მთავარი მსოფლიო ჩინეთის ელჩმა ჰონკონგში “გამოცდილების გასაზიარებლად” ჩასულ უკრაინელ ინსტრუქტორებს დასცინა

ჩინეთის ელჩმა ჰონკონგში “გამოცდილების გასაზიარებლად” ჩასულ უკრაინელ ინსტრუქტორებს დასცინა

515
გააზიარეთ

ჩინეთის ელჩმა რუსეთში ჩუან ხანხუეიმ განაცხადა, რომ ჰონკონგში გაჩნდნენ “უკრაინელი ელემენტები”, რომლებიც ქვეყანაში გამოცდილების გასაზიარებლად ჩადიან. დიპლომატმა აღნიშნა, რომ ასეთი ჩარევა ართულებს რეგიონში ვითარების რეგულირების საქმეს. 

“ისინი (უკრაინელები) თითქოს ჩამოდიან იმისათვის, რომ გამოცდილება გაუზიარონ ჰონკონგელებს. ისინი კი ამბობენ: “ჩვენ გვინდა, ისე ვიცხოვროთ, როგორც ცხოვრობენ უკრაინელები”. ხედავთ, რა სასაცილოა? ჰონკონგში მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 20 ათას დოლარს შეადგენს”, _ განაცხადა დიპლომატმა.

ელჩმა აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციაზე გასულები სეპარატისტულ მიზნებს ვერ მიაღწევენ, “მაგრამ მათთვის უკრაინელთა დონეზე ცხოვრების გარანტიის მიცემა შესაძლებელია”.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ჰონკონგში მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტი მსყიდველუნარიანობის პარიტეტით 2018 წელს 64 ათასი დოლარი იყო, უკრაინაში კი _ 9 ათასზე ოდნავ მეტი.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here