Home რუბრიკები ისტორია სევასტოპოლის გმირული დაცვა

სევასტოპოლის გმირული დაცვა

დიდი სამამულო ომის დასაწყისისთვის სევასტოპოლის თავდაცვითი რაიონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამაგრებული ადგილი იყო. საბჭოთა ისტორიოგრაფიაში სევასტოპოლის პირველ შტურმად მიჩნეულია გერმანული ჯარების მცდელობა, ქალაქი სწრაფად, 1941 წლის 30 ოქტომბრიდან 21 ნოემბრამდე აეღოთ. 30 ოქტომბრიდან ბრძოლები მიმდინარეობდა სევასტოპოლის შორეულ მისადგომებთან, ხოლო 20 ნოემბერს ციხესიმაგრის გარე ზღუდის იერიში დაიწყო. სახმელეთო ჯარი ქალაქში აღარ იყო, დაცვა შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ქვეითი ჯარების, სანაპირო ბატარეებისა და ცალკეული ქვედანაყოფების ძალებით ხორციელდებოდა. საბჭოთა დაჯგუფება თავდაპირველად 20 ათასამდე კაცს ითვლიდა.
ოქტომბრის ბოლოს უმაღლესმა მთავარსარდლობამ სევასტოპოლის გარნიზონის გაძლიერება პრიმორსკის არმიით (მეთაური – გენერალ-მაიორი ი. ე. პეტროვი) გადაწყვიტა, რომელიც მანამდე ოდესას იცავდა. 16 ოქტომბერს პრიმორსკის არმია ზღვით სევასტოპოლში გადმოისროლეს. დამხმარე ძალა 36 ათას კაცს, 500 საბრძოლო იარაღს, 20 ათას ტონა საბრძოლო მასალასა და ტანკებს შეადგენდა. ამგვარად, ნოემბრის ბოლოს სევასტოპოლის გარნიზონში 50-55 ათასამდე კაცი იყო.

9-10 ნოემბერს ვერმახტმა ციხესიმაგრეს ხმელეთიდან ალყა შემოარტყა. თუმცა მთელი ნოემბრის განმავლობაში თავისიანებამდე მიღწევას ლამობდნენ არიერგარდის ძალები, კერძოდ კი, ენ-კა-ვე-დეს 184-ე მსროლელი დივიზიის ნაწილები. 11 ნოემბერს ვერმახტის მე-11 არმიამ ბრძოლა გააჩაღა მთელ პერიმეტრზე. 10 დღის განმავლობაში მოიერიშეები თავდაცვის წინა ხაზზეც გავიდნენ, რის შემდეგაც ბრძოლები დროებით შეწყდა.

სევასტოპოლის ალყის გასაგრძელებლად მე-11 არმიის გენერალმა ე. ფონ მანშტეიმმა ძირითადი ძალები ქალაქისკენ მიიზიდა და ქერჩის რაიონში მხოლოდ ერთი ქვეითი დივიზია დატოვა. საბჭოთა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ეს გარემოება საპასუხო დარტყმის განსახორციელებლად გამოეყენებინა. ფ. ტოლბუხინის მიერ შედგენილი ოპერაციის გეგმის მიხედვით, ქერჩის რაიონსა და ფეოდოსიის პორტში 51-ე და 44-ე არმიების ერთდროულად გადასხმის შედეგად ალყაში უნდა მოექციათ და გაენდაგურებინათ მოწინააღმდეგის დაჯგუფება. შემდგომში ნავარაუდევი იყო იერიშის მიტანა ნახევარკუნძულის სიღრმეში, სევასტოპოლის დებლოკირება და ყირიმის საბოლოოდ გათავისუფლება. სამწუხაროდ, ოპერაცია დიდი მარცხით დასრულდა: სამი საბჭოთა არმია ალყაში მოექცა და განადგურდა. საერთო დანაკარგმა 300 ათას კაცზე მეტი შეადგინა, 170 ათასი ტყვის ჩათვლით. დესანტის დამარცხება მძიმედ აისახა სევასტოპოლის შემდგომ ბედზე და ვერმახტს კავკასიაზე იერიშის მიტანა გაუადვილა.

ხმელეთზე სევასტოპოლის დაცვა საარტილერიო ფორტებს ეყრდნობოდა, რომელთა გასანადგურებლადაც მოწინააღმდეგემ დიდი კალიბრის საალყო არტილერია გამოიყენა. 22 კმ-ის პერიმეტრზე მძიმე არტილერიის 200-მდე ბატარეა იყო განთავსებული, 210-მმკალიბრიანი მძიმე ჰაუბიცებისა და პირველი მსოფლიო ომის დროიდან შემორჩენილი 300 და 350-მმკალიბრიანი ჰაუბიცების ჩათვლით.

სევასტოპოლთან გამოყენებული იქნა, აგრეთვე, “დორას” კლასის ზემძიმე 800-მმკალიბრიანი საბრძოლო ქვემეხი. ის მწყობრში ჩადგა ივნისის დასაწყისში და ერთიანობაში 50-მდე 7-ტონიანი ჭურვი გამოუშვა. “დორას” ცეცხლი მიმართული იყო

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here