Home ახალი ამბები მსოფლიო NYT: აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა არ გამორიცხა საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემა უკრაინისთვის

NYT: აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა არ გამორიცხა საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემა უკრაინისთვის

64
ენტონი ბლინკენი

აშშ-ის მთავრობა არ ეთანხმება უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას, თუმცა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კატეგორიულად არ გამორიცხა ასეთი დახმარება მომავალში, – წერს გაზეთი The New York Times.

„ამ გზის თითოეულ ეტაპზე, საჭიროებების შესაბამისად, იცვლებოდა მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რაც ჩვენ მივაწოდეთ უკრაინას“, – უპასუხა ბლინკენმა ჟურნალისტების შეკითხვას.

ბლინკენმა განმარტა, რომ სულ ახლახან შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება Abrams-ის ტანკების მიწოდების შესახებ, რამაც გზა გაუხსნა Leopard-ის ტანკების მიწოდებას გერმანიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან.

გამოცემის ცნობით, შეერთებული შტატები ამ დრომდე ამბობდა უარს უკრაინის მოთხოვნაზე მიეწოდებინათ მოიერიშე თვითმფრინავები, რომლებიც, ოფიციალური პირების თქმით, ძალიან პროვოკაციულია. ამავდროულად, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინელ პილოტებს შეასწავლის დასავლური ავიაგამანადგურებლების მართვას და შეისწავლის თვითმფრინავების მიწოდების შესაძლებლობას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here