Home ახალი ამბები მსოფლიო ფრანგმა, რომელმაც კიევის მიერ ბუჩაში დადგმული ინსცენირების შესახებ ისაუბრა, თავშესაფარი რუსეთს სთხოვა

ფრანგმა, რომელმაც კიევის მიერ ბუჩაში დადგმული ინსცენირების შესახებ ისაუბრა, თავშესაფარი რუსეთს სთხოვა

279
ფრანგმა, რომელმაც კიევის მიერ ბუჩაში დადგმული ინსცენირების შესახებ ისაუბრა, თავშესაფარი რუსეთს სთხოვა

ფრანგმა ჟურნალისტმა, ყოფილმა სამხედრომ ადრიან ბოკემ, რომელიც დონბასში მოხალისედ ჩავიდა, მოსკოვს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. ამის შესახებ, 12 იანვარს, განაცხადა „რია ნოვოსტიმ“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.

„ყოფილმა ფრანგმა სამხედრომ, ადრიან ბოკემ რუსეთის ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფრის სტატუსის მინიჭების თხოვნით მიმართა“, – აღნიშნავს სააგენტო.

ჟურნალისტის მიმართვა შესაბამის უწყებაში 2022 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში შევიდა.

გასულ გაზაფხულზე ბოკე ჰუმანიტარული მიზნებთ ეწვია უკრაინას, რის შემდეგაც მან განაცხადა, რომ შეესწრო უკრაინის შეიარაღებული ძალების ბევრ სამხედრო დანაშაულს, მათ შორის, თუ როგორ ამზადებდა უკრაინული მხარე ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის ინსცენირებას.

გარდა ამისა, მან განუცხადა ფრანგულ რადიოსადგურ Sud Radio-ს, რომ მან დაინახა, თუ როგორ იღებდნენ ამერიკელი კორესპონდენტები „ფეიკს“ სამოქალაქო მსხვერპლის და ნგრევის შესახებ, რომელიც, თითქოსდა, გამოწვეული იყო რუსეთის მიერ საჰაერო თავდასხმის და საარტილერიო დაბომბვის შედეგად.

„მე მათ ვეკითხები: „რას აკეთებთ? ეს ხომ არ მომხდარა!“ მათ კი მითხრეს: „არაუშავს, ეს სურათს შეგვიქმნის“. იცით, საიდან გაჩნდა ნანგრევები სურათისთვის? ისინი „აზოვის“ მეომრებმა გააკეთეს, რომლებიც იქ რუსული პოზიციების მიმართულებით ისროდნენ თავიანთი ნაღმტყორცნებიდან და რამდენიმე ასეული მეტრით ააცილეს. ნაღმები და ჭურვები სკვერს მოხვდა. ეს იმიტომ ვიცი, რომ ამ „აზოველების“ გვერდით ვიყავი, თვითონ თქვეს ყველაფერი, გარდა ამისა, მე ვიცანი ჭურვები“, – თქვა მან.

ამავდროულად, ჟურნალისტმა პრესას განუცხადა, რომ უკრაინაში ყოფნისას იგი იძულებული იყო მათთვის თავი მოეჩვენებინა და არ გაემჟღავნა თავისი შეხედულებები და მოსაზრებები, პირველ რიგში, კიევის რეჟიმის მიმართ.

უკრაინული პროვოკაციების შესახებ ნათქვამის გამო ჟურნალისტი საფრანგეთში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს, სტამბოლში კი მასზე თავდასხმა განხორციელდა. ჟურნალისტს ორი მამაკაცი დაესხა თავს დანით, მაგრამ მან მოახერხა თავდამსხმელებისგან გაქცევა. მოგვიანებით, ფრანგმა განაცხადა, რომ მასზე თავდასხმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის აგენტებმა დაგეგმეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here