Home ახალი ამბები მსოფლიო ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სი ძინპინის შესახებ ნათქვამი სიტყვების გამო ბაიდენს ეტიკეტის...

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სი ძინპინის შესახებ ნათქვამი სიტყვების გამო ბაიდენს ეტიკეტის უპასუხისმგებლო დარღვევაში ადანაშაულებს

57
ჯო ბაიდენი

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მაო ნინგმა განაცხადა, რომ აშშ-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სიტყვები ჩინეთისა და ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის შესახებ დიპლომატიური ეტიკეტის უპასუხისმგებლო დარღვევა იყო.

მისი თქმით, ასეთი განცხადებები არის “უკიდურესად უპასუხისმგებლო” და “არღვევს დიპლომატიური ეტიკეტის ძირითად ნორმებს”, რასთან დაკავშირებითაც ჩინეთი “სერიოზულ უკმაყოფილებას და ძლიერ პროტესტს” გამოხატავს.

ბაიდენმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მან გააფრთხილა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინგი დასავლური ინვესტიციების შემცირების შესახებ, თუ იგი მხარს დაუჭერდა რუსეთის სპეცოპერაციას უკრაინაში და ასევე თქვა, რომ ჩინეთის ლიდერს “დიდი პრობლემები აქვს”.

მანამდე აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ კაროლინას სანაპიროსთან ჩამოაგდეს აეროსტატი, რომელიც, მათი თქმით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეკუთვნოდა და გამოიყენებოდა დაზვერვისთვის. პეკინი, თავის მხრივ, ირწმუნებოდა, რომ აეროსტატს სამოქალაქო დანიშნულება ჰქონდა და მეტეოროლოგიური კვლევისთვის გამოიყენებოდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, აეროსტატის სკანდალის ფონზე, გააუქმა ვიზიტი ჩინეთში, მაგრამ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი ინარჩუნებს კონტაქტს პეკინთან სხვადასხვა ხაზებით და არ აპირებს მათ გაწყვეტას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here