Home რუბრიკები ეკონომიკა გიორგი მაჭავარიანი: ეგ შალვა ნათელაშვილის მოელანდა პირველად აქციონერთა სიაში ბიძინა ივანიშვილი

გიორგი მაჭავარიანი: ეგ შალვა ნათელაშვილის მოელანდა პირველად აქციონერთა სიაში ბიძინა ივანიშვილი

1093

დამწვარი \”ბავშვთა სამყაროს\” დირექტორმა გიორგი მაჭავარიანმა \”პალიტრანიუსის\” გადაცემა \”360 გრადუსში\” განაცხადა, რომ მისი ინტერვიუ მედიამ სხვანაირად გააშუქა და მაყურებელს ეჭვები გაუჩინა აქციონერთა სიაში ბიძინა ივანიშვილის არსებობაზე. მჭავარიანმა წარმოადგინა საჯარო რეესტრიდან ამოღებული სია და ჟურნალისტს თხოვა დაეთვალიერებინა იგი. 

„ბიძინა ივანიშვილი ჩვენი აქციონერი არ არის და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ეს შალვა ნათელაშვილმა გაიგო პირველად არასწორად და შემდეგ მაყურებელთან მისი და მედიის არასწორი ინტერპრეტირებით მივიდა ინფორმაცია“ – განაცხადა მაჭავარიანმა. თავისი სიტყვების გასამყარებლად სტუდიაში აქციონერთა სრული სია წარმოადგინა.

დაზარალებულთა სანუგეშოდ მან დასძინა ისიც, რომ ყველა აქციონერის თანხმობის შემთხვევაში, ხელმძღვანელობა მზად არის მიმდინარე წლის მოგების თანხა დაზარალებულებს გაუნაწილოს. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე საუბრისას არ გამორიცხავს, რომ შეიძლება ხანძარი შემთხვევით არც გაჩენილიყო.  „ეჭვი მაქვს, რომ დივერსიას ჰქონდა ადგილი“. – განაცხადა მაჭავარიანმა.  როგორც მან განმარტა, შენობაში მცირე ხანძარი ადრეც მომხდარა, მაგრამ ასეთი მასშტაბები არ მიუღია. მაჭავარიანი ეჭვობს, ასეთი დიდი და ძლიერი ცეცხლის გაჩენა შემთხვევით არ უნდა მომხდარიყო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here