ევროკომისია ეძებს კონტრაქტორს, რომელიც უზრუნველყოფს საკონსულტაციო მომსახურებას ევროკავშირის ახალგაზრდული პროგრამის განსახორციელებლად აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში. ინიციატივა მიმართულია ახალგაზრდობის საკითხებთან დაკავშირებით ევროკავშირის თანამშრომლობის ეფექტურობის ასამაღლებლად და „სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების განსამტკიცებლად“. დოკუმენტს RT გაეცნო.
ევროკომისიის გენერალური დირექტორატი გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ეძებს კონტრაქტორს EU4Youth-ის ახალგაზრდული პროგრამის შესახებ კონსულტაციების ჩასატარებლად.
EU4Youth რეგიონული ინიციატივა მოიცავს სხვადასხვა პროექტებს და აქტორებს, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების რამდენიმე სააგენტოს, – განმარტავს ევროკომისია.
კონტრაქტის აღწერილობის მიხედვით, საჭიროა საკოორდინაციო მხარდაჭერა, სხვა საკითხებთან ერთად, რათა „გაგრძელდეს EU4Youth კურსდამთავრებულთა ქსელის მუშაობა და გაძლიერდეს სტრატეგიული პარტნიორობა სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში“.
ინიციატივის დაფინანსების ჯამური მოცულობა 2,5 მილიონი ევრო იქნება. პროგრამის მიზნები უნდა განხორციელდეს 2,5 წელიწადში – 2023 წლის დეკემბრიდან 2026 წლის ივნისამდე.
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტი ევროპული კვლევების ცენტრის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ვლადიმერ ოლენჩენკომ RT-თან საუბარში აღნიშნა, რომ ასეთი ინიციატივები მიზნად ისახავს ლოიალურად განწყობილი ახალგაზრდების “შერჩევას”, რომლებიც გაიზიარებენ „ევროპულ ღირებულებებს“.
“ყველა ეს პროგრამა მიზნად ისახავს ახალგაზრდების გამიჯვნას, ანუ მათ შერჩევას, ვინც მიდრეკილია მიიღოს ევროკავშირის იდეები, მიდრეკილია შეასრულოს იქიდან მომდინარე ინსტრუქციები. ანუ, ეს არის მექანიზმი იმ ახალგაზრდების შესარჩევად, რომლებიც მომავალში შეიძლება გამოადგნენ ევროკავშირის ამჟამინდელ პოლიტიკოსებს“, – განმარტა ექსპერტმა.
მანამდე ევროპის საბჭო გეგმავდა კონსულტანტების დაქირავებას უკრაინაში ახალგაზრდული პოლიტიკის პროექტის მხარდასაჭერად.
ოქსანა სოლომატინა
წყარო: russian.rt.com