Home რუბრიკები ეკონომიკა სახელმწიფოსგან გულუხვად დაფინანსებული პარტიები

სახელმწიფოსგან გულუხვად დაფინანსებული პარტიები

763

კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მქონე 20 პარტიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება უკვე მიიღო. ყველაზე მეტი თანხა კი “ქართული ოცნების” შემდეგ “ნაციონალურ მოძრაობას” ერგო. ბევრი ვაი-ვიშის, პროვოკაციისა და სკანდალის მიუხედავად, ისინი მაინც შევიდნენ პარლამენტში.

პარტიების დაფინანსების შესახებ განკარგულება ცესკოს თავმჯდომარემ 22 ნოემბერს გამოსცა. საბიუჯეტო დაფინანსების მიმღებ პარტიებს დაემატა “საქართველოს პატრიოტთა ალიანსთან” ბლოკში შემავალი პარტიები. ცესკოს თავმჯდომარის _ თამარ ჟვანიას განკარგულებით, სახელმწიფოსგან დაფინანსდებიან შემდეგი პარტიები:

 

  • “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” _ წლიური დაფინანსება 536 572 ლარი;
  • საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია _ 598 698 ლარი;
  • “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” _ 2 082 238 ლარი;
  • “თავისუფალი დემოკრატები” _ 512 196 ლარი;
  • საქართველოს ლეიბორისტული პარტია _ 472 812 ლარი;
  • “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” _ 1 122 526 ლარი;
  • “ევროპული საქართველო” _ 895 726 ლარი;
  • “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა” _ 997 037 ლარი;
  • “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” _ 744 008 ლარი და სხვ.

 20 პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 9 739 296 ლარს (ყოველთვიური დაფინანსება საერთო ჯამში _ 811 608 ლარი) მიიღებს. სახელმწიფომ დააფინანსა ისეთი პარტიები, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. მაგალითად, პარტია “ევროპული საქართველო”. ეს პარტია არჩევნების შემდეგ, როგორც კვალიფიციური სუბიექტი (არჩევნებში მონაწილეობდა “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად შექმნილი ბლოკით), ჩვენი გადასახადებიდან მიიღებს 895 726 ლარს (ყოველთვიური დაფინანსება _ 74 644 ლარი); მსგავსი პრინციპით დააფინანსა სახელმწიფომ სხვა პოლიტიკური პარტიებიც.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here