აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალ საპრეზიდენტო თვითმფრინავს ზედმეტად ძვირფასი უწოდა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ნომერ პირველი ბორტის ღირებულება 4 მილიარდი დოლარია.
აღნიშნულის შესახებ მან ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„კომპანია Boeing მომავალი პრეზიდენტებისთვის ახალ 747 Air Force One-ს გამოუშვებს, თუმცა ხარჯები ყველა ზღვარს სცდება და 4 მილიარდ დოლარს აღწევს. გავაუქმოთ შეკვეთა“,- ნათქვამია ტრამპის რეპლიკაში.
შემდგომ, ჟურნალისტებთან საუბარში ტრამპმა განაცხადა- „მე მსურს კომპანია Boeing-მა ბევრი ფული გამოიმუშავოს, მაგრამ არა ამდენი!“,- წერს Reuters.
Boeing-ში ტრამპის განცხადებას ჯერჯერობით არ აკომენტარებენ. ამერიკულმა სამხედრო-საჰაერო ძალებმა საპრეზიდენტო თვითმფრინავის შეცვლის შესახებ, პირველად, 2015 წლის იანვარში განაცხადეს.
ამჟამად, აშშ-ის პრეზიდენტები VC-25-ით დაფრინავენ, ესაა Boeing 747-ის 1990 წლის სამხედრო ვერსია, რომლის ღირებულება 365 მილიონი დოლარია. ბორტი #1 76 პასაჟირზე და 26 ეკიპაჟის წევრზეა გათვლილი.
კონსტანტინე ჩიკვილაძე
პასაჟირი
პასაჯირი – ალბათ ამ წლის საუკეთესო სიტყვა იქნება
ეს პასაჟირი ინგლისურიდანაა გადმოტანილი თუ რუსულიდან?
Passengers
Пассажиры
თუმცა ქართული ენისთვის ერთი და იგივე ნაგავი არაა?