Home ახალი ამბები მსოფლიო ისრაელის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბენეტმა განაცხადა, რომ უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები 2022 წლის მარტ-აპრილში...

ისრაელის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბენეტმა განაცხადა, რომ უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები 2022 წლის მარტ-აპრილში დასავლეთის გამო შეწყდა

134
ისრაელის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბენეტმა განაცხადა, რომ უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები 2022 წლის მარტ-აპრილში დასავლეთის გამო შეწყდა

ისრაელის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები გასული წლის მარტ-აპრილში დასავლეთის გამო შეწყდა.

ამის შესახებ მან თავის YouTube-ის არხზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადა.

თავად ბენეტი მაშინ, გასული წლის მარტში, იყო შუამავალი მოლაპარაკების პროცესში. მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნების ხელისუფლებებმა, საბოლოოდ, გადაწყვიტეს გაენადგურებინათ პუტინი, იმის ნაცვლად, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დათანხმებულიყვნენ.

“ჩემი ყველა ქმედება უმცირეს დეტალებამდე იყო კოორდინირებული შეერთებულ შტატებთან, გერმანიასთან და საფრანგეთთან. მაგრამ მათ შეწყვიტეს მოლაპარაკებები”, – თქვა ბენეტმა.

ამავე ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ომის პირველ დღეებში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მას დაჰპირდა არ მოეკლა ვოლოდიმირ ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მარტის ბოლოს, სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებების პროექტები განიხილეს. როგორც მოგვიანებით ითქვა, ისინი მოიცავდნენ უკრაინის ნეიტრალურ სტატუსს და რუსული ჯარების გაყვანას 24 თებერვლის ხაზზე.

თუმცა, მაშინ მოლაპარაკების პროცესი შეწყდა. მოგვიანებით მედიაში განიხილებოდა ვერსია, რომ ამაზე გავლენა მოახდინა ბორის ჯონსონმა, რომელმაც დაარწმუნა ზელენსკი რუსეთთან კომპრომისზე არ წასულიყო, არამედ მოეპოვებინა სამხედრო გამარჯვება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here