Home ახალი ამბები საქართველო 8 ილისის აქციამ  ჩვენს „დაუძინებელ მეგობრებს“ დაანახვა, რომ საქართველოში ადამიანების დიდი უმრავლესობა...

8 ილისის აქციამ  ჩვენს „დაუძინებელ მეგობრებს“ დაანახვა, რომ საქართველოში ადამიანების დიდი უმრავლესობა ლგბტ ფესტივალებსა და მსვლელობებს არ დაუშვებს

სწორედ ამიტომ სურთ ხელისუფლების შეცვლა, რათა შემდეგ მოსახლეობას სულში ჩააფურთხონ, მონად აქციონ და, რაც თვითონ სურთ, იმის კეთება აიძულონ

303

ერთი თვეც არ გასულა  მოლდოვაში ლგბტ აქტივისტების მსვლელობის ჩატარებიდან. აქციაზე, რომელიც კიშინიოვის ცენტრში გაიმართა, დაახლოებით 500-მდე ადამიანი იყო შეკრებილი და მათ 2 ათასამდე სამართალდამცველი იცავდა. მოსახლეობა, რომელიც ამას აპროტესტებდა, პრაიდის მონაწილეებთან არ მიუშვეს და ამით კმაყოფილება გამოხატეს ევროპელმა ელჩებმა, ამერიკის ელჩმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ქვეყნის პრეზიდენტი მაია სანდუ კეკლუცობდა: ჩვენ ლიბერალები ვართ, ყველას ყველაფრის უფლებას ვაძლევთო, და დასავლეთისგან მყარი გარანტიაც მოიპოვა, – ევროკავშირის წევრობის სტატუსს აუცილებლად მიიღებთო. ჰო, ის მოლდოვა მიიღებს სტატუსს, რომელიც ოფიციალურად  დსთ-ის წევრია და საინტერესო რეალობაც დაგვიდგება – ევროკავშირში შეიძლება შევიდეს ქვეყანა, რომელიც, ამასთანავე, დსთ-ის წევრი არის. ისე, მოლდოვის დსთ-ის წევრობა დასავლელ პარტნიორებს „არ ახსოვთ“, რადგან ხელს არ აძლევთ ამის გახსენება…

საქართველოში  8 ივლისისთვის დაგეგმილი ე.წ.  თბილისი პრაიდი ვერ შედგა. იმის მიუხედავად, რომ ლისის ტბაზე შეკრებილ ლგბტ თემს სამართალდამცველები იცავდნენ, პრაიდის გასაპროტესტებლად უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ხალხი  მივიდა, პოლიციის კორდონები გაარღვია და…  ისევ სამართალდამცველებმა იმარჯვეს – პრაიდის მონაწილეები ტერიტორიას გაარიდეს. ცოტა არ იყოს, სასაცილოა, რომ პრაიდის მონაწილეები ერთ სამარშრუტო ტაქსში ჩაეტივნენ და ეს მაშინ, როცა იმ ადამიანთა რაოდენობაა, რომლებიც ამ ყველაფერს აპროტესტებდნენ, ათეულ ათასს სცდებოდა. ანუ, ერთი „მარშუტკა“ ხალხის გამო, დაიხარჯა როგორც ადამიანური, ისე სახელმწიფო რესურსი.

ლიბერალურმა ფრთამ მაშინვე  ხელისუფლების კრიტიკა დაიწყო, ცალკე აკრიტიკეს სამართალდამცველები, აქაოდა, სათანადოდ არ იყო ტერიტორია დაცულიო. თანაც, მთავარ არგუმენტად  მოჰყავდათ ის, რომ ქუჩაში მსვლელობას არ გეგმავდნენ და ერთ კონკრეტულ სივრცეში აპირებდნენ შეკრებას. არადა, რეალურად, ეს ყველაფერი  სწორედ მოსახლეობის პროვოცირებისთვის გაკეთდა; იმ მოსახლეობის, რომლის 99% -ზე მეტი, ლგბტ მოძრაობის წინააღმდეგია და მხარს უჭერს ამის კანონის ძალით აკრძალვას. ლგბტ აქტივი მთელი თვის განმავლობაში აანონსებდა, რომ 8 ივლისს აპირებდა შეკრებას, მაგგრამ, თუ ყველაფრის მშვიდად ჩატარება სურდათ, ეს მშვიდად უნდა გაეკეთებინათ. ვინ გაიგებდა, უჩუმრად, რეკლამის გარეშე რომ შეკრებილიყვნენ და ემღერათ, ეცეკვათ თუ, რასაც აკეთებენ, ის ეკეთებინათ? არავინ, მაგრამ მათ სწორედ ეს ხმაური სჭირდებოდათ, რადგან დასავლელ დონორებთან თავი მსხვერპლად წარმოაჩინონ და იქიდან დამატებითი გრანტები მიიღონ. ან რა აუცილებელია, ერთი „მარშუტკა“ ხალხი ღია სივრცეში ჩამოსხდეს, ერთოთახიანი ბინაც  დაიტევდა მათ, მაგრამ  არა – სწორედ იმისთვის გაკეთდა ეს ყველაფერი, რომ ოპოზიციური არხის ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში ეკივლათ: ფეხში ეკალი შემერჭო, ალბათ,  აქციის მოწინააღმდეგებმა  დაგვიგდესო.

მომხდარში ყველაზე საინტერესო, იცით, რა არის? მიდიოდნენ ოპოზიციური არხის ჟურნალისტები იმ ადამიანების რიგებში, რომლებიც ლგბტ პრაიდს აპროტესტებდნენ, და ბოლო ხმაზე ყვიროდნენ: „აი, წინ მიიწევენ რუსეთუმე მოღალატეები, მოძალადეები მშვიდობიანი პრაიდის დასაშლელად“. როცა ამ სიტყვებს ვიღაც აპროტესტებდა, მაშინვე პოლიციას უხმობდნენ, აქაოდა, ჩვენზე ძალადობენო. ანუ, ისინი თვლიან, რომ აქვთ უფლება, მოღალატე და მოძალადე გეძახონ და შენ ეს ყველაფერი უნდა აიტანო, არც კი უნდა გააპროტესტო, მაგრამ თუ გააპროტესტე, მისი უფლებები ირღვევა. გამოდის, უფლებები მხოლოდ მათ აქვთ და ჩვენ, ყველა დანარჩენი, უუფლებონი ვართ. მეტიც, იგივე ჟურნალისტები,  მეორე დღეა, შსს-ს უკიჟინებენ, კონკრეტული პირების სურათებს აჩვენებენ ეთერში, ეს ხალხია დასაჭერიო. ისე როგორ იქნებოდა, ოპოზიციური არხებისთვის, არასამთავრობოებისა და ოპოზიციისთვის დასავლელ ელჩებს მხარი  არ დაეჭირათ?!

„შეძრწუნებული ვარ, რომ, მიუხედავად მზადებისა და პრევენციული ზომებისა, პრაიდ-ფესტივალი ჩაიშალა. მოვუწოდებ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც აგრესიული გზით ხელი შეუშალეს მშვიდობიანი შეკრების ჩატარებას“, – განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა.

 კლეიტონი ხელისუფლებას ავალებს, – 20 ათასამდე ადამიანი პასუხისგებაში მიეცით, რადგან მათ მშვიდობიანი შეკრება ჩაშალესო. იცით, რა მაინტერესებს: ტერორისტებმა რომ გადაწყვიტონ შეკრება ტერორისტული აქტის დასაგეგმად, იარაღის გარეშე სადმე ბუნებაში რომ გავიდნენ, მათი შეკრების ჩაშლაც მშვიდობიანი აქციის ვერჩატარებად ჩაითვლება? რატომ ვადარებთ ლგბტ თემის შეკრებას ტერორს? იმიტომ, რომ ტერორია, ფსიქოლოგიური ტერორი, გენოფონდზე განხორციელებული ტერორი და, ვისაც არ სჯერა, რომ პროპაგანდას შედეგი მოაქვს, ციფრებს მოვიყვანთ. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ამერიკასა და ევროპაში ლგბტ პროპაგანდა სრული სვლით ამუშავდა, შტატებში ლგბტ თემის მიმდევართა რაოდენობა  17%-ით გაიზარდა, ყველაზე დიდი მატება  შვედეთშია – 29%, საფრანგეთში ­- 17% და ასე ევროპის თითქმის  ყველა ქვეყანაში. გამოდის, რომ პროპაგანდა თავის საქმეს აკეთებს.  ჩამოთვლილთაგან ყველა დიდი ქვეყანაა და, ხომ წარმოგიდგენიათ, რა დაემართება ერთ მუჭა საქართველოს, აქაც იგივე რომ დაიწყოს.

სხვათა შორის, დასავლელი ელჩები დღემდე ამტკიცებენ, რომ მარტის აქციები მშვიდობიანი იყო, ხოლო მომიტინგეთა მხრიდან   ავტომობილებისა და პოლიციელებისთვის  ცეცხლის წაკიდება ძალადობა  არ იყო. ამასვე ამტკიცებს ოპოზიცია, არასამთავრობოები და ოპოზიციური არხებიც ერთ ხმაში გაჰკივიან, რომ ეს ყველაფერი იყო მშვიდობიანი, ანუ მშვიდობიანად იწვოდნენ პოლიციელები და… ახლა რაც საფრანგეთში ხდება, ადგილობრივი პოლიცია ერთ „ლაზარე გრიორიადისს“ კი არა, დღეში 150-200 ადამიანს რომ აკავებს და დაპატიმრებულთა  რაოდენობა უკვე 3 ათასს გადასცდა,  რატომ არავინ  ყვირის ხმის ჩახლეჩამდე: მშვიდობიანი პროტესტია, ეს ხალხი გარეთ გამოუშვითო? იმიტომ, რომ საფრანგეთი დიდია; იმიტომ, რომ საფრანგეთი ნატოსა და ევროკავშირის წევრია; იმიტომ, რომ ემანუელ მაკრონი ლიბერალებს ეფერება და შვიდფერიანი დროშაც არაერთხელ აუფრიალებია. ეს არის მიზეზები იმისა, რომ მაკრონს აქვს ყველაფრის უფლება, საქართველოშიც ყველაფრის უფლება ჰქონდა სააკაშვილს, რადგან ისიც იმას  აკეთებდა, რასაც ახლა მაკრონი. დასავლეთმა მოვალეობის მოხდის მიზნით დაგმო 2007 წლის ნოემბრის აქციების დარბევა, 2011 წლის 26 მაისის ღამეს სისხლიანი კალოს მოწყობა რუსთაველზე და ჯიხურის სახურავზე შემოდებული ორი  გვამი. ჰო, იმხანად ასე იყო საჭირო და მერე რა, რომ მართლა მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატავად გარეთ გამოსულ ხალხს გაურკვეველი წარმომავლობის ნიღბიანი ადამიანები ფიზიკურად უსწორდებოდნენ,  მაღაზიებიდან და აფთიაქებიდან გამოჰყავდათ, არ არჩევდნენ ქალსა და ბავშვს. მერე რა, რომ  დამოუკიდებელ ტელევიზიაში შევარდნენ და ვიდეოკამერები თავზე გადაამტვრიეს ჟურნალისტებს.  ვიღაცამ შემთხვევით კი არ ჰკრა ხელი ოპერატორს, არამედ ტელევიზიაში შევარდა  სპეცდანიშნულების რაზმი და ტელევიზია ეთერიდან გათიშა. მერე მფლობელს „აახიეს“ და საკუთარ თავზე მოირგეს ეს ტელევიზია. იმხანად  ეს არ იყო ძალადობა, იმხანად ეს „გააპრავა“ დასავლეთმა, ახლა კი თითიდან  გამოწოვილ ამბებს აბუქებენ და ცდილობენ, ერთი „მარშუტკა“ ხალხი დიდ მასად წარმოაჩნონ, მათი  მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის აზრად შეასაღონ  ყველას.

როგორც ევროპელი, ისე ამერიკელი დიპლომატები მიხვდნენ, რომ საქართველოს მოსახლეობა ლიბერალიზმის მომხრე არ არის და, სანამ ადამიანებს პირში სული უდგათ,  არ დაუშვებენ ლგბტ ფესტივალებსა და მსვლელობებს.  სწორედ ამიტომ სურთ ხელისუფლების შეცვლა, რათა შემდეგ მოსახლეობას სულში ჩააფურთხონ, მონად აქციონ და, რაც თვითონ  სურთ,  იმის კეთება აიძულონ.

8 ივლისი კიდევ ერთი ტესტი იყო იმისა,  რა რეაქცია ექნებოდა მოსახლეობას თითქოს მოშორებით  ჩატარებულ პრაიდზე, მაგრამ არ გამოვიდა, ვერ გაიტანეს. კიდევ გავიმეორებთ: შეკრების ჩუმად და მშვიდობიანად  ჩატარების სურვილი მართლა რომ ჰქონოდათ, ერთი თვის განმავლობაში  ყურებს არ გამოგვიჭედავდნენ ადგილმდებარეობის,  დღის, საათის დაზუსტებით და ჩუმად შეიკრიბებოდნენ, მაგრამ მათ ეს სჭირდებოდათ, ეს იყო მიზანი, ეს იყო მიზეზი, რომ მოქმედი ხელისუფლება წარმოეჩინათ მოძალადეთა მხარდამჭერად. არადა, არ იყვნენ ეს ადამიანები მოძალადეები, ისინი რეალურად საკუთარი შვილების მომავლის დასაცავად გავიდნენ ქუჩაში და, როცა საქმე შვილებს ეხება, მშობლები აგრესიულები ხდებიან, ეს ყველა ქვეყანაში ასეა.

დაბეჯითებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ, თუ დღევანდელი ოპოზიციონერები  ხელისუფლების სათავეში მოვლენ, პირველი, რასაც გააკეთებენ, ერთი და იმავე სქესის  პირთა შორის  ქორწინების დაკანონება იქნება. ამას მოჰყვება  სექსუალური უმცირესობის დაცვა, როგორც ეს მოლდოვაში მოხდა და დაიწყება ერის გადაგვარების პროცესი. უფრო სწორად, კი არ დაიწყება, გაგრძელდება, რადგან დასავლეთმა ამის კეთება 2003 წელს დაიწყო და ბოლომდე მიყვანა არ დასცალდა.

ლევან გაბაშვილი                                                                                                   

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here