Home ახალი ამბები მსოფლიო ჯაჭვური რეაქცია: მაკრონისა და ვან დერ ბელენის შემდეგ ნატოს წესების გადახედვაზე ბაბიშიც...

ჯაჭვური რეაქცია: მაკრონისა და ვან დერ ბელენის შემდეგ ნატოს წესების გადახედვაზე ბაბიშიც ალაპარაკდა

578
ანდრეი ბაბიში

ჩეხეთის პრემიერმა ანდრეი ბაბიშმა ნატოს მნიშვნელობაზე ლაპარაკისას განაცხადა, რომ ალიანსის დაარსებიდან 70 წლის შემდეგ აუცილებელია, გადაიხედოს მისი შექმნის შესახებ შეთანხმება.

“აუცილებელია, ევროპულმა სახელმწიფოებმა, ნატოს წევრებმა, განაცხადონ, რომ დადგა დრო, ვილაპარაკოთ შეთანხმებაზე, რომელიც ხელმოწერილი იქნა 70 წლის წინათ”, _ განუცხადა ბაბიშმა ჟურნალისტებს ჩეხეთის პრეზიდენტ მილოშ ზემანთან შეხვედრის შემდეგ. პრემიერის თქმით, მას და პრეზიდენტს მსგავსი თვალსაზრისი აქვთ ნატოზე, მაგრამ ალიანსის დაარსებიდან 70 წლის შემდეგ მისი ზოგიერთი წესი უნდა გადაიხედოს.

ბაბიშს განზრახული აქვს, ეს საკითხი ევროპის საბჭოს სხდომაზე გაიტანოს. უფრო ადრე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჟურნალ The Economist-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატომ დაკარგა კოორდინაცია, რაც შეიძლება დავახასიათოთ, როგორც “ტვინის სიკვდილი”. მაკრონის მიერ დასმულ დიაგნოზს დაეთანხმა ავსტრიის პრეზიდენტი ალექსანდრე ვან დერ ბელენი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here