Home ახალი ამბები მსოფლიო Die Welt-ის მკითხველები კიევისთვის დახმარების შეწყვეტას მოითხოვენ ზელენსკის მიერ შოლცის გაკრიტიკების შემდეგ

Die Welt-ის მკითხველები კიევისთვის დახმარების შეწყვეტას მოითხოვენ ზელენსკის მიერ შოლცის გაკრიტიკების შემდეგ

197

ბერლინმა კიევისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდება უნდა შეწყვიტოს, მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი გააკრიტიკა.  pravda.ru  წერს, რომ ეს თვალსაზრისი გამოთქვეს გერმანულ გაზეთ Die Welt-ის მკითხველებმა.

გამოცემის მკითხველებმა უკრაინის პრეზიდენტს უწოდეს თავხედი, რომელიც არ აფასებს ევროკავშირის მხარდაჭერას. არადა, ევროკავშირმა მას ბევრი ფული და იარაღი მიაწოდა. გერმანელებმა აღნიშნეს, რომ ევროპის ქვეყნების მცხოვრებლებს “არ მოსწონთ” უკრაინის  ლიდერი, რადგან ის ყოველდღე უფრო და უფრო საეჭვო ხდება.

“ჩვენ უნდა ვაიძულოთ შოლცი, შეწყვიტოს ამ ბიჭის დახმარება!” _ დაწერა ერთ-ერთმა კომენტატორმა. მის პოზიციას  სხვა მკითხველებმაც დაუჭირეს მხარი. მათ  გერმანიის კანცლერს მოუწოდეს, მთლიანად გაწყვიტოს კავშირი უკრაინის „აუტანელ“ ხელმძღვანელობასთან. გარდა ამისა, მომხმარებლებმა მოითხოვეს, გერმანია ჩაერთოს კონფლიქტის მოსაგვარებლად სამშვიდობო მოლაპარაკებების ორგანიზებაში.

მანამდე ზელენსკიმ დაიჩივლა, რომ იძულებული იყო, შოლცი დაეყოლიებინა, კიევისთვის დახმარება გაეწია.

 მოამზადა ლუკა მაისურაძემ  

https://russian.rt.com/inotv/2023-02-09/Pitayutsya-zakrepit-za-soboj-rol

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here