„იმ დროს, როდესაც პუტინი ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვის სირიაში, რითაც მსოფლიოსთვის დიდი საფრთხის აცილებას ცდილობს, ობამა, ავღანეთის ჩრდილოეთში, ქალაქ კუნდუზში, ორგანიზაცია- „ექიმები საზღვრებს გარეშე“-ს საავადმყოფოს ბომბავს.“
ამერიკულმა გაზეთმა Daily News საკუთარ საიტზე განათავსა ინტერაქტიული გამოკითხვა თემაზე:
„ვისი არგუმენტებია მეტად სარწმუნო – ბარაქ ობამასი თუ ვლადიმირ პუტინის?“
როგორც მკითხველების პასუხებიდან ირკვევა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოზიციას მხარს უჭერს ხმის მიმცემების საერთო რაოდენობის მხოლოდ 4%, ხოლო რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს კი 96%, ანუ- 25 895 გამოკითხული.
სტატიაში, რომელიც გამოკითხვამდე გამოქვეყნდა გამოცემის საიტზე, საუბარია აშშ-ისა და რუსეთის დაპირისპირებაზე- სირიის და უკრაინის საკითხებთან მიმართებაში, რომელიც დაფიქსირდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე, ამ ორი ქვეყნის ლიდერების გამოსვლისას.
ორიგინალი იხილეთ ლინკზე ქვემოთ:
https://eadaily.com/news/2015/10/01/golosovanie-daily-news-za-putina-96-za-obamu-4
ჩემი აზრით, ორი ქვეყნის ლიდერების პოზიციების ასეთი არაერთგვაროვანი შეფასებები სავსებით ადეკვატურია და ზუსტად ასახავს არსებულ რეალობას.
მაგალითისთვის: შეუძლებელია ამერიკელ მილიარდერს, ერთ დროს სააკაშვილის მეგობარს და აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატს რესპუბლიკური პარტიიდან, დონალდ ტრამპს, ვლადიმირ პუტინის გულშემატკივრობა დასწამო, ამის მიუხედავად ტელეკომპანია NBC-სთან ინტერვიუში მან სიტყვა-სიტყვით განაცხადა შემდეგი:
მომწონს, რომ პუტინი მიწასთან ასწორებს „ისლამურ სახელმწიფოს“ სირიაში, რადგანაც კარგად უწყის, რომ ეს საფრთხე მის ქვეყნამდეც მივიდოდა ერთ დროს. ნახეთ რა ხდება ახლო აღმოსავლეთში- ლიბიაში, ერაყში….ყველგან ქაოსია, უკეთესი იქნებოდა სადამ ჰუსეინი და კადდაფი არ დაემხოთ, რადგანაც სწორედ ერაყის კატასტროფამ შობა „ისლამური სახელმწიფო“.
ალბათ მიხვდით ვის და რას აკრიტიკებს ტრამპი- საუბარია სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების და მისი პრეზიდენტის ბარაქ ობამას პოლიტიკაზე ახლო აღმოსავლეთში.
იმ დროს, როდესაც პუტინი ტერორისტულ დაჯგუფებას ებრძვის სირიაში, რითაც მსოფლიოსთვის დიდი საფრთხის აცილებას ცდილობს, ობამა, ავღანეთის ჩრდილოეთში, ქალაქ კუნდუზში, ორგანიზაცია- „ექიმები საზღვრებს გარეშე“-ს საავადმყოფოს ბომბავს. დაბომბვის მომენტში საავადმყოფოში 200-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
„ექიმები საზღვრებს გარეშე“-ს გენერალური დირქეტორი გაბრიელ ემინენტე აცხადებს, რომ საავადმყოფოს დაბომბვა არ იყო შემთხვევითი- ის მრავალჯერ დაიბომბა ამერიკული ავიაციის მიერ ერთი საათის განმავლობაში.
„ამერიკელებისთვის კარგად იყო ცნობილი ჩვენი კოორდინატები, ის ყველა საბრძოლო რუქაზე იყო დატანილი, მოვითხოვთ სრულ და დამოუკიდებელ გამოძიებას“,- აცხადებს ემინენტე.
აშშ-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ავიადარტყმები მხოლოდ საავადმყოფოს მახლობლად განახორციელეს….?!!! ნატოს შტაბ-ბინაში ამერიკელი სამხედროების შეცდომას არ გამორიცხავენ.
დაბომბვას 16 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის საავადმყოფოს თანამშრომლები და პაციენტები, 37-მა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.
მრავალი პაციენტი და საავადმყოფოს თანამშრომელი ჯერ-ჯერობით ვერ დაიძებნა.
კონსტანტინე ჩიკვილაძე