Home ახალი ამბები მსოფლიო ბერლუსკონი პუტინს შეხვდა და დაჰპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გასაუქმებლად

ბერლუსკონი პუტინს შეხვდა და დაჰპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გასაუქმებლად

იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი სილვიო ბერლუსკონიმ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე სოციალურ ქსელში დაწერა. 

“შეხვედრამ დაადასტურა ჩვენი დამოკიდებულება ურთიერთპატივისცემის, მეგობრობისა და პირადი ერთგულების მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა ურთიერთობისა რუსეთსა და იტალიას შორის და რუსეთსა და ევროპას შორის. “წინ, იტალია!” (ბერლუსკონის პარტია _ ნ.გ.) განაგრძობს ძალისხმევის გამოჩენას, რათა დაიძლიოს ანტირუსული სანქციების უსამართლო და არაეფექტიანი მექანიზმი”, _ დაწერა ყოფილმა პრემიერმა “ფეისბუკში”.

რუსეთის პრეზიდენტი იტალიაში 4 ივლისს ჩაფრინდა. მან მოლაპარაკებები გამართა ამ ქვეყნის პრემიერმინისტრ ჯუზეპე კონტესა და რომის პაპ ფრანცისკესთან. პრესკონფერენციაზე კონტემ აღნიშნა, რომ სევდა ეუფლება ყოველთვის, როცა აუცილებელია რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here