Home ახალი ამბები საქართველო ღამის პეპლები პრიგოჟინის პროჟექტორის შუქზე

ღამის პეპლები პრიგოჟინის პროჟექტორის შუქზე

ბოდიშს ვიხდი ცუდი სუნისთვის, რომელიც სტატიაში დგას

591
ევგენი პრიგოჟინი

გვეშველა! – წამოიყვირეს გალიბერალებულმა ქართველებმა.

გვეშველა! – გაიმეორეს გამამათმავლებულმა ქართველებმა.

_ გვეშველა! – იხუვლეს გალიბერალებული და გამამათმავლებული

ქართველების ტელეარხებმა.

გვეშველა! – დასავლეთისმეხუთე კოლონისერთ დიდ ექოდ გუგუნებდა პრიგოჟინის ამბოხის ხმა საქართველოში.

– პუტინი გაიქცა, რუსეთი თავისუფალია; პუტინი გაიქცა, უკრაინა თავისუფალია; პუტინი გაიქცა, საქართველო თავისუფალია! – ხმის ჩახლეჩვამდე გაჰყვიროდა ვინმე ტაბლიაშვილი ბანდიტი კეზერაშვილის ტელევიზიის ეკრანიდან.

რამდენიმე საათს გასტანა ამ ეიფორიამ და… დაწყნარდა, დაცხრა ყოველი. პუტინიც თავის ადგილზეა და პრიგოჟინიც. სხვათა შორის, გალიბერალებული და გამამათმავლებული ქართველებიც თავიანთ ადგილზე არიან – სიცრუის, დეზინფორმაციის, მავნებლობისა და სიბინძურის სანაგვეზე…

პოლიტიკაში არსებობს ამა თუ იმ მოვლენის მიმართ თავშეკავებული დამოკიდებულების გაგება, რაც არამხოლოდ კულტურის, არამედ გონიერების მაჩვენებელიცაა. სიხარულისგან თოთო ბავშვივით ჭყლოპინს სანამ დაიწყებენ, ხომ უნდა იფიქრონ, იქნებ არ მიდის მოვლენები იმ მიმართულებით, ისინი ასე რომ აამჩატა. მეორე დღესვე ბრიყვის როლში რომ არ აღმოჩნდნენ, ხომ სჯობს, მოითმინონ, მოვლენის არსში ოდნავ მაინც გაერკვნენ და პროგნოზები მერე გადმოალაგონ? სჯობს, რა თქმა უნდა, მაგრამ, ამდენი შეგნება რომ ჰქონდეთ, იქ არ იქნებოდნენ, სადაც არიან. მათი საქციელი მათი ბუნების, აღზრდისა და გონებრივი შესაძლებლობების გამოძახილია. არ გამართლდა მათი მოლოდინი, ამიტომ ეს ვაიწინასწარმეტყველნი სოციალურ ქსელებს არიან მიჯაჭვულნი, იქექებიან საკუთარ  ნაჯღაბნებში და იმ  “გენიალურ  ნააზრევს  შლიან და  შლიან,  ჯერ კიდევ რამდენიმე საათის წინათ  ჭეშმარიტებად რომ ესახებოდათ. მათი სახელების ხსენებას მხოლოდ იმის გამო მოვერიდები, რომ ამან შესაძლებელია, სტატიაშიც კი ცუდი სუნი დააყენოს, თუმცა ამ პრინციპს ბოლომდე ვერ დავიცავ, რადგან ზოგიერთი მათგანის ხსენება აუცილებელია თუნდაც იმის გამო, რომ თავიანთი თანამდებობრივი მდგომარეობით ბევრი რამის გაფუჭება შეუძლიათ. ეს ნათქვამი, პირველ რიგში, პრეზიდენტ ზურაბიშვილს ეხება. ქალბატონი სალომე პრიგოჟინის ამბოხს ასეთი განცხადებით შეხვდა: ვაკვირდები რუსეთში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენი საზღვრები ზედმიწევნით უნდა გაკონტროლდეს, მიგრაციის შესაძლო ახალი ტალღების გათვალისწინებით.

პრეზიდენტის ამ სიტყვებში საგანგაშო, ერთი შეხედვით, შეიძლება ვერაფერი აღმოაჩინოთ და თქვათ, მეზობელ სახელმწიფოში ვითარება თუ იძაბება, გარკვეული ზომების მიღებაზე რატომ არ უნდა ვიფიქროთო, მაგრამ საქმე სხვა რამესთან გვაქვს, კერძოდ, მოვლენის მიმართ პრეზიდენტის ამ დამოკიდებულებაში წინა პლანზე მოდის სურვილი რუსეთისთვის ზიანის მიყენებისა, მასთან სავიზო რეჟიმის აღდგენისა, განახლებული ფრენების  შეწყვეტისა, ანუ  საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ხელახლა დაძაბვისა, საბოლოო ჯამში კი, არც მეტი, არც ნაკლები, მეორე ფრონტის გახსნისა.  ე.წ. ოპოზიციის (სალომე ზურაბიშვილიც ხომ მათი წარმომადგენელია) განცხადებებში ამის შესახებ პირდაპირი ტექსტებით ლაპარაკობდნენ. აი, როგორ შეაფასა მმართველი პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის განცხადებები: „ესენი იყვნენ ამჩატებული „ნაცები”, „ევრონაცები”, ხაზარაძე, გახარია, „გირჩელები”, სალომე ზურაბიშვილი და ასე შემდეგ. როდესაც ჭკუა არ გყოფნის, რომ სწორად გააანალიზო მოვლენები, იმისთვის მაინც უნდა გეყოს ჭკუა, რომ საერთოდ გაჩუმდე. ამ ადამიანების მიზანი არის ქვეყნის ომში გახვევა, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, რაც გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურეს. გუშინ ყველაფერთან ერთად ბევრი სისულელე მოვისმინეთ. საუბარი იყო უსაფრთხოების საბჭოს მოწვევაზე. ეს არის რეალურად ამ კოლექტიური „ნაცმოძრაობის”, კოლექტიური ოპოზიციის სახე, რაც ძალიან სამწუხაროა.  ერთი წამით წარმოიდგინეთ, ეს ადამიანები რომ ყოფილიყვნენ გუშინ ხელისუფლების სათავეში, ქვეყანას გახვევდნენ უბედურებაში, ამიტომ  საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, გააანალიზოს ყველაფერი, მათ შორის, შეაფასოს ამ ოპოზიციის სახე. პირდაპირ შეგვიძლია ამოვიღოთ ფეისბუკპოსტები, განცხადებები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით იმ პროცესებთან კავშირში, რომლებიც გუშინ  წარიმართებოდა. მთელი რიგი განცხადებები იყო, რომლებშიც პირდაპირ იყო საუბარი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შესვლაზე. ეს არის ამ ადამიანების სახე. ჩვენ როცა ვამბობთ, რომ მათი მიზანი არის ქვეყნის ომში გახვევა, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათ გუშინ”.

უკვე ვთქვი, რომ ზოგიერთი გვარის ხსენებით, შესაძლებელია, სტატიაშიც კი ცუდი სუნი დადგეს. მიუხედავად ამისა, როგორც პრეზიდენტის გვარს ვერ ავუარე გვერდი, კიდევ ერთი გვარის ხსენება მომიწევს, რის გამოც ბოდიშს წინასწარ ვიხდი. სააკაშვილია ეს გვარი. აი, რა წამოროშა მან: „გუშინდელმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად დაასუსტა პუტინი, რამაც კიდევ უფრო მოაახლოვა უკრაინის გამარჯვება”.

როგორ შეიძლება, რომ ამგვარ ცრუპენტელა “წინასწარმეტყველს” ვინმე ენდოს? პრიგოჟინის ამბოხმა, რომელიც რამდენიმე საათში დასრულდა, მთელ მსოფლიოს თვალნათლივ დაანახვა, რომ რუსეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, მთავრობა, არმია, ხელისუფლების ყველა შტო, მმართველი სტრუქტურის წარმომადგენლები ერთ მუშტად არიან შეკრულნი პრეზიდენტ პუტინის გარშემო. პრიგოჟინის ვერშემდგარმა ამბოხმა დაადასტურა, რომ უკრაინის რეჟიმის დამარცხებაც და გასამართლებაც გარდაუვალია. სააკაშვილი კი რუსეთის დასუსტებასა და უკრაინის გამარჯვებაზე ლაპარაკობს. ამ სიტყვებს როდესაც ისროდა, მას პრიგოჟინის ამბოხის იმედი კი არ ჰქონდა, იმ თავხედური პროცესის იმედი ჰქონდა, რომელიც საქართველოში გვარამიას შეწყალებით დაიწყო. პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება სამშობლოს ღალატია. იმიტომ კი არა, რომ თავისთავად რამე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, სად ეგდება ეს თახსირი გვარამია, არამედ იმის გამო, რომ ეს შეწყალება საქართველოში ახალი სახელმწიფო გადატრიალების დასავლური სცენარის შემადგენელი ნაწილია. გვარამიას შეწყალება მოსინჯვაა იმისა, რა რეაქცია შეიძლება ექნეს ხალხს სააკაშვილის გათავისუფლებაზე. გარდა ამისა, ეს ხალხის ემოციის დაბლაგვებისა და ამგვარი მოვლენისადმი მისი შეჩვევის მცდელობაცაა. თუკი ნახავენ (ნახეს უკვე), რომ ამგვარი გადაწყვეტილებებით მთელი ქვეყნისთვის სულში ჩაფურთხებაზე ხალხს უმწვავესი რეაქცია არ ექნება, გათავხედებული პრეზიდენტი ახალ “შეწყალებას” მოაწერს ხელს და ბოროტმოქმედ სააკაშვილს ციხიდან (თუ სამკურნალო დაწესებულებიდან) გარეთ გამოაგდებს. სხვა საკითხია, სააკაშვილი და გვარამია შეძლებენ თუ არა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას. მთავარი აქ ისაა, რომ საშიშ დამნაშავეთა შეწყალების ეს სერია ბოროტი განზრახვით ხორციელდება. პრეზიდენტი ზურაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობს და, ყოველგვარი იურიდიული საფუძვლის გარეშე, დანაშაულებრივ შეწყალებებს ახორციელებს. გაიხსენეთ მის მიერ რურუას, უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალება, რისთვისაც არც იურიდიული და, მით უფრო, არც მორალური საფუძველი არ არსებობდა. საერთოდ, შეწყალების საპრეზიდენტო დისკრეცია არც საქართველოში და არც სადმე სხვაგან არავის ისე ბოროტად არ გამოუყენებია, როგორც ზურაბიშვილმა გამოიყენა. მან შეწყალების ინსტიტუტს სახელმწიფოებრივი ჰუმანიზმის გამოვლენის ფუნქცია დაუკარგა და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ბიძგის მიცემის ფუნქცია შესძინა.

ირაკლი ტაბლიაშვილი

დასავლეთი საქართველოშიც ისევე დაგეგმავს სახელმწიფო გადატრიალებას ქართველების ხელით, როგორც რუსეთში დაგეგმა სამხედრო ამბოხი პრიგოჟინის ხელით. იქ ჩაფლავდა, მაგრამ ვაითუ საქართველოში არ ჩაფლავდეს. ეს ის საკითხი არ არის, წაყრუება რომ შეიძლება, ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ქვეყანა, რომლის მმართველი პარტიის ლიდერი მათი მოყვანილი პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ შეწყალების აქტს კვალიფიკაციას მისცემს, რომ ერთ აგენტს მეორე აგენტი შეაწყალებინეს, უმძიმესი კრიზისის ფაზაშია შესული, ამიტომ თავის დამშვიდება იმით, რომ დასავლეთის ბოროტი ძალების გეგმა საქართველოშიც ისევე ჩაფლავდება, როგორც რუსეთში ჩაფლავდა, ქართველი ხალხის მიერ გამოჩენილი უპატიებელი უყურადღებობა იქნება. არავითარი მოდუნება და არავითარი ნატო-ევროკავშირისკენ სავალი აბსურდული გზის ტკეპნა. გაახილეთ თვალები და დაინახავთ, რომ მსოფლიოში სრულიად ახალი გეოპოლიტიკური რეალობა დადგა, რომელში ჩვენ ჩვენი მყარი ადგილის მოსაპოვებლად უნდა ვიბრძოლოთ. ქართული პრიგოჟინიადა ამაში ვერ დაგვეხმარება. როგორც რუსეთი განიწმინდა პრიგოჟინისგან, ასევე საქართველოც

უნდა გასუფთავდეს დასავლური უწმინდურებისგან. მათი მიგნება სიძნელეს აღარ წარმოადგენს, რადგან პრიგოჟინის პროჟექტორის შუქზე ღამის პეპლებივით მოიყარეს თავი.

ვალერი კვარაცხელია                                                                     

P. S. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, კიევის ხელისუფლებასა და იუნესკოს წარმომადგენლებს შორის მიღწეულია შეთანხმება კიევპეჩორის ლავრდან ქრისტიანული განძის გატანისა და ევროპის (კერძოდ: იტალია, საფრანგეთი, გერმანია, ვატიკანი) მუზეუმებისთვის გადაცემის შესახებ, რუსეთის სარაკეტო დარტყმებისგან მათი გადარჩენის საბაბით.

ევროპა ახლა იწყებს უკრაინაში იმას, რაც საქართველოში საუკუნის წინათ განახორციელაეროვნული განძისა და საეკლესიო სიწმინდეთაგან ქვეყნის ძარცვა. გლობალისტური ელიტა, რომელიც დაგეშილი ნადირობს მსოფლიო ხალხების ფასდაუდებელ სიმდიდრეთა მისათვისებლად, არ ისვენებს. როგორც საქართველო გაძარცვეს 1921 წელს ქართველების (ნოე ჟორდანიას მოღალატე მთავრობა) ხელით, ახლა უკრაინას ძარცვავენ მოღალატე ზელენსკისა და მისი უკრაინული ხროვის ხელით.

საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების შემთხვევაში თავის დროზე  სტალინის ძალისხმევით დაბრუნებული ეროვნული საგანძურის გადარჩენილი ნაწილის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე კიდევ ერთხელ აღმოვჩნდებით.

ეს არ უნდა დავუშვათ!

  ვ.კ.                                                                                         

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here