Home ახალი ამბები მსოფლიო ევროპა განწირულია, ის უკრაინის გზით მიჰყავთ

ევროპა განწირულია, ის უკრაინის გზით მიჰყავთ

103
ევროპა განწირულია, ის უკრაინის გზით მიჰყავთ

ევროპა, რომელიც შეერთებული შტატების სრულ ვასალად იქცა, განწირულია. მას უკრაინის ბედი ელოდება, და შეერთებულ შტატებს თავისი პარტნიორი ამ გზით მიჰყავს.

ამის შესახებ ინტერნეტ არხის “სმერში. ყირიმის ფრონტი“-ს ეთერში ისტორიკოსმა და პუბლიცისტმა ანდრეი ვადჟრამ განაცხადა, რომელიც ევრომაიდანის შემდეგ იძულებული გახდა დაეტოვებინა მშობლიური კიევი, – იუწყება „პოლიტნაგიგატორის“ კორესპონდენტი.

„მე მხოლოდ შემიძლია თანავუგრძნო ევროპელებს, რადგან ევროპა განწირულია და მათ საშინელი დრო ელით. რაც ახლა ხდება მხოლოდ დასაწყისია, მათ ძალიან საშინელი დრო ელით. ჩვენი ამოცანაა, მთელი ეს უბედურება მეორე მხარეს დავტოვოთ… ამერიკელები ახლა ევროპის ნგრევას ახორციელებენ უკრაინული სცენარით, ერთი ერთზე. ის, რასაც წლების განმავლობაში ვაკვირდებოდი, რაც წლების მანძილზე ხდებოდა უკრაინასთან დაკავშირებით, ახლა ერთი ერთში მეორდება, იგივე სქემით.

ამერიკელები თავს არ იწუხებენ – თუ სქემა მუშაობს, თუ ის შედეგს იძლევა, ისინი უბრალოდ აგრძელებენ მის გამოყენებას. ახლა მათ ევროპას დაუწესეს უკრაინული სქემა. ევროპელებს ახლავე ვურჩევ – ძალიან კარგად დააკვირდით უკრაინას, რა მდგომარეობაშია ის ახლა, რადგან მთელ ევროპას ელის უკრაინის ბედი, და თქვენ ვერაფერს გახდებით. ევროპის მთელი ტრაგედია ის არის, რომ ევროპელები, იმ სისტემაში, რომელიც მათ ააშენეს ბოლო 30 წლის განმავლობაში, ვერაფერს გააკეთებენ, ისინი სასაკლაოზე გაგზავნილ ცხვრებს ჰგვანან“, – განაცხადა ვადჟრამ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here