Home ახალი ამბები საქართველო ასეა ეს!

ასეა ეს!

სხვა არჩევანი არ არსებობს - ღმერთი ან სატანა!

394

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კაპიტალისტად ნაკურთხმა ვახტანგ რჩეულიშვილმა (მე-20 საუკუნის 90-იანი წლების პოლიტიკოსი), “ცენტრპოინტისთაღლითური  სქემების გარდა, თავი იმით დაგვამახსოვრა, რომ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის საერთო აღტყინების ვითარებაში სოციალისტური პარტია დააფუძნა. ვახტანგ გოგუაძემ იხუმრა,  –  ეს ის პოლიტიკოსია, სხვებს სოციალიზმს რომ ჰპირდება,  თვითონ კი კაპიტალიზმს იშენებსო.  ეს ნათქვამი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ბოლო დროს გაკეთებულმა ერთმა განცხადებამ  გამახსენა:  „საგანგაშოა პარლამენტის წევრის მიერ კონსტიტუციის  საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება.  ქვეყნის უზენაესი კანონი კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს ყველა ზომის მიღებას ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.  ევროკავშირსა  და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში სრული ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებული მიზანია.  ანტიკონსტიტუციურად  უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომლეიც ეწინააღმდეგებიან  კონსტიტუციის პრინციპებს, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის მიერ არჩეულ გზას“.

საინტერესო ამბავია.

საფრანგეთში, ქართველი ემიგრანტების ოჯახში დაბადებული და გაზრდილი სალომე ზურაბიშვილი დასავლურ დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული პოლიტიკოსია. ეს  მის ამ ბოლო განცხადებაშიც კარგად ჩანს, ოღონდ, რჩეულიშვილისა არ იყოს, იგი სხვებისთვის სხვა პრინციპებს ქადაგებს, თავისთვის – სხვას. ეს ორმაგი სტანდარტი მხოლოდ რჩეულიშვილისა და ზურაბიშვილისთვის რომ ყოფილიყო დამახასიათებელი, სალაპარაკოც არაფერი იქნებოდა, მაგრამ პრობლემა მასშტაბურია. ეს დასავლური ორმაგი სტანდარტია. დააკვირდით, როგორ იქცევიან ეს “ჩვენი” მედასავლეთე “დემოკრატები”, როდესაც ვიღაც  მათ აზრს არ გაიზიარებს  ან რაღაცაში შეეკამათება, ისინი კოლექტიურად (ჯოგურად) ესხმიან თავს იმვიღაცასდა ყველაფერს აკეთებენ, ათა  მოსპონ და გაანადგურონ.  “დემოკრატებიწარმოუდგენლად დაუნდობელნი არიან დემოკრატიის ნებისმიერი გამოვლენის მიმართ.  ისინი დემოკრატიის სახელით დემოკრატიის სრულ ამოშანთვას ცდილობენ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა უბნიდან. ეს სიტუაცია შორეული ასოციაციით ლენინის ერთ შეფასებას მახსენებს, რომელიც მან პეტრე დიდის დახასიათებისას თქვა: “პეტრე პირველი ბარბაროსული მეთოდებით ებრძოდა ბარბაროსობას”. ბარბაროსობასთან ბრძოლისას შესაძლებელია დასაშვებადაც ჩაითვალოს ბარბაროსული მეთოდებით ბრძოლა, მაგრამ დემოკრატიისთვის ბრძოლა ანტიდემოკრატიული (ბარბაროსული) მეთოდებით პარადოქსია.

სამწუხაროდ, ჩვენი “დემოკრატი” პრეზიდენტი დემოკრატიის სახელით ღიად უცხადებს ბრძოლას დემოკრატიას, როდესაც პარტიების აკრძალვის მოწოდებით გამოდის. მან ხომ პირდაპირ ეს მოითხოვა, როდესაც თქვა: ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომლეიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს,  ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის მიერ არჩეულ გზას“.

ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მიერ ათასგზის დაგმობილი და ანათემას გადაცემული კომუნისტებიც ხომ იმას ამბობდნენ, რომ ხალხმა ერთხელ და სამუდამოდ აირჩია კომუნიზმის გზა, რის გამოც მხოლოდ კომუნისტურ პარტიას აქვს არსებობის უფლება, დანარჩენი პარტიები უნდა აიკრძალოსო. სად ხედავთ განსხვავებას კომუნისტურ ერთპარტიულობასა და სალომესეულ ერთპარტიულობას შორის? თუკი დემოკრატიის ფუნდამენტურ საკითხზე (მრავალპარტიულობა) კომუნისტების მიდგომასა და სალომეს მიდგომას შორის განსხვავება არ არის, კომუნისტები რატომ ითვლებიან დიქტატორებად და სალომე რატომ ითვლება დემოკრატად? რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ჩაწიხლავს და ჩაკლავს განსხვავებულ აზრსკომუნისტები თუ დემოკრატები?! რა განსხვავებაა, ვინ იქადაგებს ერთპარტიულობასკომუნისტები თუ დემოკრატები?! რა განსხვავებაა, ვინ იქნება მოძალადეკომუნისტები თუ დემოკრატები? დემოკრატია ხომ განსხვავებული აზრის ნებადართულობას, უმცირესობის მიმართ ტოლერანტულ დამოკიდებულებასა და პლურალიზმს ნიშნავს?! თუკი ეს პრინციპი დაცული არ არის, ასეთ შემთხვევაში დემოკრატია სიყალბე და ფარისევლობაა, ხოლო, თუკი ამ პრინციპს იცავ, ასეთ შემთხვევაში როგორ შეიძლება ლანძღავდე, ებრძოდე და სპობდე მას, ვინც არ გეთანხმება? გავიხსენოთ ცნობილი გამონათქვამები დემოკრატიის ყველაზე დიდი მამებისა საქართველოში. ვინც რაღაცაში არ დაეთანხმა ზვიად გამსახურდიას, მან უკლებლივ ყველა კრემლისა და “კა-გე-ბეს” აგენტად გამოაცხადა. მას ამისთვის არც დოკუმენტი სჭირდებოდა, არც მოწმე და არც არგუმენტი; ვინც მისი აზრისგან განსხვავებული აზრის გამოთქმას გაბედავდა, ყველას აგენტად აცხადებდა. არგუმენტიც, მოწმეც, დოკუმენტიც და ზედ დასმული ბეჭედიც მის მიერ გამოტანილი ვერდიქტი იყო. ამ კაცს იმ ეროვნულმა მოძრაობამ, რომლის ლიდერიც თვითონ იყო, სასამართლო მოუწყო თანამებრძოლებისთვის კრემლის აგენტის იარლიყის დაუსაბუთებლად მიწებების გამო. გაბრაზებულმა გამსახურდიამ  იმ სასამართლო პროცესზე ჩართული ვიდეოკამერის წინაშე  ერთ-ერთ თანამებრძოლს კვლავ კრემლისა და “კა-გე-ბეს” აგენტი უძახა. მისი მოქმედების ლოგიკა ასეთი იყო: მე ვინც არ მეთანხმება, იგი კრემლის აგენტია. აგენტობისთვის მამხილებელ საბუთად გამსახურდიასთან ზედაპირული შეკამათებაც კმაროდა.

აქეთა პერიოდები გავიხსენოთ:

*  “დემოკრატია ლობიოობა არ არის!” (ჯაბა იოსელიანი). ამ ნათქვამის ფილოსოფია იმაში მდგომარეობდა, რომ ხელისუფლებაში მოსულმა “დემოკრატმა” პოზიციები არ უნდა დათმოს, სხვისი (თუნდაც მართალი) აზრის სისწორე არ აღიაროს და ყოველთვის საკუთარი აზრით იმოქმედოს;

*  “ციხეში, ყველანი ციხეში!” (მიხეილ სააკაშვილი). აქ თითქოს დამნაშავეებზეა ლაპარაკი, მაგრამ, თუკი დამნაშავედ ის ცხადდება, ვინც მიუღებელ აზრს გამოთქვამს, როგორც სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში, დემოკრატია თვალსა და ხელს შუა ქრება;

*  “ადგილზე მოკლან, გაანადგურონ ყველა ის კრიმინალი, რომლეიც შეეცდებ სიტუაციის არევას!” (მიხეილ სააკაშვილი). ეს დიქტატორის შინაგანი განწყობა, მისი ლექსიკა და ერთპიროვნულად გამოტანილი განაჩენია. ეს დიქტატორი ხელისუფლებაში მოსული “დემოკრატია”. იგი დიქტატორული მეთოდებით ისევე იცავს დემოკრატიას, როგორც რუსეთში პეტრე პირველი ებრძოდა ბარბაროსობას ბარბაროსული მეთოდებით. ესაა ამერიკული “დემოკრატიის” არსი;

*  სასწრაფოდ მჭირდება ორი გვამი!” (ვანო მერაბიშვილი). ეს “დემოკრატიული” რეჟმის შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაცემული “დემოკრატიული” ბრძანებაა. რატომ? საიდან? ვისი გვამი? როგორ? – უადგილო შეკითხვებია. “დემოკრატიას” თუ სჭირდება, ორი გვამიც გაჩნდება და ორასოცდაორიც, იმიტომ, რომ “დემოკრატია” გვამებზე დგას და გვამებზე მაღლაც. ეს უნდა გვესმოდეს!

*  “შენი დედა..!” (ნიკა გვარამია). ტელეეთერში დედის გინებაც “დემოკრატიის” დაცვაა განსხვავებული აზრისგან. ვინც გაბედა და “დემოკრატიისთვის” მიუღებელი (განსხვავებული) აზრი გამოთქვა, ის უნდა დაისაჯოს, თუნდაც დედის გინებით;

*  “თქვენს სისხლს დავლევ!” (ნიკა გვარამია). დედის რძესავით შეგარგოს, ნიკა ბატონო. აბა რა, ითხოვს ჩვენს სისხლს ეს ამერიკული დემოკრატია და უნდა მიართვათ, სხვა რა გზაა. არ უნდა იყოს მთლად სასიამოვნო დასალევი, მაგრამ ჩვენი სიყვარულით და ჩვენივე ნათელი მომავლისთვის აკეთებ ამას და მადლობის მეტი რა გვეთქმის;

*  სულს ამოგხდით,  თქვე ნაძირალებო!” (გივი თარგამაძე). მშრომელთა სახელმწიფოსა და სოციალიზმის იდეას თუ უპირისპირდები, გმირი ხარ, მაგრამ ამერიკული “დემოკრატიის” იდეას თუ უპირისპირდები, სულს ამოგხდიან. ეს ცალკეულ მმართველთა თვისება და ხასიათი კი არ არის, დასავლური “დემოკრატიის” შინაარსი და საფუძველთა საფუძველია.

დემოკრატიის დასაცავი რამდენი ასეთი გამონათქვამი მოგვისმენია, დემოკრატიის სახელით რამდენი ძალადობა, წამება და გაუპატიურება გვინახავს, მაგრამ, პეტრე პირველის მიერ ბარბაროსობასთან ბარბაროსული მეთოდებით ბრძოლისა არ იყოს, დემოკრატიის დასამკვიდრებლად იყო საჭირო ეს ძალადობა. ხომ უნდა გავუგოთ ამ ხალხს?!

ასეთივე ფორმებით მოქმედებენ დღესაც. რომ აიჩემეთ დაფინანსების გამჭვირვალობა, ხომ ხედავთ, რა ამბები მოჰყვა ამას. ჩვენი (არადემოკრატების) საქმიანობის გამჭვირვალობაა კარგი და სასარგებლო, თორემ  “დემოკრატებისსაქმიანობის გამჭვირვალობა  დაანგრევს ქვეყანას, აბა, რას იზამს?! ამერიკელებმა ამათ რამდენი მისცეს და .. ატკატების  სახით თვითონ რამდენი დაიტოვეს, რატომ უნდა იყოს გამჭვირვალე?! ეგ ამბები გამჭვირვალე თუ იქნება, ხომ უნდა დაიჭირონ აქაური და იქაური “დემოკრატები”, ვინ აგვიშენებს მერე დემოკრატიას?! გადამრევს ესხალხის ძალაათუ ვიღაცაა, რა გამჭვირვალობა და უცხოეთის აგენტების ძებნა აგიტყდათ, გვტოვებთ დემოკრატიის გარეშე? რაო? თვითონ ამერიკელებმა მოიგონეს ეს კანონი? კარგი, რა… დაგიჯერეთ და ეგ არის, მასე ადვილად თუ დაგიჯერეთ, თქვენ იმასაც გვეტყვით, სადამ ჰუსეინი ამერიკელებმა ჩამოახრჩვეს, მუამარ კადაფი ამერიკელებმა გაასამართლეს ლინჩის წესით, იუგოსლავია ნატომ აღგავა პირისგან მიწისა, სლობოდან მილოშევიჩიც ამერიკელებმა მოკლეს წამებით ჰააგაში, გუანტანამოსა და აბუ გრეიბის საპყრობილეებშიც ამერიკელები აწამებენ ტყვეებს და, თქვენ წარმოიდგინეთ, ჰიროსიმასა და ნაგასაკშიც ამერიკელებმა ჩამოყარეს ატომური ბომბებიო, მაგრამ არ გვჯერა თქვენი მონაჩმახის. რუსებისა და პუტინის გაკეთებულია ეს ყველაფერი. თქვენ კი კრემლისა და “კა-გე-ბეს” აგენტები ხართ, ყველანი. არ ხართ? ჰკითხეთ “ტვ პირველს”, “მთავარს”, “ფორმულას”; ვისაც გინდათ, ჰკითხეთ – თაკოს, ჟიჟის, კვესოს, ინგას, ვახოს, გუბაზს, ბოლოს და ბოლოს, აქუს ჰკითხეთ, საქართველოში მაგაზე დიდი პოლიტიკური ექსპერტი მხოლოდ მისი ცოლია და, თუ გნებავთ, იმ ცოლსაც ჰკითხეთ; გნებავთ, თქვენ მიერ მოძებნილ და პრეზიდენტად მოყვანილ სალომე ზურაბიშვილს ჰკითხეთ და, ბოლოს და ბოლოს, თქვენ მიერ მოყვანილი ომბუდსმენია თუ მისი მოადგილეა, იმასაც ჰკითხეთ, დასავლეთი თუ გვიბრძანებს, ცალ ფეხზე უნდა დავდგეთო, რომ თქვა, აი, იმას. ისიც თუ დაგიდასტურებთ, რომ ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ატომური ბომბები ამერკელებმა კი არა, რუსებმა ჩამოყარეს, პუტინის ბრძანებით, რა, ამ შემთხვევაშიც არ დაიჯერებთ? თუ არ დაიჯერებთ, სასაცილოები და ტაკიმასხარები გამოჩნდებით. ტაკიმასხარაა ყველა, ვისაც არ სჯერა, რომ რუსები უკრაინაში ფაშისტებს კი არ ანადგურებენ, ქალებს და ბავშვებს დამიზნებით ესვრიან  რაკეტებს.

რა დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია! პუტინის მიზანი მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებაა. ამას თუ არ აღიარებ, დემოკრატიის მტერი ხარ, აბა, რა ხარ?! ის თუ არ დაიჯერე, რომ ამერიკაში დაწერილი და  საუკუნის განმავლობაში  ამერიკაში მოქმედი კანონი რუსული კანონია, რუსეთის აგენტი ხარ, აბა ვინ ხარ?! მიხვდით, რაშია საქმე? არ არის ეს ძნელი გასაგებირუსები თუ გეტყვიან, რომ სავიზო რეჟიმი გავაუქმოთ, საავიაციო მიმოსვლა აღვადგინოთ და მომავალი ურთიერთობების შესახებ პირდაპირი დიალოგი დავიწყოთ, თქვენ დაბმული გვარამიასა და გაბუნიას აშვებით უნდა უპასუხოთ, რომ პუტინს და რუსებს დედა აგინონ, ხოლო ამერიკელები და ევროპელები თუ გეტყვიან, რომ მათი ლეკვები საქართველოში უკონტროლოდ (კრიმინალურად) უნდა დააფინანსონ, თქვენ კი კონტროლისა და გამჭვირვალობის კანონი არ უნდა მიიღოთო, ასეთ შემთხვევაში რა უნდა ქნათ? ყოჩაღ, გამოიცანით – მამალივით ცალ ფეხზე უნდა დადგეთ. ამერიკული “დემოკრატია” თუ გინდათ, ესაა და, ამისი საწინააღმდეგო თუ გაქვთ რამე, უნდა აღიაროთ, რომ დემოკრატები კი არა, კრემლის და “კა-გე-ბეს” აგენტები ხართ. სულ მალე ამ რეალობას შუბლით შეასკდებით და ლავირების საშუალება, ჯერ კიდევ რომ გაქვთ, აღარ დაგრჩებათ. არჩევანი ერთია – ან დემოკრატიის ნიღაბაფარებული,  მაგრამ  შინაგანად  თახსირი და  ზნედაცემული ამერიკა,  ან ტრადიციულ ღირებულებათა დამცველი და მართლმადიდებლობის უკანასკნელი ციტადელი რუსეთი.  ამას მხოლოდ თქვენ (ხელისუფლებას, საპარლამენტო უმრავლესობას, “ხალხის ძალას”) კი არ გეუბნებით, ქართველ ხალხს ვეუბნები. სხვა არჩევანი არ არსებობს – ღმერთი ან სატანა! დათა თუთაშხიასი არ იყოს, ასეა ეს!

ვალერი კვარაცხელია                                                                             

1 COMMENT

  1. მადლობა ბატონო ვალერი, ისევე როგორც ყველა თქვენი სტატია, ესეც უნაკლოა, მართალი!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here