Home რუბრიკები ეკონომიკა საქართველოს ერთ წელიწადში იმპორტირებული ხორბალი 47,3%-ით გაუძვირდა – რამდენ დოლარად ყიდულობს ქვეყანა...

საქართველოს ერთ წელიწადში იმპორტირებული ხორბალი 47,3%-ით გაუძვირდა – რამდენ დოლარად ყიდულობს ქვეყანა პროდუქტს

150

საქართველოს ერთ წელიწადში იმპორტირებული ხორბალი 47,3%-ით გაუძვირდა.

კერძოდ, თუ 2020 წლის ოქტომბერში ქვეყანამ ერთი ტონა ხორბალი საშუალოდ 205 დოლარად იყიდა, წელს ოქტომბერში ტონა პროდუქტის შესყიდვა საქართველოს საშუალოდ 302 დოლარი დაუჯდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში იმპორტირებული იქნა 35 790 ტონა ხორბალი, ჯამში 10.802 მლნ დოლარის ღირებულების. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი ქვეყანამ 38 972 ტონა ხორბალი 7.967 მლნ დოლარად შეიძინა.

რაც შეეხება კონკრეტულად იმპორტიორ ქვეყნებს, 2021 წლის ოქტომბერში საქართველომ ხორბალი 6 ქვეყანაში იყიდა, საიდანაც 99% რუსეთზე მოდის, გასულ თვეს ჩრდილოეთიდან 35 520 ტონა ხორბალი შემოვიდა.

ქვეყნები, საიდანაც საქართველომ 2021 წლის ოქტომბერში ხორბალი იყიდა:

  • რუსეთი – 35 520 ტონა (10.678 მლნ დოლარი)
  • სომხეთი – 147.8 ტონა (36.95 ათასი დოლარი)
  • თურქეთი – 56 ტონა (31.14 ათასი დოლარი)
  • საბერძნეთი – 43 ტონა (38.86 ათასი დოლარი)
  • უკრაინა – 20 ტონა (12.35 ათასი დოლარი)
  • საფრანგეთი – 3.2 ტონა (4.37 ათასი დოლარი)

რაც შეეხება 2021 წლის იანვარ-ოქტომბერს, წელს საქართველოში ხორბალი 11 ქვეყნიდან შემოვიდა, ჯამში 318 657 ტონა, საიდანაც 91.5%, ანუ 291 605 ტონა რუსეთიდან.

აღსანიშნავია, რომ ხორბლის გაძვირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, მთავარ იმპორტიორ ქვეყანაში პროდუქტზე ფასების ზრდა გახდა. ბოლო მონაცემებით, რუსეთში ერთი ტონა საექპორტო ხორბალი რეკორდულ – 340 დოლარამდე გაძვირდა.

https://www.bpn.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here