Home რუბრიკები ბლოგი ერდოღანის ქურთული ცუნცვანგი

ერდოღანის ქურთული ცუნცვანგი

იმისდა მიუხედავად რომ რუსეთის ფედერაციასა და ამერიკის შეერთებულ  შტატებს   შორის  მოლაპარაკების შედეგად, სირიაში მიმდინარე კონფლიქტთან მიმართებაში მხარეებს შორის  დაიდო შეთანხმება  ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 26 თებერვლიდან, სიტუაცია მაინც უკიდურესად მძიმეა.  

ჯერ კიდევ 18 თებერვალს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ერდოგანმა გააკეთა განცხადება, რომ რა შეთანხმებაც არ უნდა მოხდეს აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებაზე ის მაინც არ შეწყვეტს ქურთების თავდაცვითი  ძალების დაბომბვას და ჩამოაგდებს ნებისმიერ საფრენ აპარატს რომელიც უნებართვოდ  შემოფრინდება თურქეთის ტერიტორიაზე. ამ განცხადებიდან გამომდინარე ცეცხლის შეწყვეტის  და კონფლიქტის დარეგულირების პერსპექტივა   ძაფზე კიდია, რომლის გაწყვეტასაც ერდოღანი  არ მოერიდება . ნუთუ ანკარა მართლა შეიყვანს ჯარებს სირიაში? ნუთუ იგნორირებას გაუკეთებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას? ნუთუ სხვა პრობლემები არ აქვს სირიის გარდა ? პირველ რიგში უნდა გავიგოთ რომ თურქეთს,  ასევე  პირადად ერდოგანს მართლაც ბევრი პრობლემები აქვს და ამ პრობლემების გამო აპირებს სირიაში ჯარის შეყვანას . ეს  ძირითადად თურქულ პოლიტიკაში და ეკონომიკაში  შექმნილი პრობლემებია და რა თქმა უნდა ქურთები – რომელიც არც მეტი არც ნაკლები- ჯერ თურქეთის ტერიტოპრიულ მთლიანობას და შემდგომში მისი როგორც  ქვეყნის არსებობას  შეუქმნის საფრთხეს .

 ქურთები რომლებიც წარმოადგენენ მრავალრიცხოვან ხალხს, დიდი ხანია ბრძოლობენ თავიანთ უფლებებისთვის და დამოუკიდებელი ქურთისტანის შექმნაზე ოცნებობენ.  სიტუაცია სირიაში მიდის  იმისკენ რომ დიდი ალბათობით ან შეიქმნება დამოუკიდებელი ქურთისტანი ან ავტონომია ფარტთო უფლებებით. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ერაყის ტერიტორიაზე ქურთებს უკვე აქვთ ავტონომია ფართო უფლებებით , ორი ავტონომიის პირობებში (სირიის და ერაყის) დამოუკიდებელი ქურთისტანის სახწელმწიფოს გამოცხადება დიდ  სიძნელეებთან არ იქნება დაკავშირებული.  შემდგომში კი  დამოუკიდებელი ქურთისტანი ძალიან მალე თურქეთში ქურთებით დასახლებულ ტერიტორიებზეც განაცხადებს პრეტენზიებს .ამ თეორიას ისიც ამყარებს რომ ქურთებს ძლიერი მხარდამჭერი ჰყავთ ვაშინგტონის სახით. თუ რატომ უწევს დახმარებას ვაშინგტონი ქურთებს ეს ცალკე განსახილველი თემაა და ამას არ ჩაუღრმავდები უბრალოდ ავღნიშნავ როგორც ფაქტს . შედეგი კი იქნება შემდეგში: თუ თურქეთი ქმედით ნაბიჯებს არ გადადგავს ცოტა ხანში ანკარა თავის საზღვრებთან მიიღებს დამოუკიდებელ ქურთისტანს. რომელიც რა თქმა უნდა თურქეთში ქურთული სეპარატიზმის მძლავრი ბაზა იქნება. ამას დაემატება თურქეთის ეკონომიკის ვარდნა. რომელიც ერთის მხრივ რუსეთის ემბარგოთი, მეორეს მხრივ უზარმაზარი ლტოლვილთა ნაკადით,  მესამეც მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით აღმოსავლეთის რეგიონში ტურისტული ინდუსტრიის დაცემით იქნება  გამოწვეული. ხოლო ცუდი ეკონომიური სიტუაცია მხოლოდ გააღვივებს სეპარატიზმს . საბოლოო ჯამში  თურქეთი სავარასუდოდ გაიხლიჩება  ( რამდენიმე ნაწილათაც) , ხოლო ერდოგანი არამარტო დაკარგავს ძალაუფლებას, არამედ ისტორიაში შევა როგორც  ქვეყნის დამაქცეველი.

 სუსტად ამის რომ ეშინოდა,  რუსეთის   სამხედრო ოპერაციაში ჩართვამდე  სირიაში, ერდიღანი ქურთების პრობლემის გადაჭრას სირიაში, მეომარი  „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების ხელით ცდილობდა. ამიტომ უჭერდა მათ მხარს და ატარებდა თავის საზღვრიდან, ამიტომ ამარაგებდა იარაღით, ამიტომ ყიდულობდა მათგან ნავთობს. ერდოგანისთვის ისლამისტური სახელმწიფოსგან  ნავთობის შესყიდვის აზრი პირველ რიგში იყო ის რომ ამით ბოევიკებს  ეყიდათ  იარაღი , ტყვია წამალი და გაენადგურებინათ ქურთები. ისლამისტი ფუნდამენტალისტი ბოევიკები ერდოღანისთვის იყო ესე ვთქვათ , დაქირქავებული ჯარისკაცები , რომლებსაც თავის საქმეების გასაკეტებლად ფულსაც კი არ უხდიდა.

 ასე მიდიოდა მანამ, სანამ რუსეთის ხელისუფლებამ მხარდაჭერა არ გამოუცხადა დამასკოს ლეგიტიმურ ხელისუფლებას და იქ თავისი შეიარაღებული  სკძ (საჰაერო კოსმოსური ძალები) არ შეიყვანა. რომლებმაც კორდინალურად შეცვალა ძალთა ბალანსი რეგიონში და ქურთების განადგურების გეგმამ ბოევიკების ხელით,  ჩავარდნა დაიწყო.

თავიდან როდესაც რუსეთმა დაიწყო თავის სამხედრო ოპერაცია, იყო ვარიანტი მათ ხელი  არ შეეშალა თურქეთისთვის, რათა მის  მიერ დაქირავებულ ბოევიკებს გაენადგურებინათ ქურთები.  არ მიახლოვებულიყვნენ თურქეთ – სირიის საზღვარს და დამასკოსთვის ფრონტისა სხვა უბნებზე გაეწია დახმარება. ეტყობა  ერდოგანი ცდილობდა კიდევაც მოლაპარაკებულიყო პუტინთან. მაგრამ როგორც ეტყობა მოსკოვი მყარად იდგა სირიის როგორც მთლიანი ერთიანი ქვეყნის მომხრე, თავისი სტრატეგიული მოკავშირის,ბაშარ ასადის  ერთული   და მთელი სირიის განთავისუფლკების გადაწყვეტილება მიიღო . ამას რაც მოყვა კი ყველამ ვიცით . ანკარამ ჩამოაგდო რუსული ბომბდამშენი, ხოლო რუსეთმა საპასუხოდ სანქციები დაუწესა ანკარას და  სირია-თურქეთის საზღვარზე თავისი ულტრათანამედროვე  საჰაერო სისტემები განალაგა. მოლაპარაკებების დრო  როგორც ჩანს გავიდა . ამიტომ  დღეს თურქეთი ან უნდა იჯდეს ჩუმათ და უყუროს, როგორ ანადგურებენ მათ ყოფილ ბოევიკებს, რომლებზეც დიდ იმედებს ამყარებდა. ანდაც რაიმე „ქუდი რატომ არ გახურავს“  მიზეზით თავისი რეგულარული ჯარი შეიყვანოს სირაში . რაც რა თქმა უნდა მეზობელ სახელმწიფოს მიმართ  სამხედრო აგრესიის კვალიფიკაციას მიიღებს .

 გაეთიანებული ერების ორგანიზაცია    რა თქმა უნდა დაგმობს თურქეთის ქმედებებს. მაგრამ როგორც საუდის არაბეთის შეჭრამ იემენში, ისლამისტური სახელმწიფოს ქმედემებმა გავაჩვენა გაერთიანებული ერების ორგანიზაციიდან მხოლოდ მაღალი ტრიბუნიდან დატუქსვის მეტს არაფერს არ უნდა ველოდოთ . დარჩება მხოლოდ ორად ორი ქვეყანა რომელსაც ხელეწიფებათ თურქული აგრესიის წნააღმდეგ ქმედითი ღონისძიებების გაატარება . ესენია რუსეთის ფედერაცია და აშშ.

 თუ რუსეთის ფედერაციის შემთხვევაში როდესაც მათ დარჩებათ მხოლოდ  ადეკვატური , მათ შორის ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით პასუხი გასცენ სირიაში შეჭრისთვის თურქულ არმიას .  მაგრამ ეს  საბოლოოდ დაასამარებს მშვიდობას რეგიონში , აშშ-ს  როგორც ნატოს დომინატ ქვეყანას, აქვს უფრო მრავალფეროვანი სპექტრი ქმედებებისა თურქული ექსპანსიის წინააღმდეგ:

1. აშშ-ს შეუძლია გარიცხოს თურქეთი ნატოს რიგებიდან რაც საკმაოდ დაასუსტებს მას.

2. აშშ-ს შეუძლია თავისი გავლენა გამოიყენოს და  დააყენოს გაეროს უშიშროების საბჭოზე თურქეთისთვის სანქციების დაწესება. რაშიც რუსეთიც და ჩინეთიც უყოყმანოდ დაუჭერს მხარს.

3. აშშ-ს შეუძლია დაიწყოს თავისი ოპერაცია სირიაში , პარალელურად კი ქურთებს დაეხმაროს . ამ შემთხვევაში ანკარა ვერ გაბედავს აშშ-ს და მის კოალიციას დაუპირიწსპირდეს.

მაგრამ გამოიყენებს კი ვაშინგტონი ზემოთ ჩამოთვლილ შესაძლებლობებს ?  მე უფრო მგონია ვაშინგტონი თვითონ   არის დაინტერესებული თურქული ექსპანსიის სირიაში. რადგან ის სტატუსქვო რაც რუსული ავიაციის დაბომბვების შედეგად, ბაშარ ასადის არმიის წარმატებები   გამოიწვია,  არც აშშ-ს და არც თურქეთს არ აწყობთ. სირიის პრეზიდენტის გამარჯვება და სირიის ტერიტოირიული მთლიანობა ვაშინგტონის გეგმებში არ შედის, ეს    პროცესებში ნაკლებად ჩახედული ადამიანისთვისაც ნათელია. მაგრამ ჩემი აზრით ვაშინგტონი    ამ ეტაპზე თავის სირიაში ინტერვენციას მოერიდება . ჯერ ერთი რუსეთთან კომფრონტაციისგან თავს შეიკავებს , მეორე  საპრეზიდენტიო არჩევნები აქვს კარზე მომდგარი, მესამეც მისი   ნატოელი, განსაკუთრებით ცენტრალური  ევროპელი  პარტნიორები დღევანდელი მონაცემებით აბსოლუტურად სკეპტიკურად უყურებენ  სახმელეთო ოპერაციებში თავიანთ მონაწილეობას და არც ვაშინგტონს ურჩევენ ამ ნაბიჯის გადადგმას.  ამიტომ თურქეთის არმიის შესვლას სირიაში ვაშინგტონი ერთის მხრივ საჯაროდ არ მოიწონებს, მაგრამ კულუარულად ხელს შუწყობს დაგააგულიანებს კიდევაც .

ყველაფერი ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე ერდოგანს აქვს ორი ვარიანტი:

1 . დაელოდოს სანამ წარმოიქმნება თავისუფალი ქურთისტანი შემდეგ კი თურქეთი ჩაეფლობა ღრმა ეკონომიურ, პოლიტიუკურ და ეთნიკურ ქაოსში .    რომლის შემდეგ  გაუხსენებენ რუსეთთან კონფლიქტსაც, ეკონომიურ კრიზისსაც და თავზელაფდასხმულს, სახელგატეხილს  გადააყენებენ.

2 . საჩქაროდ დაიწყოს ჯარების შეყვანა სირიაში და არ მოერიდოს არც ნატოს პარტნიორების უარყოფით რეაქციას, არც რუსეთთან კონფრონტაციას,  გინდაც ეს კონფრონტაცია საბოლოოდ ფართომაშტაბიან ომში გადაიზარდოს (გინდაც მესამე მსოფლიო). მაგრამ ერის მამის სახელი შეინარჩუნოს.

ორივე  ვარიანტი ერდოღანს ცუნცვანგის მდგომარეობაში აყენებს,  რომელიც  კატასტროფით დამთავრდება,   როგორც თურქეთისთვის ასევე მთელი ახლო აღმოსავლეთის  რეგიონისთვის, მაგრამ  სხვა არჩევანი არ აქვს.

 

                                                                                 ვიქტორ ცაავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here