Home ახალი ამბები მსოფლიო “აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი აღიარებს, რომ SARS-COV 2 ვირუსი ლაბორატორიული წარმოშობისაა”

“აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი აღიარებს, რომ SARS-COV 2 ვირუსი ლაბორატორიული წარმოშობისაა”

88

შეერთებული შტატების სადაზვერვო საზოგადოების სულ უფრო მეტი წევრი აღიარებს იმას, რაც აშკარაა 

აშშის ენერგეტიკის დეპარტამენტის ანალიტიკური დეპარტამენტი შედის აშშის სადაზვერვო საზოგადოებაში. ამ დეპარტამენტის დასკვნა ასეთია: ჩოვიდ-19-ის პანდემია გავრცელდა ჩინეთის ლაბორატორიიდან ახალი ვირუსის გაჟონვის შედეგად. შესაბამისი საიდუმლო მოხსენება გაეგზავნა თეთრ სახლს და კონგრესის პროფილურ კომიტეტებს, _ წერს პოლიტოლოგიამერიკანისტი დიმიტრი დრობნიცკი ტელეგრამარხში.

ახალ ანგარიშში ხაზგასმულია, როგორ მივიდა სადაზვერვო საზოგადოების სხვადასხვა ნაწილი ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებამდე პანდემიის წარმოშობის შესახებ. ახლა ენერგეტიკის დეპარტამენტიც ემხრობა გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებას, რომ ვირუსი, სავარაუდოდ, გავრცელდა ჩინურ ლაბორატორიაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად. ოთხ სხვა სააგენტოს კვლავ მიაჩნია, რომ ეს, სავარაუდოდ, ვირუსის ბუნებრივი გადაცემის შედეგია, ორ სააგენტოს კი ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება. ენერგეტიკის დეპარტამენტის დასკვნა ახალი სადაზვერვო მონაცემების შედეგია და მნიშვნელოვანია, რადგან სააგენტოს აქვს დიდი სამეცნიერო გამოცდილება და აკონტროლებს ქსელს აშშ-ის ეროვნული ლაბორატორიებისა, რომელთაგან ზოგიერთი მოწინავე ბიოლოგიური კვლევების ჩატარებით არის დაკავებული.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ  

https://tgstat.ru/channel/@DDrobnitski/5388

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here