Home ახალი ამბები საქართველო დიმიტრი ლორთქიფანიძე: კანონი “აგენტების შესახებ” და აგვისტოს ომის გამოძიების საქმე უმნიშვნელოვანესი მოვლენებია,...

დიმიტრი ლორთქიფანიძე: კანონი “აგენტების შესახებ” და აგვისტოს ომის გამოძიების საქმე უმნიშვნელოვანესი მოვლენებია, რომლებსაც ქართველმა საზოგადოებამ მხარი უნდა დაუჭიროს

“ფაქტობრივად, ლუსტრაცია მოხდა იმ ძალებისა, რომლებიც ამ კანონის მიღებით კარგავენ ყველაფერს, “ეხევათ სახე”, “ეხევათ გრანტები” და “ეხევათ პალაჟენია”. ისინი უსარგებლონი ხდებიან”

988

6 მარტს პარლამენტის ბიუროს ხელახლა წარედგინახალხის ძალისმიერ ინიცირებული პროექტიუცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. რამდენიმე დღის წინათ აღნიშნული კანონპროექტის განხილვას პარლამენტში დიდი აურზაური მოჰყვა, შემდეგ პროტესტმა ქუჩაში გადაინაცვლა. .. ოპოზიცია დაუმორჩილებლობით იმუქრება და პერმანენტულ აქციებს აანონსებს. მას დასავლეთის მხარდაჭერაც აქვს.

შეძლებს თუ არა მოძრაობახალხის ძალაკანონპროექტის დაკანონებას, დაუჭერს თუ არა მხარსქართული ოცნებააღნიშნულ კანონპროექტს _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულრუსული საზოგადოების ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე გვესაუბრება:

_ 6 მარტს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა იგეგმება. ვფიქრობ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე მსგავსი გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი კანონპროექტის განხილვა არ მომხდარა ჩვენი ქვეყნის პარლამენტში. ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ლაგამი იქნება იმ დესტრუქციული ძალებისთვის, რომლებიც ასეულობით მილიონი ლარის მეშვეობით აღწევენ საქართველოსთვის ძირგამომთხრელ მიზნებს. ესენი არიან, როგორც პოლიტიკური ძალები, ისე არასამთავრობოები და მედიასაშუალებები. მოხარული ვიქნები, თუ კანონი გავრცელდება იმ კერძო სამართლის იურიდიულ პირებზეც, რომლებიც წარმოადგენენ რელიგიურ დენომინაციებს. არსებობს რელიგიური საფარის ქვეშ მოქცეული ორგანიზაციები, რომლებიც ეწევიან საქართველოსთვის ძირგამომთხრელ პოლიტიკურ საქმიანობას. 

საზოგადოებას შევახსენებ, რომ 2011 წელს “ნაცმოძრაობამ” მოინდომა, გარკვეული კონტროლი დაემყარებინა არასამთავრობოების ფულად მიმოქცევაზე, აგრეთვე, პოლიტიკური ორგანიზაციების ფინანსებსა და საქმიანობაზე. ამ მიზნით შექმნეს ამერიკული კანონპროექტის ზუსტი ასლი სახელწოდებით “პატრიოტის აქტი”. ახლა, როდესაც საუბრობენ “ფარაზე” (FARA), რომელიც არის უცხო აგენტის რეგისტრაციის აქტი და რომელიც ამერიკამ 1938 წელს მიიღო, ამას გარდა, ამერიკაში მოქმედებს ფედერალური კანონი “პატრიოტული აქტი”, რომელიც უფლებას იძლევა, შემოწმდეს ყველა და ყველაფერი _ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები. 2011 წელს, როდესაც ამაზე იყო საუბარი, არ მახსოვს, ვინმეს გაეპროტესტებინა.

დღეს ვხედავთ ზღვარგადასულ პროტესტს, მაგრამ ამ პროტესტის შემქმნელებს საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ. მათი ისტერიკის სამიზნე დასავლეთია; სურთ, დასავლეთმა მიაქციოს ყურადღება და ახალი გრანტებით გამოუხატოს მადლიერება, თუმცა დასავლეთში კარგად ხედავენ, მაგალითად, თამარ კორძაიას, სამნიძისა და მისთანებისადმი საზოგადოების დამოკიდებულებას. დასავლეთი ხედავს, რომ ამ ადამიანებს რესურსი არ აქვთ, გაკოტრებულები არიან. მათი ისტერიკა პირადი კეთილდღეობის დაკარგვით არის გამოწვეული. ისინი პიროვნულად იღებენ გრანტებს ეკლესიის წინააღმდეგ გადაღებულ კლიპებში. მათ უმსგავსო ქმედებებსა და განცხადებებს წლების განმავლობაში უსმენდა ხალხი, ამიტომ არავინ დადგება მათ გვერდით.

აღნიშნული კანონის მიღების შემთხვევაში შეწყდება ბევრი რამ. მაგალითად, წაგებული ომის დროს  ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის, ტელევიზიის არსებობა. კეზერაშვილს როდესაც ვახსენებთ, აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ 2008 წლის ომის მიზეზები და შედეგები ჯერ არ არის გამოძიებული და დამნაშავეები დაუსჯელნი არიან.

კანონიაგენტების შესახებდა აგვისტოს ომის გამოძიების საქმე უმნიშვნელოვანესი მოვლენებია ქართულ რეალობაში, რომლებსაც ქართველმა საზოგადოებამ მხარი უნდა დაუჭიროს.

მე, ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელს, არანაირი პრობლემა არ მაქვს, რომ ჩემი სახელი და გვარი რეგისტრირებული იყოს რეესტრში, აგრეთვე, გამჭვირვალე იყოს ჩემი საქმიანობა, რომელიც ისედაც არ არის დაფარული. მინდა, ყველამ იცოდეს, რას ემსახურება პროექტები “კავკასიური დიალოგი”, “დიალოგი მომავლის სახელით”, “კავკასიური ახალგაზრდული ფორუმი” და ა.შ.,  რომლებიც ჩვენი ცენტრის ბაზაზე ხორციელდება. მოხარული ვიქნები, თუ ვინმე დაინტერესდება თითოეული თეთრით, რომელიც პროექტებს ხმარდება. ვთვლი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული, რომ კონტროლდებოდეს ყველა დეტალი და ფინანსები; მეტიც, ვალდებულად უნდა მიიჩნევდეს თავს. თუკი კანონპროექტს კანონად არ ვაქცევთ, ჩვენთან გაგრძელდება პრაქტიკა, როდესაც სოროსის ფონდი აფინანსებდა ისეთ ორგანიზაციებს, როგორებიცაა “თეთრი ხმაური”, “სირცხვილია”, “ბექა კრიმინალი არ არის”, შეგახსენებთ, რომ “თეთრმა ხმაურმა” _ ერთი მუჭა ადამიანების ორგანიზაციამ, რომელიც ასიათასობით ლარით დაფინანსდა, მოახერხა, ლობისტების დახმარებით სასამართლოსთვის გაეუქმებინა სისხლის სამართლის ის ნორმები, რომლებითაც მოხდა მარიხუანის დეკრიმინალიზაცია. აი, რა მივიღეთ სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებული კამპანიების შედეგად. ამ კანონის ამოქმედებით მსგავსი რამ ვერ მოხდება, რადგან საზოგადოებისთვის თავიდანვე ცნობილი იქნება პროექტების არსი.

_ შეძლებენ ამ კანონპროექტის დამტკიცებას? ბოლო პერიოდში საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი წევრი თითქოს ორჭოფობს

_ საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები არიან უმრავლესობიდან წასული დეპუტატები, ფრაქცია “ხალხის ძალა” და, თუ უმრავლესობისა და ხელისუფლების ნება იქნება, კანონპროექტმა მზის სხვი იხილოს, დაამტკიცებენ კიდეც. ზოგიერთ დეპუტატს კი შეუძლია, თავი შეიკავოს და მხარი არ დაუჭიროს.

რამდენიმე დღის წინათ კანონპროექტის განხილვისას ისეთი ისტერიკა ატყდა, რომ, ფაქტობრივად, ლუსტრაცია მოხდა იმ ძალებისა, რომლებიც ამ კანონის მიღებით კარგავენ ყველაფერს, “ეხევათ სახე”, “ეხევათ გრანტები” და ”ეხევეთ პალაჟენია”. ისინი უსარგებლონი ხდებიან, კარგავენ დასავლეთის მხარდაჭერას _ ფინანსურსაც და პოლიტიკურსაც. თუკი სახელმწიფო კონტროლს დააწესებს მათ ფინანსებზე, ტოქსიკური ვეღარ იქნებიან.

_ “ხალხის ძალისწევრები (მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ არენაზე გამოჩნდნენ) ყოველთვის ცდილობენ, სიმართლე ილაპარაკონ, გამოსდით კიდეც, მაგრამ მათი ლაპარაკი ხშირად ლაპარაკად რჩება, ამიტომაც გეკითხებით _ შეძლებენ თუ არა ამ საკანონმდებლო ინიციატივის გატანას?

_ მართლაც საფიქრებელია, გაიტანენ თუ არა ბოლომდე ამ ინიციატივას და დაუჭერს თუ არა მას მხარს “ქართული ოცნება”, რომლის გარეშეც კანონპროექტი კანონად ვერ იქცევა. “ხალხის ძალის” მიერ აქამდე გაკეთებული არც ერთი განცხადება არ წარმოადგენდა საკანონმდებლო ინიციატივას. ეს არის პირველი შემთხვევა და თავიდანვე გაკეთდა განცხადება უმრავლესობის მხრიდან, რომ გაეცნობიან პროექტს. გამოდის, არის უმრავლესობის მხარდაჭერა, წინააღმდეგ შემთხვევაში ასე არ გადაირეოდნენ დესტრუქციული ძალები და არ გადაწყვეტდნენ, უნივერსიტეტებშიც შეეტანათ ეს აურზაური და პოლიტიზება გამოეწვიათ. მოგეხსენებათ, თამარ კორძაიამ განაცახდა, რომ სტუდენტებს მოიწვევს. ჩვენ ვიცით, რომ ბევრი მათგანი უნივერსიტეტებში ასოცირებული პროფესორია. ეს ტოქსიკური ადამიანები მიშვებულნი არიან ახალგაზრდებთან, რაც დიდი მინუსია. თუ ეს კანონი იკანონებს, ამასაც ბოლო მოეღება.

ახლა მთავარია, მმართველმა გუნდმა უკან არ დაიხიოს; შესაძლოა, ცვლილებები შეიტანონ პროექტში, მაგრამ ძირითადი უნდა დატოვონ, უნდა დატოვონ მუხლი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობის აღკვეთას შეძლებს.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ზემოაღნიშნული კანონი და აგვისტოს ომის საქმე პრიორიტეტულია საქართველოსთვის. “ნაცმოძრაობას” ძალიან არ მოსწონს 2008 წლის ომის გამოძიებაზე საუბარი; ახლა ამბობენ, ხელახალი გამოძიება მტრის ინტერესებში შედისო. “ხელახალი”  რას ნიშნავს, როდის გამოიძიეს აგვისტოს იმის საქმე?

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here