Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ დაუშვა რუსული ნავთობის მიწოდება ევროკავშირის რიგ ქვეყნებში

აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ დაუშვა რუსული ნავთობის მიწოდება ევროკავშირის რიგ ქვეყნებში

104
აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ დაუშვა რუსული ნავთობის მიწოდება ევროკავშირის რიგ ქვეყნებში

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციებიდან ამოიღო ფინანსური ოპერაციები, რომლებიც დაკავშირებულია რუსული ნავთობის მიწოდებასთან ბულგარეთში, ხორვატიაში და ევროპის რიგ ქვეყნებში, რომაც არ აქვთ ზღვაზე გასასვლელი.

შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონი თავის მოკავშირეებთან ერთად გეგმავს ეგრეთ წოდებული ფასების ჭერის შემოღებას – ანუ რუსული შავი ოქროს ღირებულების დაწესებას. ციფრები სხვადასხვა სახელდება – ბარელზე 60 ან 70 დოლარი.

„ყველა ტრანზაქცია, რომელიც ეხება ნედლი ნავთობის იმპორტს ბულგარეთში, ხორვატიაში და ევროკავშირის ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებში, ნებადართულია“, – ნათქვამია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ დოკუმენტში.

უწყებაში განმარტეს, რომ ლიცენზია არ იძლევა ისეთი ოპერაციების შესრულების საშუალებას, რომლებიც აკრძალულია შეერთებული შტატების მიერ ადრე შემოღებული ანტირუსული შეზღუდვებით. მაგალითად, კვლავ აკრძალულია აშშ-ის ბლოკირების სანქციების ქვეშ მყოფ პირებთან გარიგებები.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა 45-დღიანი გარდამავალი პერიოდის შემოღება შესთავაზა. ის შეეხება შავ ოქროს, რომელიც 5 დეკემბრამდე იქნება დატვირთული – ეს ის თარიღია, როცა ძალაში უნდა შევიდეს დასავლეთის ახალი სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ (ე.წ. ნავთობის ფასის ზღვარი).

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here