Home ახალი ამბები მსოფლიო ბაიდენის ყოველწლიური მიმართვა ერისა და კონგრესისადმი აბდაუბდა აღმოჩნდა

ბაიდენის ყოველწლიური მიმართვა ერისა და კონგრესისადმი აბდაუბდა აღმოჩნდა

119

აშშის პრეზიდენტი თავდაპირველად შეეცადა, წაეტრაბახა თავისი მიღწევებით _ ახალი სამუშაო ადგილების შექმნითა და ხელფასების მომატებით. აღსანიშნავია, რომ ეს წარმატებები ინფლაციის რეკორდულმა დონემ გააუფასურა. ამასთანავე, ბაიდენმა რატომღაც მიმართა აშკარა თაღლითობას, როცა შეერთებულ შტატებში არალეგალური მიგრაციის დონის დაცემაზე დაიწყო ლაპარაკი. არადა, აშშის სამხრეთ საზღვარზე კრიზისი მხოლოდ ღრმავდება, _ წერს მალეკ დუდაკოვი თავის ტელეგრამარხზე.

ბაიდენს ასევე მოუწია აშკარა პრობლემების აღიარება, მაგალითად, ე.წ. ფენტანილის კრიზისის, რომლის ჭარბი დოზით მიღების გამო ყოველწლიურად 100 000 ამერიკელი იღუპება. ამან გამოიწვია დაცინვა დამსწრე რესპუბლიკელების მხრიდან, რომლებმაც მიუთითეს ბაიდენს, რომ ეს მისი ბრალია, რადგან უარი თქვა აშშ-ის საზღვრების უსაფრთხოების გაძლიერებაზე.  ყველაზე დიდი შეხლა-შემოხლა კი მოხდა იმ მომენტში, როდესაც ბაიდენმა რესპუბლიკელები ყველა სოციალურ პროგრამაზე უარის თქმაში დაადანაშაულა. ასე გამოეხმაურა ბაიდენი  რესპუბლიკელების სურვილს, შეემცირებინათ სახელმწიფო ხარჯები, რაც თეთრ სახლს არ სურს და სანაცვლოდ გადასახადების მკვეთრ ზრდას სთავაზობს. რესპუბლიკელებმა პრეზიდენტს ცოტა ხნით გამოსვლაც კი შეაწყვეტინეს ყვირილით: „მატყუარა”!

ბაიდენმა, აგრეთვე, დაიკვეხნა მისი პრეზიდენტობის ორი წლის განმავლობაში მსოფლიოში „დემოკრატიის გაძლიერებით“ და ეს, მიუხედავად იმისა, რომ თვით დემოკრატებიც კი აღიარებენ ლიბერალური მსოფლიო წესრიგის კრიზისს _ მსოფლიოში  გეგმაზომიერად მცირდება რაოდენობა იმ ქვეყნებისა, რომლებსაც აშშ მიიჩნევს დემოკრატიულად, და იზრდებაავტოკრატიებისრაოდენობა. ბაიდენმა ჩინეთი ამერიკის სუვერენიტეტის შებღალვაში დაადანაშაულა და ყველას დაჰპირდა, რომ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას მიმდინარე კონფლიქტში. აღსანიშნავია, რომ  გამოსვლაში  საგარეო პოლიტიკას ჩვეულებრივზე გაცილებით ნაკლები ყურადღება დაეთმო. ვაშინგტონი ხომ ახლა საბიუჯეტო და კულტურული ომების მორიგ რაუნდშია ჩაძირული. ბაიდენი იძულებულია, ორიენტაცია გააკეთოს საშინაო დღის წესრიგზე _ მოსალოდნელ შედეგზე, როდესაც სასოწარკვეთილი დემოკრატები ტაშს დაუკრავენ მას, ხოლო ჯიუტი რესპუბლიკელები ყვირილით ჩაახშობენ მის გამოსვლას. ეს  კიდევ ერთხელ ასახავს შეერთებულ შტატებში მზარდ პოლიტიკურ განხეთქილებას.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here