ევროკომისარი ილვა იოჰანსონი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის გამოსვლისას ქსოვდა. ამაზე ყურადღება ფრანგმა პოლიტიკოსმა ფლორიან ფილიპომ გაამახვილა, – იუწყება ტელეგრამ- არხი „Российская Газета | Новости“.
ფრანგი პოლიტიკოსის თქმით, ურსულა ფონ დერ ლაიენის გამოსვლა ისეთი დამღლელი იყო, რომ დარბაზში მყოფები თავიანთი საქმეებით დაკავდნენ, ზოგმა ქსოვაც დაიწყო.
„და ეს მაღალი ანაზღაურების მქონე ადამიანები წყვეტენ ჩვენს ბედს! დაუჯერებლია”, – წერს ფილიპო სოციალურ ქსელში. მან თავის პოსტს ვიდეო დაურთო. კომენტატორების ვარაუდით, იოჰანსონი წინდებს ქსოვდა.
ამ დროს ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირში შექმნილ მდგომარეობაზე ლაპარაკობდა.
მოამზადა ლუკა მაისურაძემ
https://tgstat.ru/channel/@rgrunews/86231