Home რუბრიკები ისტორია მსოფლიოს 10 ოროსანი გენიოსი

მსოფლიოს 10 ოროსანი გენიოსი

4891

ათეულში წარმოდგენილი ადამიანები, რომლებიც ისტორიაში შევიდნენ, ბავშობაში და ხშირ შემთხვევაში მოწიფულობის ასაკამდეც სულაც არ გამოირჩეოდნენ წიგნიერებით.   


“საქართველო და მსოფლიო” წარმოგიდგენთ 10 ოროსან გენიოსს:

  1. უინსტონ ჩერჩილი:
ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე, ორატორი და მწერალი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი 1940—1945 და 1951—1955 წლებში, „დიდი სამეულის“ ერთ–ერთი წევრი

არისტოკრატული ოჯახის უფროსი ვაჟი უინსტონ ჩერჩილი  ადრეული ასაკიდანვე უარს აცხადებდა სასკოლო განათლების მიღებაზე, მაგრამ  მას ყოველთვის, სადმე კუთხეში მისი ასაკისთვის შეუფერებლი წიგნით ხელში პოულობდნენ.

“სამხედრო კლასში” მისმა 12 კლასელმა შეძლეს და ჩააბარეს გამოცდა ყველა საგანში, მაგრამ ჩერჩილს ვერაფერი გამოუვიდა. ჩერჩილი მესამედ ცდილობს ჩააბაროს გამოცდები სამეფო სამხედრო სასწავლებელში (სირთულეები ლათინურის წერით სამუშაოებთან ჰქონდა), მაგრამ დაბალი შედეგის გამო ის ხდება კურსანტი-კავალერისტი და მხოლოდ მას შემდეგ გადადის უფრო პრესტიჟულ ფეხოსანთა კლასში, როდესაც რამდენიმე კონკურსანტი უარს აცხადებს ჩაბარებაზე. თუმცა მის ამგვარ „ბექრაუნდს“ არ შეუქმნია მისთვის არანაირი დაბრკოლება გამხდარიყო მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ვექტორი მსოფლიო პოლიტიკაში.

2.    ვლადიმერ მაიაკოვსკი:

საქართველოში დაბადებული რუსი პოეტი, დრამატურგი, რუსული ფუტურიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი

საბჭოთა ლიტერატურა ვლადიმერ მაიაკოვსკის ცუდი აკადემიური მოსწრების შესახებ, ინფორმაციას პიონერებს უმალავდა. მან გიმნაზია მიატოვა და რევოლუციური მოღვაწეობა დაიწყო. მას შემდეგ, რაც იგი გაწევრიანდა  რუსეთის სოცილ-დემოკრატიულ მუშათა პარიაში სამჯერ დააპატიმრეს. ციხეში ყოფნისას ლექსების წერა დაიწყო. ხოლო მას შემდეგ, რაც მან დავიდ ბურლიუკი გაიცნო  და დაუახლოვდა კუბოფუტურისტების პოეტურ წრეს, გამოაქვეყნა პირველი ლექსი – “ღამე” (1912), შევიდა ფუტურისტულ კრებულში “სილის გაწვნა საზოგადოებრივ გემოვნებას”.

3.    სერგეი კოროლიოვი:

საბჭოთა მეცნიერი, რაკეტულ-კოსმოსური სისტემების კონსტრუქტორი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1958), ლენინური პრემიის ლაურეატი (1957)

სერგეი კოროლიოვი, რომლის  ხელმძღვანელობითაც ბალისტიკური და გეოფიზიკური რაკეტები, პირველი თანამგზავრები და კოსმოსური ხომალდები „Восток“ და „Восход“ შეიქმნა, სამოსანი იყო.

4.    რიჩარდ ბენსონი:

ბრიტანელი მეწარმე, კორპორაცია Virgin Group დამფუძნებელი, რომელიც მოიცავს დაახლოებით 400 კომპანიას სხვადასხვა სფეროში. ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ბრიტანეთში

მულტიმილიონერი რიჩარდ ბენსონი, Virgin Group Corporation-ის და კერძო კოსმოსური ტურიზმის დამფუძნებელი, სკოლაში ორ სიტყვას ერთმანეთს ვერ აბამდა.

5.    ისააკ ნიუტონი:

ინგლისელი ფიზიკოსი, მათემატიკოსი, ასტრონომი, ალქიმიკოსი და ფილოსოფოსი; კავშირშია მეცნიერულ რევოლუციასა და ჰელიოცენტრიზმის განვითარებასთან. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, გავლენიანი მეცნიერი ისტორიაში

ისააკ ნიუტონი კლასში ყველაზე ცუდად სწავლობდა მანამ, სანამ მისი თანაკლასელი ფიზიკურად არ გაუსწორდა. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა მისთვის სწავლით მოეგო და კლასში ყველაზე კარგი მოსწავლე გახდა.

6.    ნაპოლეონ ბონაპარტი:

საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ევროპის ისტორიაში. იყო საფრანგეთის რევოლუციის გენერალი და საფრანგეთის მმართველი, როგორც საფრანგეთის კონსულატის პრემიერ-კონსული 1799-1804 წლებში და შემდგომ როგორც „ფრანგთა იმპერატორი“ 1804-1815 წლებში, იტალიის მეფე ნაპოლეონ I-ის სახელით 1805-1814 წლებში და რაინის კავშირის პროტექტორი 1806-1814 წლებში

ნაპოლეონ ბონაპარტი მათემატიკის გარდა, ყველა საგანს ცუდად სწავლობდა.

7.    ლუდვიგ ვან ბეტჰოვენი:

გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი

ლუდვიგ ვან ბეტჰოვენი წერდა შეცდომებით, ასევე ვერ ითვისებდა გამრავლებას და გაყოფას, ისევე, როგორც ალექსანდრე დიუმა.

8.    ალბერტ აინშტანი:

ფიზიკოს-თეორეტიკოსი, საყოველთაოდ მიჩნეულია XX საუკუნის უდიდეს მეცნიერად. მან წამოაყენა ფარდობითობის თეორია და ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი კვანტური მექანიკის, სტატისტიკური მექანიკისა და კოსმოლოგიის განვითარებაში. 1921 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკაში 1905 წელს ფოტოელექტრონული ეფექტის მისეული განსაზღვრებისთვის და ასევე თეორიულ ფიზიკაში მის მიერ შეტანილი წვლილისთვის

ფარდობითობის თეორიის შემოქმედი ალბერტ აინშტანი, სკოლაში საშუალოდ სწავლობდა. მის მშობლებს არანაირი ამბიცია არ ჰქონდათ მის წარმტებაზე, ისინი იმედოვებდნენ, რომ რაიმე უბრალო სამუშაოზე მაინც მოეწყობოდა.

9.    ალექსანდრე პუშკინი:

რუსი მწერალი, ახალი რუსული ლიტერატურის ფუძემდებელი

ალექსანდრე პუშკინი აკადემიურო მოსწრება დაბალი ჰქონდა ლიცეუმში და ტიროდა არითმეტიკის გაკვეთილებზე.

10. ანტონ ჩეხოვი:

რუსი ექიმი, დრამატურგი და მწერალი, რომელიც მიჩნეულია ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მოთხრობების მწერლად

ანტონ ჩეხოვს ორჯერ მოუწია გიმნაზიის ორი კურსის გავლა.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here