Home ახალი ამბები საქართველო ჩინური გამბიტი, ანუ შეცვლილი პოლუსები

ჩინური გამბიტი, ანუ შეცვლილი პოლუსები

აღმოსავლური ცენტრი და დასავლური პერიფერია

644

დიდ ფიალაში ასხამენ ღვინოს, რომელშიც ურევენ მოლაპარაკების მონაწილეთა სისხლს. ფიალაში ჩაყოფენ ხმალს, ისარს, შუბსშემდეგ მოლაპარაკებაში მონაწილეები სვამენ ფიალიდან, –  ასე აღწერს დიპლომატიურ რიტუალებს ძველი ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე.

მოსკოვში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინის ვიზიტის დროს მსგავსი რიტუალი არ ჩაუტარებიათ. ამ თვალსაზრისით ყველაფერი გაცილებით მარტივად წარიმართა, მაგრამ, ჰეროდოტეს ეპოქისგან განსხვავებით, რა თქმა უნდა, იყო სირთულეებიც. მთავარი სირთულე იმაში მდგომარეობდა, რომ ეს გაცილებით მეტი მნიშვნელობის მოვლენა იყო, ვიდრე ორი, თუნდაც ყველაზე დიდი სახელმწიფოს ლიდერთა შეხვედრა. ეს იყო შეხვედრა, რომელზეც დიდი გეოპოლიტიკური შემობრუნების უკვე დაწყებული პროცესის გაფორმება მიმდინარეობდა, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მსოფლიოს ბედი წყდებოდა. ორ ზე სახელმწიფოს შორის არსებული სავაჭრო, სამეცნიერო, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობები ახალ ფაზაში შედიოდა და, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ბლოკის შექმნაზე სიტყვაც არავის დაუძრავს (ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ  არავის უთქვამს) სტრატეგიულ პარტნიორობად ყალიბდებოდა. სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ კი გადაჭრით ითქვა. ოფიციალურ სადილზე რუსეთის პრეზიდენტის მიერ წარმოთქმული სადღეგრძელო ასე გაისმა: “გთავაზობთ ჩვენი მეგობრის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პატივცემული თავმჯდომარის, ბატონ სი ძინპინისა და ჩინეთის დელეგაციის წევრების სადღეგრძელოს, რუსეთისა და ჩინეთის ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული ურთიერთობის, რუსი და ჩინელი ხალხების წარმატებების სადღეგრძელოს. გან ბეი!” (ჩინურად – ბოლომდე დავცალოთ).

პრეზიდენტ პუტინის ამ სადღეგრძელოს ჩინეთის ლიდერმა ახალი სადღეგრძელოთი უპასუხა:სტრატეგიული პარტნიორობისა და ურთიერთობის ამ ახალ ეპოქაში შევსვათ ჩინელი და რუსი ხალხების ბედნიერებისა და ძლიერების, თაობიდან თაობებში მათი მეგობრობის გაგრძელების, პრეზიდენტ პუტინისა და აქ დამსწრეთა ჯანმრთელობის სადღეგრძელო. ბოლომდე დავცალოთ!”

სი ძინპინმა ვლადიმერ პუტინს არამხოლოდ აწმყოში, არამედ მომავალშიც დაუჭირა მხარი: “მე ვიცი, რომ მომავალ წელს თქვენს ქვეყანაში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. თქვენი ძლიერი მმართველობის შედეგად რუსეთმა ბოლო წლებში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. დარწმუნებული ვარ, რომ სასიკეთო წამოწყებებში თქვენ ხალხის ძლიერ მხარდაჭერას მიიღებთ”.

ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ორ ზესახელმწიფოს შორის მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას ეყრება საფუძველი. ვფიქრობ, ეს სწორედ ის პარტნიორობაა, რომელმაც მსოფლიო უნდა შეცვალოს. ვგულისხმობ მსოფლიო მიზიდულობის ცენტრის დასავლეთიდან აღმოსავლეთში გადმოტანას. იმის გათვალისწინებით, რომ დასავლეთი, რომელიც სულ უფრო ღრმად იძირება სისტემურ კრიზისში, შეცდომას შეცდომაზე უშვებს და საერთაშორისო ავტორიტეტთან ერთად საერთაშორისო ნდობასაც კარგავს. ეს გარდაუვალი ისტორიული პროცესია. მსოფლიო პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრის აღმოსავლეთში გადმოტანა დასავლეთს პერიფერიად გადააქცევს.

საღი აზრის უმწვავესმა დეფიციტმა დასავლეთი იმგვარ აბსურდამდე მიიყვანა, როგორიც იყო ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ პრეზიდენტ პუტინის სამხედრო დამნაშავედ გამოცხადება და მისი დაპატიმრების ორდერის გაცემა. დასავლეთის ეს საშინელი შეცდომა, რომელიც, ერთი მხრივ, ღიმილის, მეორე მხრივ კი ცრემლის მომგვრელია, სი ძინპინის მოსკოვში ყოფნის დღეებშივე გადაფარა კიდევ უფრო დიდმა შეცდომამ, რომელმაც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანაბელ გოლდის პირიდან ითქვა: “საბრძოლო ტანკების “Challenger 2″-ის პარალელურად უკრაინას ტყვია-წამალსაც მივაწვდით, მათ შორის, გაუმდიდრებელი ურანის შემცველ ყუმბარებსაც”. ოდესღაც რაღაც ამდაგვარის შესახებ თქვა საფრანგეთის ისტორიაში ღალატით ცნობილმა ჟოზეფ ფუშემ: “ეს დანაშაულზე უარესია, ეს შეცდომაა!” უძლიერესი ნათქვამია. მისი დედააზრი არის ის, რომ დანაშაულის ჩადენა ნაკლები დანაშაულია, ვიდრე შეცდომის დაშვება იქ, სადაც მისი დაშვება არ შეიძლება. ის შეცდომა, რომელმაც, შესაძლებელია, მსოფლიო ომი გამოიწვიოს, რა თქმა უნდა, ნებისმიერ დანაშაულზე დიდი დანაშაულია. არ ვიცი,  წყევლაა, ჯადოა თუ სხვა რამ, მაგრამ ფაქტია, რომ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში საღი აზრი გაქრა, განსჯის უნარი დაიკარგა. თვითგადარჩენის ინსტინქტიც კი იქამდე მოიშალა, რომ ბირთვული შეიარაღებით ისე მანიპულირებენ, თითქოს რომელიღაც ბავშვური თამაშით ერთობიანო.

დიდი ბრიტანეთის მაღალჩინოსნის ამ დანაშაულებრივი განცხადების გამო პუტინს ემოცია არ დაუმალავს. მან ხაზი გაუსვა, რომ იმ დროს, როდესაც ჩინელ კოლეგასთან ერთად უკრაინის კრიზისის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის შესახებ მსჯელობდა, დიდი ბრიტანეთის მთავრობიდან ეს საშინელი განცხადება გაისმოდა. სავსებით სწორი და შეუვალი იყო პუტინის რეაქცია: როგორც ჩანს, დასავლეთში მართლა გადაწყვიტეს რუსეთთან ომი უკანასკნელ უკრაინელამდე, არამხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც. ეს თუ ასე მოხდება, რუსეთი იძულებული იქნება, შესაბამისი რეაგირება ჰქონდეს იმის გათვალისწინებით, რომ კოლექტიური დასავლეთი უკვე იწყებს ბირთვული კომპონენტების მქონე შეიარაღების გამოყენებას“.

ბრიტანეთის მთავრობის ეს წინდაუხედაობა, რომელიც მსოფლიო წესრიგისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების ფეხქვეშ გათელვაში გამოიხატა, ისედაც დაძაბულ სიტუაციას, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დაძაბავს, მაგრამ ჩინეთის ლიდერი გადაწყვეტილად და ყველას გასაგონად აცხადებს: “ჩინეთი მზად არის, რომ რუსეთთან ერთად დადგეს მსოფლიო წესრიგის სადარაჯოზე, რომელიც საერთაშორისო სამართალს ეფუძნება”. თითქოს სი ძინპინის ამ სიტყვებს ეხმაურებაო, ოკეანის გაღმა, დედამიწის მეორე ნახევარსფეროში, მწარე რეალობით გულნატკენი დონალდ ტრამპი, 45-ე პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატებისა, დანანებით ამბობდა: “ჩვენ შეუმდგარი ერი  ვართ – დაუცველი საზღვრებით, ფალსიფიცირებული არჩევნებით, საშინლად ინფლაციური ეკონომიკით. ჩვენ უკვე აღარ ვაწესებთ სტანდარტებს, სტანდარტებს ჩვენ გვიწესებენ”. აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ასევე ყოფილმა დირექტორმა მაიკლ პომპეომ სი ძინპინის ვიზიტი მოსკოვში ასე შეაფასა: “ბაიდენის ადმინისტრაციამ წარუმატებლობა განიცადა. მათ დაუშვეს რუსეთისა და ჩინეთის გაერთიანება და ეს შეიცავს უზარმაზარ რისკს აშშ-ისთვის და მისი ყოველი მოქალაქისთვის”.

უკვე  ისმის ხმები, უკვე ჩანს და იგრძნობა, რომ მსოფლიოს ცენტრი გადაადგილებას იწყებს, რომ აღმოსავლეთი და დასავლეთი იძრა და პოლუსები იცვლება. რუსეთისა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა კი ამ პროცესის დაჩქარებას ნიშნავს. რას მისცემს ეს სიახლოვე ერთს ან მეორეს? რუსეთში ნედლეულისა და ენერგომატარებლების ულევი რესურსია, ეს ჩინეთს ამ მხრივ უზრუნველყოფილს გახდის, რუსეთს კი ისეთ ბაზარს გაუჩენს, ნატვრითაც რომ ვერავინ ინატრებს. რუსეთი ვერც იგრძნობს ევროპის ბაზრის დაკარგვას, რადგან ჩინეთის ბაზარი ორჯერ და სამჯერ აღემატება ევროპის ბაზარს. რუსეთი ჩინეთს ბირთვული ტექნოლოგიებისა და სტრატეგიული შეიარაღების სრულყოფის საშუალებას მისცემს. ჩინეთი კი, თავის მხრივ, რუსეთს ახალი ტექნოლოგიებით გაამდიდრებს, რაშიც ის უდავოდ, პირველ ადგილს იკავებს. რაც მთავარია, ჩინური სოციალიზმი გადამდები იქნება დასავლური, შიგნიდან გამომპალი და ღრმა სისტემურ კრიზისში შესული კაპიტალიზმის ლიანდაგებზე დასავლეთის მიერ ხელოვნურად შეყენებული რუსეთისთვის. რუსეთის პოლიტიკურ-ეკონომიკურ წრეებში დაიწყება გაცნობიერება იმ ფაქტისა, რომ ჩინური ეკონომიკური სასწაულის საფუძველთა საფუძველი სოციალისტური მეურნეობაა, რომელმაც ეს უზარმაზარი და წარმოუდგენლად ხალხმრავალი სახელმწიფო მსოფლიოს პირველ ეკონომიკად აქცია. რუსეთი კი, რომელსაც საბჭოთა პერიოდში მეორე ადგილს ვერავინ შეეცილებოდა, სწორედ კაპიტალიზმის მოძველებულმა, არაეფექტურმა და წინააღმდეგობრივმა ცხოვრების წესმა მეშვიდე თუ მერვე ეკონომიკამდე ჩამოაქვეითა. უნიკალური ბუნებრივი პირობებისა და არნახული შესაძლებლობების ქვეყანა საფუძველშივე კორუფციაში ჩაფლულმა სისტემამ ევროპის რიგითი სახელმწიფოს დონემდე ჩამოაქვეითა. ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის ვითარებაში რუსეთში დაიწყება იმის გაცნობიერებაც, რომ თანამედროვე, წინააღმდეგობრივ მსოფლიოში შეუძლებელია იდეოლოგიის გარეშე ცხოვრება და განვითარება. პოლიტიკის, ეკონომიკისა და სამხედრო სფეროებში რუსეთისა და ჩინეთის თანამშრომლობა ახალი, უზარმაზარი მნიშვნელობის იდეოლოგიურ მიმართულებას შობს, რომელიც დასავლეთის გარდაუვალი დასუსტების ვითარებაში პლანეტურ  მასშტაბებს შეიძენს. ასეთია პერსპექტივა, რომელიც მოსკოვში ჩინეთის ლიდერის ამ ისტორიული ვიზიტის შემდეგ ისახება…

2023 წლის 22 მარტს, მოსკოვისთვის უჩვეულოდ თბილ და მზიან ამინდში  რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინი ვნუკოვოს აეროპორტში გააცილა. სტუმარი მასპინძელს გულშიჩამწვდომი სიტყვებით დაემშვიდობა:

ახლა მიმდინარეობს ცვლილებები, რომთა მსგავსი, ასი წელიწადია,  არ ყოფილა. ჩვენი ერთად ყოფნა არის ამ ცვლილებათა მამოძრავებელი.

 სახეზე კეთილი და გულწრფელი ღიმილი გადაჰფენოდა ლიდერს მილიარდნახევრიანი სახელმწიფოსი, რომელსაც ათასწლეულების სიღრმიდან იმდენი სიბრძნე და იდუმალება მოჰყვება, რომ ჩინელები მას ცისქვეშეთად მოიხსენიებენ.

გეთანხმები, – დაუფარავი კმაყოფილება ჩანდა პლანეტის ყველაზე დიდი სახელმწიფოს წინამძღოლის პასუხში.

თავს გაუფრთხილდი, ძვირფასო მეგობარო! – სტუმარმა მასპინძელს ხელი გულთბილად ჩამოართვა და თვითმფრინავისკენ შეტრიალდა, რომელიც რამდენიმე წუთის შემდეგ ცაში აიჭრება, დედამიწაზე კი ახალი გეოპოლიტიკური ერა დაიწყება…

ვალერი კვარაცხელია                                                                       

P.S.  ამ წერილს სათაურადჩინური გამბიტიშევურჩიე. გამბიტი იტალიური სიტყვაა და ფეხის (კვანტის) დადებას ნიშნავს. ტერმინს, ძირითადად, ჭადრაკში იყენებენ. იმ ყოვლად უსინდისო პროვოკაციების პასუხად, ომლებსაც  ამერიკელები ჩინეთის წინააღმდეგ აწყობენ, სი ძინპინმა მათ მოხერხებულად  დაუდო კვანტი, რომელზეც, შეიძლება, კისერი წაიმტვრიონ. ჩინელები სიბრძნით განთქმული ხალხია. მათ პოლტიკაში რთული და ძნელად გამოსაცნობი სვლები ახასიათებთ. ჭადრაკ კარგად  თამაშობენ და გამბიტის ხელოვნებასაც შესანიშნავად ფლობენ. ჩინურმა გამბიტმა, ომლითაც  სი ძინპინმა თამაში დაიწყო, შესაძლებელია, რომ არამხოლოდ ლიდერები, არამედ დასავლეთის მთელი პოლიტიკური სისტემა წააქციოს. აბა, პრეზიდენტ ბაიდენს ფეხის დადება რაში სჭირდება, ისედაც წაქცევაზეა.

ვ. კ.                                                                                                                   

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here