Home ახალი ამბები “გვაქვს ბევრი კითხვა და იმედია, პასუხებს მივიღებთ” – თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ხვალ...

“გვაქვს ბევრი კითხვა და იმედია, პასუხებს მივიღებთ” – თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ხვალ მთავარ პროკურორს შეხვდება

1538
პანკისში 26 დეკემბერს ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი, თემირლან მაჩალიკაშვილის დედა აცხადებს, რომ ოჯახი თანახმაა მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს ხვალ, თბილისში შეხვდეს.

მხოლოდ ოჯახთან უნდა შეხვედრა და სხვა გარეშე პირებთან არა. ჩვენთან ერთად იქნება ადვოკატიც. გვაქვს ბევრი კითხვა და იმედია, პასუხებს მივიღებთ, თუმცა კარგი იქნებოდა ხეობაში მომხდარიყო შეხვედრა იმ ხალხთან ერთად, ვისაც სპეცოპერაციის შესახებ ბევრი კითხვა აქვს. ჩვენ, პირველ რიგში, მოვითხოვთ, ჩემ შვილს მოაშორონ დამნაშავის სტატუსი, მიანიჭონ დაზარალებულის სტატუსი და დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა“, – განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

ირაკლი შოთაძე მაჩალიკაშვილების ოჯახს ხვალ, 13:00 საათზე, მთავარ პროკურატურაში შეხვედრას სთავაზობს.

26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა, იგი რამდენიმე დღეში თბილისში საავადმყოფოში გარდაიცვალა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here