Home რუბრიკები ეკონომიკა რუსეთი და ყაზახეთი ხორბლის ექსპორტს ზღუდავენ

რუსეთი და ყაზახეთი ხორბლის ექსპორტს ზღუდავენ

232

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნები (რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი) მარცვლეულის, მზესუმზირის ზეთისა და შაქრის ექსპორტის ერთიანი კვოტის შემოღებას გეგმავენ. მათი მიზანი სასურსათო უსაფრთხოების გარანტიის უზრუნველყოფა და საქონლის ფასების ნაწილობრივი სტაბილიზაციაა. ინფორმაცია აგრარული ბაზრის კონიუნქტურის ინსტიტუტის ვებგვერდზე ვრცელდება.

შეზღუდვების პროექტი ევრაზიის კავშირის კოლეგიამ შეადგინა, რომლის განხილვაც 18 აპრილს უნდა დასრულდეს. პროექტი ხორბალსა და მესლინაზე (ხორბლისა და ჭვავის ნარევზე), ქერზე, სიმინდზე, მზესუმზირის ზეთსა და მის ფრაქციებზე საექსპორტო კვოტების შემოღებას ითვალისწინებს. კვოტები დაწესდება თეთრი შაქრისა და ნედლი შაქრის ექსპორტზეც.

“ამ საქონელს აქვს პრიორიტეტული მნიშვნელობა კავშირის წევრი ქვეყნების სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მნიშვნელოვან როლს ასრულებს კავშირის ბაზარზე ფასების სტაბილიზაციისთვის”, _ ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

ქვეყნებმა ევრაზიის ეკონომიკურ კომისიას ამ საქონლის წლიური წარმოებისა და მოხმარების შესახებ თავიანთი გამოთვლები უნდა წარუდგინონ, შემდეგ კი კვოტები ქვეყნებს შორის გადანაწილდება. ექვსი თვის განმავლობაში ერთიანი საექსპორტო კვოტის შემოღება იგეგმება. რუსეთში ყველა ამ საქონლის ექსპორტზე შეზღუდვები უკვე მოქმედებს. მაგალითად, მარცვლეულის ექსპორტი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში 30 ივნისამდე აკრძალულია. ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ადრე გაერთიანების ზოგიერთი ქვეყნის მეშვეობით რუსული პროდუქციის ექსპორტი გადასახადების გვერდის ავლით ხდებოდა. თავის მხრივ, ყაზახეთი, რომელიც ქართველი იმპორტიორებისთვის რუსეთის შემდეგ მეორე ბაზარია, მარცვლეულისა და ფქვილის ექსპორტზე დროებით შეზღუდვებს აწესებს. შეზღუდვა ორ კვირაში დაწესდება და 15 ივნისამდე იქნება ძალაში.

მინისტრმა დააზუსტა, რომ ამ პერიოდში ექსპორტიორები ყაზახეთიდან მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტს შეძლებენ, თუმცა ამ მოცულობის 10% შიდა ბაზარს დაბალ ფასებში უნდა მიაწოდონ. მთავრობა იმავე შეზღუდვის შემოღებას ფქვილის წისქვილების მიმართაც აპირებს: ისინი 15 ივნისამდე 300 000 ტონა ფქვილის ექსპორტს შეძელებენ, რომლის 10% შიდა ბაზარზე უნდა გაიტანონ.

ამასთანავე, ყაზახეთის მთავრობა, წინა წელთან შედარებით, მზესუმზირის ზეთის ექსპორტსაც ამცირებს 20%-ით.

bpn.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here