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here