Home რუბრიკები ეკონომიკა წლიურმა ინფლაციამ 4,6 პროცენტი შეადგინა

წლიურმა ინფლაციამ 4,6 პროცენტი შეადგინა

684

„საქსტატის“ ინფორმაციით, ინფლაციის დონემ საქართველოში 2011 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით 0,6 პროცენტი, ხოლო 2010 წლის სექტემბერთან შედარებით 4,6 პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, რომ 12-თვიან პერიოდში აღნიშნული მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა  სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასების ცვლილებამ იქონია. კერძოდ, მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 5,8 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის საერთო მაჩვენებელში 2,5  პროცენტული პუნქტი შეადგინა.
ფასების ზრდის მაღალი მაჩვენებლები ხორცსა და ხორცის პროდუქტების ქვეჯგუფზე (24,9 პროცენტი), შაქარსა და ტკბილეულობის ქვეჯგუფზე (15,7 პროცენტი), რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (11,2 პროცენტი), ზეთი და ცხიმის ქვეჯგუფზე (8,1 პროცენტი), პურის და პურპროდუქტების ქვეჯგუფზე (6,2 პროცენტი) დაფიქსირდა.
ფასების კლება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (14,1 პროცენტი), ხილსა და ყურძენზე (6,2 პროცენტით).
ანალოგიურ პერიოდში გაიზარდა ასევე ტრანსპორტის ფასებიც. „საქსტატის“ ინფორმაციით, ფასები  17,3 პროცენტით გაიზარდა. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის საერთო მაჩვენებელში 1,7 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ ჯგუფში ფასების მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა: სატრანსპორტო მომსახურების ქვეჯგუფზე (23,8 პროცენტი) და საწვავის ქვეჯგუფზე (17,3 პროცენტი).
2011 წლის სექტემბერში 2010 წლის სექტემბერთან შედარებით ფასების 7,6–პროცენტიანი კლება დაფიქსირდა კავშირგაბმულობის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც ინფლაციის საერთო მაჩვენებელში -0,3 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here