მთავარი მსოფლიო 2050 წელს გერმანია მუსლიმანური ქვეყანა იქნება, საფრანგეთში კი 7 წლის შემდეგ ყველა...

2050 წელს გერმანია მუსლიმანური ქვეყანა იქნება, საფრანგეთში კი 7 წლის შემდეგ ყველა მეხუთე მცხოვრები _ მუსლიმი

1564
გააზიარეთ
2050 წელს გერმანია მუსლიმანური ქვეყანა იქნება, საფრანგეთში კი 7 წლის შემდეგ ყველა მეხუთე მცხოვრები _ მუსლიმი

მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მოსახლეობამ იმ ზღვარს მიაღწია, რომლის იქით შობადობის რაოდენობრივი მაჩვენებელი აღდგენის (აღწარმოების) დონეს ძალიან ჩამორჩება და, თუ არაფერი შეიცვლება, ამ ქვეყნებში მცხოვრები მკვიდრი და ჩასული მოსახლეობის თანაფარდობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. “ევროპის მამებმადემოგრაფიული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად ერთ საშუალებას მიმართეს: თავიანთ ქვეყნებში შეჰყავთ მიგრანტები, როგორც ფიქრობდნენ, განსაზღვრული რაოდენობით, მაგრამ ამ პრობლემამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო და ახლა ევროპაში, საითაც ასე გამალებით მიერეკება ქართველებს ქვეყნის ხელისუფლება, კატასტროფული ვითარებაა; ისეთი, რომ, სპეციალისტების პროგნოზით, გერმანია 2050 წელს მუსლიმანური ქვეყანა იქნება, საფრანგეთში კი ყოველი მე-5 მცხოვრები _ მუსლიმი. ანალოგიური ვითარებაა ევროპის სხვა ქვეყნებშიც _ ჰოლანდიაში, ბელგიაში და სხვ. თუმცა ეს მონაცემები, რომლებსაც ქვემოთ გთავაზობთ, დაახლოებით 7-8 წლის წინანდელია და დღეს ვითარება შეიძლება კიდევ უფრო მძიმე იყოს.

მეცნიერთა კვლევების თანახმად, ერმა 25 წელიწადზე მეტი რომ იცხოვროს, შობადობის კოეფიციენტი 2,11 ბავშვი უნდა იყოს ერთ ოჯახზე, თუ ამაზე ნაკლებია, ერი გაქრება. კაცობრიობის ისტორიაში ვერც ერთმა ერმა ვერ შეძლო აღდგენა-განვითარება, როცა შობადობის კოეფიციენტი იყო 1,9 ბავშვი, ხოლო 1,3 კოეფიციენტის შემთხვევაში ერის დემოგრაფიული განვითარება შეუძლებელია, იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში აღდგენას დასჭირდება 80-დან 100 წლამდე პერიოდი. ეკონომიკური მოდელი კი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში შეძლებდა ერის არსებობის შენარჩუნებას, არ არსებობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ არის მშობელთა ორი წყვილი და მათ ჰყავთ თითო-თითო შვილი, ე.ი., ბავშვები ორჯერ ნაკლები არიან, ვიდრე მშობლები, თუ ამ ბავშვებს ეყოლებათ თითო შვილი, მაშინ შვილიშვილები მშობლებზე 4-ჯერ ნაკლებნი იქნებიან. როდესაც მცირდება პოპულაცია, მცირდება ერიც. შობადობის კოეფიციენტი საფრანგეთში ამჟამად არის 1,8, ინგლისში _ 1,6, საბერძნეთში _ 1,3, იტალიაში _ 1,2, ესპანეთში _ 1,1. ევროკავშირის 31 ქვეყანაში შობადობის საშუალო კოეფიციენტი 1,38 ბავშვია ოჯახზე. ისტორიული მონაცემები მიუთითებს, რომ ასეთ შემთხვევაში ერის გაქრობის პროცესი შეუქცევადია. წლების შემდეგ ისეთი ევროპა, როგორიც ჩვენ ვიცით, აღარ იარსებებს. მიუხედავად ამისა, ევროპის მოსახლეობა არ მცირდება. რატომ? ამის მიზეზი იმიგრაციაა.

1990 წლიდან ევროპაში მოსახლეობის 90%-ით მატება განპირობებულია ისლამური იმიგრაციით.

საფრანგეთი: 1,8 ბავშვი ოჯახზე, მუსლიმანები _ 8,1.

20 წლამდე მოზარდთა 30% მუსლიმანია. ნიცაში, მარსელში პარიზში და სხვა დიდ ქალაქებში ამ მაჩვენებელმა 45%-ს მიაღწია.

2027 წელს ყოველი მეხუთე ფრანგი მუსლიმანი იქნება. ბოლო 30 წლის განმავლობაში ინგლისში აზიური წარმოშობის მოსახლეობის რაოდენობამ 82000-დან 2500000-ს მიაღწია, ანუ 30-ჯერ მოიმატა. იქ 1000-ზე მეტი მეჩეთია, რომელთა შორის ბევრია ყოფილი ეკლესია.

შობადობის კოეფიციენტი სხვადასხვა ქვეყანაში
შობადობის კოეფიციენტი სხვადასხვა ქვეყანაში

ჰოლანდიაში ახალშობილთა 50% არაბია და 15 წლის შემდეგ ჰოლანდიის მოსახლეობის ნახევარი მუსლიმანი იქნება. ბელგიაში მოსახლეობის 25% და ახალშობილთა 50% მუსლიმანია. 2025 წლისთვის ევროპელი ბავშვების 1/3 მუსლიმანურ ოჯახებში დაიბადება. გერმანიის მთავრობა იძულებული შეიქნა, ეს საჯაროდ განეცხადებინა და ეთქვა, რომ გერმანელთა შობადობის შემცირების შეჩერება უკვე შეუძლებელია. ახლა ეს უკვე შეუქცევადი პროცესია.

2050 წელს გერმანია ისლამური სახელმწიფო იქნება.

ლიბიის პრეზიდენტმა მუამარ კადაფიმ, რომელიც დასავლეთის მიერ დაბომბილ ლიბიაში ამბოხებულებმა მხეცურად მოკლეს, განაცხადა:

როგორც ჩანს, ალაჰი ჩვენ ევროპაში გამარჯვებას ხმლისა და იარაღის გარეშე, დაპყრობის იარაღის გარეშე გვაჩუქებს, ჩვენ არ გვჭირდება ტერორისტები, თვითმკვლელები, სულ რაღაც, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ 50 მილიონი არაბი ევროპას მუსლიმანურ კონტინენტად გადააქცევს”.

იმავეზე მიუთითებს რიცხვები კანადაშიც: ამჟამად იქ შობადობის კოეფიციენტი 1,6 ბავშვია ერთ ოჯახზე. ეს საჭიროზე ნაკლებია. აუცილებელია, რომ ეს კოეფიციენტი 2,11 იყოს. ამერიკის შეერთებულ შტატებში შობადობის მიმდინარე კოეფიციენტი 1,6-ია. ლათინურ ერებსა და იმიგრანტებთან ერთად ეს მაჩვენებელი 2,11-ს აღწევს. ეს არის მინიმუმი, რომელიც საჭიროა ერის არსებობის შესანარჩუნებლად.

1970 წელს აშშში ცხოვრობდა 100 000 მუსლიმანი, ამჟამად 9 მილიონზე მეტია.

მსოფლიო იცვლება.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

P.S. შობადობის რაოდენობრივი კოეფიციენტი _ ეს არის საშუალო რაოდენობა იმ ახალშობილებისა, რომლებსაც ყოველი ქალი სიცოცხლის განმავლობაში აჩენს. ეს მაჩვენებელი განსხვავდება შობადობის დონის განმსაზღვრელი მონაცემისგან, რომელიც აღნიშნავს ახალშობილთა რაოდენობას ყოველ 1000 ადამიანზე წლის განმავლობაში, როცა შობადობის რაოდენობრივი კოეფიციენტი ეცემა და 2,1- ქვემოთ რჩება, მოსახლეობის რაოდენობაც მცირდება.

საქართველოში, რომლის მოსახლეობა, 2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, 3,7 მლნია, შობადობის კოეფიციენტი 2018 წელს 2-ის (ეს მონაცემი აღებულია ვებგვერდ at.geდან) ტოლი იყო.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here