Home ახალი ამბები მსოფლიო „არ შეიძლება ჭადრაკის თამაში, როცა რუსეთი  კრივს „გეთამაშება“

„არ შეიძლება ჭადრაკის თამაში, როცა რუსეთი  კრივს „გეთამაშება“

467

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციის განხილვისას რამდენიმე  განცხადება გააკეთა. ამის შესახებ წერს ტელეგრამ არხი „Дежурный по СНГ“–ი.

* „ჩვენ ვიცით, როგორ მუშაობს სასამართლოები, და დავინახეთ, რომ ათი წელი დასჭირდა მილიარდის ქურდობის გასამართლებას. რა ბედი ეწევა ჩვენს დემოკრატიას კიდევ ათ წელიწადში? დღეს მას უტევენ  კრიმინალური დაჯგუფებები და შუამავლები რუსეთიდან. არ შეიძლება ჭადრაკის თამაში, როცა რუსეთი  კრივს „გეთამაშება“.  ჩვენ უნდა ვიყოთ გაბედული, რათა  დავიცვათ ჩვენი დემოკრატია და სახელმწიფოებრიობა“.

* „ალიანსი უსაფრთხოების ქოლგაა; ნატოს ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ მშვიდად იძინონ, რადგან ისინი დაცულები არიან ომისა და ძალადობისგან“.

* „სინამდვილეში,  ნეიტრალიტეტი  თავდაცვის სისტემაში ინვესტიციებს მოითხოვს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ნატოსთან თანამშრომლობის გაძლიერებას”.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ

https://tgstat.ru/channel/@CIS91/39880

                                                                                  

1 COMMENT

  1. უკრაინას ხომ უშველა დასავლეთმა,თქვენ უკეთ დაგიცავსთ,ამბობენ ნეტარ არიან მორწმუნენიო.ისე საინტერესოა თუ ასე გჯერათ აშშ-სი და კოლექტიური დასავლეთის დეესთედან რატომ არ გამოდიხართ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here