ათეულში წარმოდგენილი ადამიანები, რომლებიც ისტორიაში შევიდნენ, ბავშობაში და ხშირ შემთხვევაში მოწიფულობის ასაკამდეც სულაც არ გამოირჩეოდნენ წიგნიერებით.
“საქართველო და მსოფლიო” წარმოგიდგენთ 10 ოროსან გენიოსს:
- უინსტონ ჩერჩილი:
არისტოკრატული ოჯახის უფროსი ვაჟი უინსტონ ჩერჩილი ადრეული ასაკიდანვე უარს აცხადებდა სასკოლო განათლების მიღებაზე, მაგრამ მას ყოველთვის, სადმე კუთხეში მისი ასაკისთვის შეუფერებლი წიგნით ხელში პოულობდნენ.
“სამხედრო კლასში” მისმა 12 კლასელმა შეძლეს და ჩააბარეს გამოცდა ყველა საგანში, მაგრამ ჩერჩილს ვერაფერი გამოუვიდა. ჩერჩილი მესამედ ცდილობს ჩააბაროს გამოცდები სამეფო სამხედრო სასწავლებელში (სირთულეები ლათინურის წერით სამუშაოებთან ჰქონდა), მაგრამ დაბალი შედეგის გამო ის ხდება კურსანტი-კავალერისტი და მხოლოდ მას შემდეგ გადადის უფრო პრესტიჟულ ფეხოსანთა კლასში, როდესაც რამდენიმე კონკურსანტი უარს აცხადებს ჩაბარებაზე. თუმცა მის ამგვარ „ბექრაუნდს“ არ შეუქმნია მისთვის არანაირი დაბრკოლება გამხდარიყო მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ვექტორი მსოფლიო პოლიტიკაში.
2. ვლადიმერ მაიაკოვსკი:
საბჭოთა ლიტერატურა ვლადიმერ მაიაკოვსკის ცუდი აკადემიური მოსწრების შესახებ, ინფორმაციას პიონერებს უმალავდა. მან გიმნაზია მიატოვა და რევოლუციური მოღვაწეობა დაიწყო. მას შემდეგ, რაც იგი გაწევრიანდა რუსეთის სოცილ-დემოკრატიულ მუშათა პარიაში სამჯერ დააპატიმრეს. ციხეში ყოფნისას ლექსების წერა დაიწყო. ხოლო მას შემდეგ, რაც მან დავიდ ბურლიუკი გაიცნო და დაუახლოვდა კუბოფუტურისტების პოეტურ წრეს, გამოაქვეყნა პირველი ლექსი – “ღამე” (1912), შევიდა ფუტურისტულ კრებულში “სილის გაწვნა საზოგადოებრივ გემოვნებას”.
3. სერგეი კოროლიოვი:
სერგეი კოროლიოვი, რომლის ხელმძღვანელობითაც ბალისტიკური და გეოფიზიკური რაკეტები, პირველი თანამგზავრები და კოსმოსური ხომალდები „Восток“ და „Восход“ შეიქმნა, სამოსანი იყო.
4. რიჩარდ ბენსონი:
მულტიმილიონერი რიჩარდ ბენსონი, Virgin Group Corporation-ის და კერძო კოსმოსური ტურიზმის დამფუძნებელი, სკოლაში ორ სიტყვას ერთმანეთს ვერ აბამდა.
5. ისააკ ნიუტონი:
ისააკ ნიუტონი კლასში ყველაზე ცუდად სწავლობდა მანამ, სანამ მისი თანაკლასელი ფიზიკურად არ გაუსწორდა. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა მისთვის სწავლით მოეგო და კლასში ყველაზე კარგი მოსწავლე გახდა.
6. ნაპოლეონ ბონაპარტი:
ნაპოლეონ ბონაპარტი მათემატიკის გარდა, ყველა საგანს ცუდად სწავლობდა.
7. ლუდვიგ ვან ბეტჰოვენი:
ლუდვიგ ვან ბეტჰოვენი წერდა შეცდომებით, ასევე ვერ ითვისებდა გამრავლებას და გაყოფას, ისევე, როგორც ალექსანდრე დიუმა.
8. ალბერტ აინშტანი:
ფარდობითობის თეორიის შემოქმედი ალბერტ აინშტანი, სკოლაში საშუალოდ სწავლობდა. მის მშობლებს არანაირი ამბიცია არ ჰქონდათ მის წარმტებაზე, ისინი იმედოვებდნენ, რომ რაიმე უბრალო სამუშაოზე მაინც მოეწყობოდა.
9. ალექსანდრე პუშკინი:
ალექსანდრე პუშკინი აკადემიურო მოსწრება დაბალი ჰქონდა ლიცეუმში და ტიროდა არითმეტიკის გაკვეთილებზე.
10. ანტონ ჩეხოვი:
ანტონ ჩეხოვს ორჯერ მოუწია გიმნაზიის ორი კურსის გავლა.