Home რუბრიკები პოლიტიკა ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი: ერი, რომელიც დაღუპულ შვილებს ივიწყებს– განწირულია!

ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი: ერი, რომელიც დაღუპულ შვილებს ივიწყებს– განწირულია!

ინტერვიუ ახლახანს შექმნილ „ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის“ ერთ–ერთ ლიდერ ბაჩო ცომაიასთან.

 

 

 ბატონო ბაჩო, როდის შეიქმნა ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი, ვინ არიან კლუბის დამფუძნებლები, მოგვიყევით კლუბის მიზნების შესახებ.


  კლუბის შექმნის იდეა რამდენიმე თვის წინ გაჩნდა და სულ რაღაც ორი კვირის წინ ოფიციალურად დავრეგისტრირდით, როგორც“ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი“.

კლუბის დამფუძნებლები არიან გაბრიელ ჩიკვილაძე, გიორგი მდივანი, ირაკლი ყიფიანი, ლაშა ქურდაშვილი და მე ვლადიმერ ( ბაჩო) ცომაია.  

 ჩვენ მიგვაჩნია რომ საქართველოში უნდა არსებობდეს ორგანიზაცია რომელიც არ იქნება დამოკიდებული ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალაზე თუ კონიუნქტურაზე და  არსაიდან იმართებოდეს, რეალურად იდგეს ქვეყნის სამსახურში და ასრულებდეს ხალხის დავალებებს და მოთხოვნებს.


თქვენს მიერ ჩამოთვლილი ახალგაზრდები, გარდა ირაკლი ყიფიანისა, პოლიტიკაში უცნობი სახეები არიან. იქნებ დაგვიხასიათოთ ისინი, აგრეთვე  რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში წასვლა და რა ახლებური თუ განსხვავებული ხედვები გაგაჩნიათ, იმ რეალობასთან მიმართებაში რაც დღეს არის საქართველოში?

დიახ,  გეთანხმებით,  ჩამოთვლილი ახალგაზრები გარდა ირაკლი ყიფიანისა არ არიან ცნობადი პოლიტიკური ფიგურები, მაგრამ მერწმუნეთ ისინი არიან ადამიანები ვისაც ჭეშმარიტათ უყვართ საქართველო, ქართველი ხალხი და რაც ჩემთვის უპირველესად მნიშვნელოვანია პატივს სცემენ საკუთარ ადათ–წესებს და ტრადიციებს , რომ აღარაფერი ვთქვა იმაზე რომ ისინი არიან საკუთარი საქმის პროფესიონალები და სწორედ ამ ყველაფერმა გვიბიძგა ჩვენ, ახალგაზრდებს,  ყველას ერთად შეგვექმნა ისეთი ძალა, რომელიც  პიარული ქმედებებით კი არ იქნება დაკავებული,  არამედ ქართველ ხალხს რეალურ და გამჭვირვალე ინფორმაციებს მიაწვდის მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და პროქართული იდეების განხორციელებაზე  იმუშავებს.

რაც შეეხება ჩემს პოლიტიკაში მოსვლას მინდა გიტხრათ, რომ  დაახლოებით 5 წლის განმავლობაში ვიყავი ახალი მემარჯვენეების ახალგაზრდული ფრთის წევრი და აქტიურად  ჩაბმული ყველანაირ პოლიტიკურ პროცესში. თუმცა შემდეგ გარკვეული მიზეზების გამო დავტოვე ეს პარტია. აქვე მინდა ავღნიშნო რომ ამ ხუთი წლის განმავლობაში მე ვიდექი იქ სადაც ქართული საზოგადოება იდგა და ვებრძოდი იმ უსამართლობას, რაც 8 წლის განმავლობაში იყო გამეფებული ჩვენს ქვეყანაში!

 

როგორც  ცნობილია, თქვენს ორგანიზაციას გააჩნია საკუთარი ხედვა რუსულ–ქართულ ურთიერთობებთან მიმართებაში, რაში მდგომარეობს ამ ხედვის არსი,  რითი განსხვავდებით ქვენ დღევანდელი პოლიტიკური სპექტრისგან, რაში ეთანხმებით და რაში არა ახალ ხელისუფლებას?


რაც არ უნდა არა პიარულად  ჟღერდეს ეს, ჩვენ მიგვაჩნია რომ აუცილებელია კეთილმეზობლური და თანასწორუფლებიანი ურთიერთობების აღდგენა რუსეთთან და არამარტო რუსეთთან, ყველა მეზობელ ქვეყანასთან.

გასული წლების განმავლობაში არაფერი დადებითი არ მოუტანია ჩვენთვის  წამდაუწუმ იმის ყიჟინს, რომ რუსეთი ოკუპანტია, რუსეთი გვჩაგრავს, რუსეთი ჩვენი მტერია…. და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ხალხში დაინერგა ის, რომ ადამიანი რომელიც პოზიტიურად არის განწყობილი რუსეთთან მიმართებაში, ცდილობს საქართველოს სასიკეთოთ მეზობელთან ურთიერთობების აღდგენას,  ავტომატურად ერის, ქვეყნის მტერია….ამაზე, სერიოზულად იმუშავა სააკაშვილის მსუყედ გამოკვებილმა ქართულმა “პიარმანქანამ”–ქართულმა მედიასაშუალებებმა!

მოდით ვიყოთ რეალისტები და ვისწავლოთ შეცდომების აღიარება, დავიწყოთ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან და გვახსოვდეს რომ მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს.  პირველ რიგში ჩვენ საკუთარ შეცდომებზე გავამახვილოთ ყურადღება, რაც რუსეთთან მიმართებაში გვაქვს დაშვებული,და რომლებმაც ისევ ჩვენ დაგვხიეს უკან და ისევ პირველ რიგში ჩვენ გვაზარალეს. შევეცადოთ საქართველოს სასიკეთოთ გამოვასწოროთ ქართულ–რუსული ურთიერთობები, ამის ალტერნატივა არ არსებობს, რუსეთს ხომ  მთელი მსოფლიო ითვალისწინებს და არა იმიტომ რომ მაინცამაინც დიდი სიმპატიები გააჩნიათ მათ მიმართ….

  

ცნობილია, რომ თქვენი ორგანიზაცია, სხვა შემოქმედებით  კოლექტივებთან თუ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან ერთად, აპირებს მიიღოს მონაწილეობა 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების  დღის აღნიშვნაში,  რომელიც ლარსში, ნეიტრალურ ტერიტორიაზე გაიმართება. იქნებ  გვითხრათ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ , ვინ არიან ღონისძიების ორგანიზატორები, ვისი დაპატიჟებით მიემგზავრებით ლარში და საერთოდ, გაგვაცნოთ თქვენი კლუბის პოზიცია აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით?

დიახ, ჩვენ ვაპირებთ 9 მაის შეუერთდეთ ლარსზე დაგეგმილ ღონისძიებებს რადგან მიგვაჩნია რომ ეს არის საქართველოს და ქართველი ხალხის ისტორიაში ერთ–ერთი საპატივსაცემო და ღირსშესანიშნავი დღე. როგორც ისტორიიდან ცნობილია საქართველოდან 300 000 მეომარზე მეტი დაიღუპა ფაშიზმთან ბრძოლაში, მათი სულები ჩვენგან სანთლის დანთებას და ლოცვას ითხოვენ. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ის ვალდებულებები რაც მათ მიმართ გაგვაჩნია, ერი რომელიც თავის დაღუპულ შვილებს  ივიწყებს– განწირულია!

მე პირადად,  როგორც საქართველოს მოქალაქეს,  ქართულ ადათ–წესებზე აღზრდილს და  შვილს ქვეყნისა,  რომელმაც პროცენტულად  ყველაზე მეტი ადამიანი შესწირა ფაშიზმზე გამარჯვებას,  როგორც შვილიშვილს ომში დაღუპული ბაბუისა, მიმაჩნია რომ  ქართველი ერი, განურჩევლად სქესისა, თუ პოლიტიკური შეხედულებების,  უნდა აღნიშნავდეს ამ დღეს და პატივს მიაგებდეს იმ ადამიანებს რომლებმაც თავი გასწირეს ჩვენი მომავლისათვის!

დანარჩენზე მოგვიანებით მოგახსენებთ, როდესაც ღონისძიებების კონკრეტული პროგრამა გახდება ცნობილი.

დიდი მადლობა მოწვევისთვის.


ინტერვიუს უძღვებოდა კონსტანტინე ჩიკვილაძე

1 COMMENT

  1. ქართული ოცნება აპირებს 9 მაისთან დაკავშირებით თავისი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები მოსკოვში მიავლინონ, რათა მონაწილეობა მიიღონ საზეიმო ღონისძიებებში. ამან ქართულ საზოგადოებაში სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. ამის შემდეგ ასპარეზზე გამოვიდა „ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი“, რომელმაც 9 მაისის აღნიშვნის „შუალედური“ ვარიანტი გაახმოვანა.
    9 მაისი აღითქმება რუსული იმპერიის გამარჯვების დღედ თავიანთ მეორე(!) სამამულო ომში. ფაშისტური გერმანიის დამარცხებას მთელი მსოფლიო 8 მაისს აღნიშნავს. სამამულო ომის საქართველოზე გაიგიავება მკრეხელობაა, რადგან ამ დროს საქართველო იყო კოლინია. ქართველებს 2-ზე ბევრად მეტი სამამულო ომი ჰქონია, საქართველოს ისტორია ძირითადად დამპყრობლებთან ომში გამოიხატებოდა. ყველა შემთხვევაში საქართველოსთვის მეორე მსოფლიო ომი ტრაგედია იყო და შეიძლება მისი, როგორც გლოვის დღის აღნიშვნა. თუ მაინცდამაინც განარჯვების დღე გვინდა, დიდგორში გამარჯვება ვიდღესასწულოდ ყოველეწლიურად.
    რა პოლიტიკას მისდევენ ახალგაზრდა პოლიტილოგები? რა შუაშია ლარსი და ნეიტრალური ტერიტორია? რუსები თავიანთ ომში ქართველების ღვაწლზე ლაპარაკობენ და „უფროსი ძმების" საამებლად, მთლად მოსკოვში თუ არ მივეახლეთ, მაქსიმალურად უნდა მივუახლოდეთ, რათა მონაწილეობა მივიღოთ მათ „გამარჯვების დღესასწაულში“? ნუთუ ესაა ჩვენი პოლიტოლოგიის მომავალი?

  2. მომწონს შენი ხედვა..ბევრი გვჭირდება ასეთი ჯანსაღი აზროვნების ახალგაზრდები

  3. ეგრედწოდებულო გიგა.. რომელის საზოგადოება აღშფოთხა ხომ ვერ მეტყვი? შემთხვევით ნაციონალური მოძრაობის დაშლილი ახალგაზრდების ფრთის წარმომადგენლებზე ხომ არა .. ან იმ ნაწილზე facebook_ზე გვერდი რომ გეეკეთეს საქართველოს სახელმწიფო მტრები, და თითო კომენტარზე 10 ლარს რომ უხდიან? სასაცილოა უბრალოდ.

  4. ბატონო გია, მესმის თქვენი. მეც არ მიყვარს რუსეთი თქვენსავით, მაგრამ გაგახსენებთ ერთ ძალაინ მნიშვნელოვან ფაქტს გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ცხოვრებიდან, "1918 წლის მარტში როდესაც თურქებმა კვლავ დაიკავეს ბათუმი. ქართველმა ბოლშევიკებმა დახმარება სთხოვეს მას. თუმცა ორჯონიკიძემ პირდაპირ განუცხადა, გენერალ მაზნიაშვილს რომ : “როგორც მენშევიკი გენერალი, შენ გამოცხადებული ხარ კანონგარეშედ და ნებისმიერს შეუძლია შენი დახვრეტა. ამიტომ გადმოდი ბოლშევიკების მხარეს.” მაზნიაშვილმა უპასუხა: “მე არც მენშევიკი და არც ბოლშევიკი გენერალი ვარ. მე ქართველი გენერალი ვარ”. მან სასწრაფოდ შეიმუშავა გეგმა, გამოაცხადა ქართული არმიის ნაშთების მობილიზაცია და განდევნა თურქები აჭარიდან იქამდე, სანამ ჟლობას კავალერია ბათუმს მიაღწევდა."
    ჩვენ ქართველები უნდა ვეცადოთ არც რუსი და არც ამერიკელი გენერლები არ ვიყოთ არამედ ქართველი, თავდადებული გლეხები, ბატონები, ხელოსნები თუ მენეჯერები ვიყოთ და გვახსოვდეს ჭაბუა ამირეჯიბის დათა თუთაშხიას პირით ნათქვამი სიტყვები: სანამ რამეს იტყოდე ბაბა დაფიქრდი, თუ გამოადგება ეს შენს ერს, ქვეყანას, რადგან შენი საქციელი სახლში ენი ოჯახის სახეა, გარეთ კი შენი ერის, ასე გვასწავლიდა მამაჩვენი და ჩვენი მოდგმის ყველა მამა თავის შვილებს. სულის სიღმეში თქვენც ხომ ასე ფიქრობთ ბატონო გია? მივესალმები ახალგაზრდების ასეთ აქტივობას ყოველთვის, ყველგან!

  5. ბატონო გია, მესმის თქვენი. მეც არ მიყვარს რუსეთი თქვენსავით, მაგრამ გაგახსენებთ ერთ ძალაინ მნიშვნელოვან ფაქტს გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ცხოვრებიდან, "1918 წლის მარტში როდესაც თურქებმა კვლავ დაიკავეს ბათუმი. ქართველმა ბოლშევიკებმა დახმარება სთხოვეს მას. თუმცა ორჯონიკიძემ პირდაპირ განუცხადა, გენერალ მაზნიაშვილს რომ : “როგორც მენშევიკი გენერალი, შენ გამოცხადებული ხარ კანონგარეშედ და ნებისმიერს შეუძლია შენი დახვრეტა. ამიტომ გადმოდი ბოლშევიკების მხარეს.” მაზნიაშვილმა უპასუხა: “მე არც მენშევიკი და არც ბოლშევიკი გენერალი ვარ. მე ქართველი გენერალი ვარ”. მან სასწრაფოდ შეიმუშავა გეგმა, გამოაცხადა ქართული არმიის ნაშთების მობილიზაცია და განდევნა თურქები აჭარიდან იქამდე, სანამ ჟლობას კავალერია ბათუმს მიაღწევდა."

  6. გიას კომენტარი ეს იმდენად მდიმე შემთხვევაა რომ აქ მედიცინაც კი უძლურია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here