Home რუბრიკები ბლოგი დონალდ ტრამპმა ზედმეტად ძვირფას საპრეზიდენტო თვითმფრინავზე უარი განაცხადა

დონალდ ტრამპმა ზედმეტად ძვირფას საპრეზიდენტო თვითმფრინავზე უარი განაცხადა

760

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალ საპრეზიდენტო თვითმფრინავს ზედმეტად ძვირფასი უწოდა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ნომერ პირველი ბორტის ღირებულება 4 მილიარდი დოლარია.

აღნიშნულის შესახებ მან ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„კომპანია Boeing მომავალი პრეზიდენტებისთვის  ახალ 747 Air Force One-ს გამოუშვებს, თუმცა ხარჯები ყველა ზღვარს სცდება და 4 მილიარდ დოლარს აღწევს. გავაუქმოთ შეკვეთა“,-  ნათქვამია ტრამპის რეპლიკაში.

შემდგომ, ჟურნალისტებთან საუბარში ტრამპმა განაცხადა- „მე მსურს  კომპანია Boeing-მა  ბევრი ფული გამოიმუშავოს, მაგრამ არა ამდენი!“,- წერს Reuters.

Boeing-ში ტრამპის განცხადებას ჯერჯერობით არ აკომენტარებენ.   ამერიკულმა სამხედრო-საჰაერო ძალებმა საპრეზიდენტო თვითმფრინავის შეცვლის შესახებ, პირველად, 2015 წლის იანვარში განაცხადეს.

ამჟამად, აშშ-ის პრეზიდენტები VC-25-ით დაფრინავენ, ესაა Boeing 747-ის 1990 წლის სამხედრო ვერსია, რომლის ღირებულება 365 მილიონი დოლარია. ბორტი #1  76 პასაჟირზე და 26 ეკიპაჟის წევრზეა  გათვლილი.

კონსტანტინე ჩიკვილაძე

1 COMMENT

  1. ეს პასაჟირი ინგლისურიდანაა გადმოტანილი თუ რუსულიდან?
    Passengers
    Пассажиры

    თუმცა ქართული ენისთვის ერთი და იგივე ნაგავი არაა?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here