Home რუბრიკები ეკონომიკა ქართული ღვინის ექსპორტი 43%-ით შემცირდა

ქართული ღვინის ექსპორტი 43%-ით შემცირდა

718

საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელთა განცხადებით, 2015 წლის იანვაროქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქართული ღვინის ექსპორტის მოცულობა 43%-ით შემცირდა. ექსპორტის შემცირება გამოიწვია რუსეთსა და უკრაინაში განვითარებულმა პოლიტიკურეკონომიკურმა მოვლენებმა, რომელთა შედეგადაც ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთში 54%-ით შემცირდა, უკრაინაში _ 61%-ით.

წელს მსოფლიოს 42 ქვეყანაში ექსპორტირებული იყო 77,2 მლნ დოლარის ღირებულების 28,1 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ქართული ღვინო.

ამასთანავე, საანგარიშო პერიოდში 87%-ით მოიმატა ექსპორტირებული ღვინის რაოდენობამ ჩინეთში. ეს ქვეყანა მეოთხეა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებშიც ქართული ღვინო საექსპორტოდ გადის. პირველ ადგილზეა რუსეთი (14,6 მლნ ბოთლი), მეორეზე _ ყაზახეთი (4 მლნ ბოთლი), მესამეზე _უკრაინა (2,5 მლნ), მეოთხეზე _ ჩინეთი (1,8 მლნ), მეხუთეზე _ პოლონეთი (1,2 მლნ).

ქართული ღვინო გააქვთ, აგრეთვე, იაპონიაში, კანადაში, აშშ-ში, კორეაში, გერმანიაში, პოლონეთში, საფრანგეთში, ისრაელში, ლატვიაში, ესტონეთსა და სხვა ქვეყნებში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here