Home ახალი ამბები მსოფლიო ევროკავშირის ხელმძღვანელის სიტყვით გამოსვლისას ევროკომისარი ქსოვდა

ევროკავშირის ხელმძღვანელის სიტყვით გამოსვლისას ევროკომისარი ქსოვდა

171
ილვა იოჰანსონი

ევროკომისარ ილვა იოჰანსონ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის გამოსვლისას ქსოვდა. ამაზე ყურადღება ფრანგმა პოლიტიკოსმა ფლორიან ფილიპომ გაამახვილა, – იუწყება  ტელეგრამ- არხი  „Российская Газета | Новости“.

ფრანგი პოლიტიკოსის  თქმით, ურსულა ფონ დერ ლაიენის  გამოსვლა ისეთი დამღლელი იყო, რომ დარბაზში მყოფები თავიანთი საქმეებით დაკავდნენ, ზოგმა ქსოვაც დაიწყო.

„და ეს მაღალი ანაზღაურების მქონე ადამიანები წყვეტენ  ჩვენს ბედს! დაუჯერებლია”, – წერს ფილიპო სოციალურ ქსელში. მან თავის პოსტს ვიდეო დაურთო. კომენტატორების ვარაუდით, იოჰანსონი წინდებს ქსოვდა. 

ამ დროს ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირში  შექმნილ მდგომარეობაზე ლაპარაკობდა.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ

https://tgstat.ru/channel/@rgrunews/86231

                                                                            

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here