Home რუბრიკები ეკონომიკა რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა 20 თეთრით გაძვირდა

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა 20 თეთრით გაძვირდა

684

რუსთავი-თბილისის მიმართულებით სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა 20 თეთრით გაძვირდა და 1,5 ლარი გახდა. მოქალაქეებმა ამის შესახებ 6 დეკემბერს სამარშრუტო ტაქსით მგზავრობისას შეიტყვეს. ინფორმაციას ადასტურებენ კომპანია “ინტერტრანსში” და ამას ეროვნული ვალუტის გაუფასურებით ხსნიან.

რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსების 9 ხაზიდან 7-ზე მგზავრობა გაძვირდა. ტარიფის მომატება არ შეეხო მხოლოდ ლილოს ბაზრობისა და უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებებს, თუმცა კომპანიაში არ გამორიცხავენ, რომ ფასები ამ მიმართულებებზეც გადაიხედოს. “ფასის შემადგენელი ყველა ნაწილი გაძვირებულია. ეს შეეხება როგორც საწვავ-საპოხ მასალას, ისე სათადარიგო ნაწილებს და სხვა კომპონენტებს; გარდა ამისა, ბანკის გადასახადს, რომელიც უცხოურ ვალუტაში გვაქვს აღებული. ყველაფერ ამის შედეგად, კომპანია თავის მძღოლებთან ერთად იძულებული გახდა, მიეღო საკმაოდ არაპოპულარული გადაწყვეტილება”, _ განუცხადა “რუსთავი 2”-ს კომპანია “ინტერტრანსის” დირექტორმა ირაკლი ჩიღვინაძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here