Home რუბრიკები ბლოგი ვლადიმირ პუტინი: ალახმა დასაჯა თურქეთის მმართველი ხროვა, წაართვა რა გონება და აზროვნების...

ვლადიმირ პუტინი: ალახმა დასაჯა თურქეთის მმართველი ხროვა, წაართვა რა გონება და აზროვნების უნარი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ფედერალური კრებისთვის მიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს მიმართოს უხეშ ძალას, თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალების მიერ რუსეთის Су-24 ჩამოგდების საპასუხოდ. ამავე დროს მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი მხოლოდ ეკონომიკური სანქციების შემოღებით არ შემოიფარგლება.

ვლადიმირ პუტინი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი:

„ ჩვენს მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯში, უპირველეს ყოვლისა,  ქვეყნისა და ხალხის ინტერესებით ვიხელმძღვანელებთ. ჩვენ არ ვაპირებთ იარაღის ჟღარუნს, მაგრამ თუ ვინმე ფიქრობს იმას, რომ სამხედრო დანაშაულის ჩამდენები, მხოლოდ პომიდორებით თუ სხვადასხვა სახის სანქციებით დაისჯებიან, ძალიან ცდება.

რუსეთი კიდევ არაერთხელ გაახსენებს მათ, თუ რა ჩაიდინეს და ისინი ამას არაერთხელ ინანებენ. ჩვენ ვიცით ამას როგორ გავაკეთებთ. რუსეთი არასოდეს დაივიწყებს თურქეთის ხელისუფლების ღალატს, რომლებმაც ტერორისტებს დაუჭირეს მხარი, ეს ყველაზე მიუღებელი და უკადრისი ქმედებაა რაც კი შეეძლოთ ჩაედინათ.

 დაე იცოდნენ ეს თურქეთის ხელმძღვანელებმა, რომლებიც ფარისევლურად ცდილობენ საკუთარი თავის და ქმედებების გამართლებას, ტერორისტების დანაშაულების მიჩქმალვას.“

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი არ სვამს ტოლობის ნიშანს კეთილ თურქ ხალხსა და მმართველი ელიტის იმ ნაწილს შორის, რომელიც პასუხისმგებელია მომხდარზე.

ვლადიმირ პუტინი გამოტყდა, რომ ვერ ხვდება თუ რა მიზანს ისახავდა რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება.

„ თურქეთის პრეზიდენტი ტერორისტებისგან ნავთობს ყიდულობს, ამ ფულით კი ტერორისტები იარაღდებიან და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ტერორისტულ აქტებს აწყობენ.

 ნებისმიერი პრობლემისა თუ წინააღმდეგობის  გადაწყვეტა სულ სხვა გზით შეიძლებოდა. მეტიც, ჩვენ მზად ვიყავით გვეთანამშრომლა თურქეთთან მათთვის ყველა  საჭირბოროტო საკითხთან დაკავშირებით და გაგვაჩნდა სრული მზადყოფნა წავსულიყავით ძალიან შორს ამ მიმართულებით, ისე შორს, როგორც მათ მოკავშირეებსაც კი არ სურდათ და შეეძლოთ წასვლა.

ალბათ, მხოლოდ ალახმა უწყის თუ რატომ გააკეთეს  მათ ეს.

ალახმა გადაწყვიტა დასაჯოს თურქეთის მმართველი ხროვა: წაართვა რა მათ გონება და აზროვნების უნარი.“,- განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

კონსტანტინე ჩიკვილაძე


ვიდეო: http://www.ntv.ru/novosti/1579747/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here